Вопрос 78: ცნობილი რუსი აღმოსავლეთმცოდნე-კორეისტი ანდრეი ლანკოვი თავის ვებ-გვერდზე კორეული ენის ერთ საინტერესო ასპექტს აღნიშნავს. ის წერს, რომ ეს ზედსართავი, განსხვავებით ყველა სხვა ენისგან, კორეულად ორი სხვადასხვა სიტყვით ითარგმნება. ამ ზედსართავის გამოყენებისას ნებისმიერი კორეელი უნებლიედ ხაზს უსვამს თავის პოლიტიკურ მიდრეკილებებს. მაშ რა ზედსართავზეა ლაპარაკი?

Ответ: კორეული

Комментарий: ლანკოვი წერს, რომ კორეულ ენაში არ არსებობს უბრალოდ "კორეული ლიტერატურა" ან "კორეული ისტორია" და ა.შ. იმის გამო, რომ სიტყვა "კორეა" ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას დასახელებებში სხვადასხვაა (ჩოსონ - ჩრდილო და ხან - სამხრეთი), ეს ზედსართავიც ორნაირად ითარგმნება და შესაბამისად იმისდა მიხედვით, თუ რომელ სიტყვას ხმარობს კორეელი, მეტ-ნაკლებად გასაგები ხდება მისი პოლიტიკური მრწამსიც.

Источник: http://tttkkk.livejournal.com/147172.html

Комментарии (1)

Вход в систему