Вопрос 69: ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ქალაქში მტრედმა სახელად უინსტონი, ერთ ოფისიდან მეორემდე გაიფრინა 80 კმ ფეხზე მიბმული 4 გიგაბაიტიანი ე.წ. მემორი ქარდ-ით, მეხსიერების ბარათით. ფრენას მან მოანდომა 68 წუთი, ხოლო ბარათიდან ინფორმაციის გადმოკოპირების ჩათვლით ამ პროცესმა სულ 126,57 წუთს გასტანა. ეს ფრენა იყო ორგანიზებული ერთი ადგილობრივი კომპანიის მიერ და მას კონკრეტული მიზანი გააჩნდა. რა ფაქტი იქნა დამტკიცებული კომპანიის მიერ ამ ფრენის შედეგად?

Ответ: კომპანიამ დაამტკიცა, რომ მტრედი სამხრეთ აფრიკაში ინფორმაციის გადაცემის უფრო სწრაფი საშუალებაა, ვიდრე ინტერნეტი

Комментарий: სამხრეთ აფრიკულმა კომუნიკაციების კომპანიამ დაუმტკიცა ქვეყნის მთავარ პროვაიდერ კომპანია ”ტელკომს”, რომ მათ უფრო სწრაფად შეეძლოთ ინფორმაციის გადაგზავნა მტრედის მეშვეობით, ვიდრე ”ტელკომის”ინტერნეტით. იმ პერიოდში, რა პერიოდიც ინფორმაციის მტრედით გადატანას დასჭირდა, ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მხოლოდ 4% იყო გადაგზავნილი.

Источник: http://news.bbc.co.uk/2/hi/africa/8248056.stm; http://www.vokrugsveta.ru/news/7376/

Комментарии (1)

Вход в систему