Вопрос 76: ინგლისელი ფნატასტი ტერი პრეთჩეტი ცნობილია ძირითადად თავისი საგით ე.წ. ბრტყელი სამყაროს - Discworld - შესახებ. ამ საგის მოქმედების დიდი ნაწილი მიმდინარეობს ქალაქ ანხ-მორპორკში, რომელიც ნიუ-იორკისა ან ლონდონის მაგვარ მეგაპოლისს წარმოადგენს. ქალაქში ადამიანებთან ერთად სხვადასხვა ზღაპრული რასის წარმომადგენლები ცხოვრობენ - გნომები, ვამპირები, გობლინები და ა.შ. ანხ-მორპორკის ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა, მიუხედავად თავისი ზღაპრულობისა, დასახელებით პრაქტიკულად ემთხვევა რეალურად არსებულ საქალაქო ტრასპორტს. მე არ გეკითხებით ტრანსპორტის თუ სახეობაზეა ლაპარაკი, დაასახელეთ თუ რომელი ზღაპრული რასის წარმომადგენლები არიან ამ ტრანსპორტის "მძღოლები".

Ответ: ტროლები

Комментарий: ტრანსპორტი არის "ტროლეიბუსი" - trolley bus, რომელიც, განსხვავებით ჩვეულებრივისაგან, წარმოადგენს ტროლებზე შებმულ "პალანკინებს".

Источник: Terry Pratchett, Unseen Academicals, 2009.

Комментарии (1)

Вход в систему