Вопрос 79: (რიგდება მასალა) თქვენს წინაშეა შეტლანდური პონი მეიფლაუერი, რომელიც 2009 წლის მარტში ინგლისელ გადასახადების გადამხდელებს დაახლოებით 8000 გირვანქა სტერლინგი დაუჯდა - სწორად ეს იყო მეხანძრეთა რაზმის ოთხჯერ ტყუილად გამოძახების საფასური. მე არ გეკითხვებით, თუ რა იყო ამ გამოძახებების მიზეზი, უბრალოდ მითხარით, რა თავისებურება ახასიათებს საუთჰემპტონის მიმდებარე იმ ტერიტორიებს, სადაც ეს პონი გაყავთ ხოლმე საძოვარზე, სხვა პონიებთან ერთად.

Ответ: ჭაობები

Зачёт: აზრობრივად მიიღება ის პასუხები, რომელთაგან ჩანს, რომ გამვლელებს ეგონათ, რომ პონი ტალახში/ჭაობში გაიჭედა.

Комментарий: სურათზე ჩანს, რომ ამ პონის უჩვეულოდ მოკლე ფეხები აქვს. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს როდესაც საძოვარზე სხვა პონიებიც არიან, შესაბამისად გამვლელებს ჰგონიათ, რომ მეიფლაუერი ჭაობში გაიჭედა და მაშველებს იძახებენ.

Источник: http://www.telegraph.co.uk/news/newstopics/howaboutthat/4973837/Pony-with-short-legs-costs-taxpayer-8000-in-rescues.html

Комментарии (1)

Вход в систему