Вопрос 75: ფრანგი ჟურნალისტი, მწერალი და მხატვარი ალფონს ალე ცნობილი იყო თავისი ექსცენტრულობით, რასაც თვითონვე აღიარებდა და არც ცდილობდა თავი გაესაღებინა ფილოსოფოსად ან ნოვატორად. მისი სურათების სახელები, ისევე როგორც თავად სურათები, მეტად უცნაური იყო. სათაურებს თუ დავუჯერებთ, მისი ერთ-ერთი ცნობილი სურათი მოგვითხრობს წითელი ზღვის სანაპიროზე სასულიერო პირების მიერ გარკვეული ბოსტნეულის მოსავლის აღების შესახებ, ხოლო მეორე კი ბრძოლაზე, რომელიც გამოქვაბულში გაიმართა გარკვეული რასის წარმომადგენელთა შორის. დაასახელეთ ბევრად უფრო ცნობილი მხატვარი, რომლის ცნობილი ნაწარმოებები ალფონს ალემ არ ორი სურათით იწინასწარმეტყველა.

Ответ: კაზიმირ მალევიჩი

Комментарий: პირველ სურათს ეწოდება "ტომატების მოსავლის აღება წითელი ზღვის სანაპიროზე აპოპლექსური კარდინალების მიერ" და ის წარმოადგენდა წითელ მონოქრომატულ მართკუთხედს, ხოლო მეორე სურათს კი ეწოდებოდა "ზანგების ბრძოლა გამოქვაბულში ღამით" და ის შავ მართკუთხედს წარმოადგენდა. მალევიჩმა, მოგეხსენებათ, დახატა წითელი და შავი კვადრატები.

Источник: http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D0%BB%D0%BB%D0%B5,_%D0%90%D0%BB%D1%8C%D1%84%D0%BE%D0%BD%D1%81

Комментарии (7)

Вход в систему