Вопрос 67: 2008 წლის მარტს გაზეთ La Provence-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში 85 წლის ვინმე წლის ვინმე ხორსტ რიპერი საუბრობს იმ უდიდეს წუხილზე რომელსაც ის ნახევარ საუკუნეზე მეტია ატარებს და საბოლოოდ გადაწყვიტა ეღიარებინა. მისი თქმით, ასრულებდა რა თავის მოვალეობას, პატრულირებდა ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე და განახორციელა ის, რაც იმ მომენტში მისთვის უბრალოდ მისი მორიგი წარმატება იყო. მან მხოლოდ მოგვიანებით გაიგო რა, თუ რა ჩაიდინა, რამაც მისი შოკირება გამოწვია. თუ რიპერის აღიარებას დავუჯერებთ, შეგვიძლია ჩათვალოთ, რომ პასუხი გაეცა ერთ არცთუ პატარა მნიშვნელობის კითხვას, რომელიც ჩვენს პლანეტაზე უამრავ ადამიანს აგერ უკვე 65 წელია აწუხებს. მაშ რა კითხვას გაეცა პასუხი ხორსტ რიპერის აღიარების შედეგად?

Ответ: როგორ დაიღუპა ანტუან დე სენტ ეკზიუპერი?

Комментарий: ხორსტ რიპერი, გერმანელი პილოტი, 1944 წლის 31 ივლისს ახორციელებდა სადაზვერვო პატრულირებას და ჩამოაგდო თვითმფრინავი, რომელსაც სენტ ეკზიუპერი მართავდა, რომელიც, რიპერის თქმით, მისი უსაყვარლესი მწერალი იყო.

Источник: http://www.laprovence.com/articles/2008/03/15/338952-Region-Ils-ont-retrouve-le-pilote-qui-a-abattu-Saint-Exupery.php; http://blah.ru/cat7_Kultura/news485966_Moskva__Nemec_shokirovan_tem__chto_ubil_Senta-Ekzjuperi.html; http://en.wikipedia.org/wiki/Antoine_de_Saint-Exup%C3%A9ry

Комментарии (1)

Вход в систему