Вопрос 87: როგორც ცნობილია, მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკაში ჩასული მიგრანტები ჯერ ელისის კუნძულზე ჩერდებოდნენ და მხოლოდ შემდეგ მიაშურებდნენ სასურველ ქალაქებს. ერთ–ერთი, სავარაუდოდ არასწორი, მაგრამ მაინც საინტერესო ვერსიის მიხედვით, კუნძულ ელისზე ჩასულ ემიგრანტებს შუბლზე აკრავდნენ შტამპს, სადაც მითითებული იყო თუ რომელი ქალაქი წარმოადგენდა მათ საბოლოო დანიშნულებას. ამერიკაში გავრცელებულია ანეკდოტი, რომ სწორედ ამ პრაქტიკით არის გამოწვეული ის, რომ ამერიკაში მცხოვრები ერთი ეროვნების წარმომადგენლებს ხშირად ჰქვიათ ერთი კონკრეტული სახელი. თუ თქვენ მიხვდით, რომელი ქალაქი წარმოადგენდა ამ ეროვნების ადამიანების საბოლოო დანიშნულების საკმაოდ პოპულარულ პუნქტს, არ გაგიჭირდებათ დაასახელოთ თუ როგორი შტამპი უკეთდებოდათ ამ ადამიანებს შუბლზე, ზემოთ აღნიშნული ხუმრობის მიხედვით. პასუხის დაწერისას გამოიყენეთ ლათინური ასოები.
Ответ: TO NY – ნიუ იორკისკენ
Комментарий: ამ ხუმრობის მიხედვით, სწორედ აქედან მოდის სახელ ტონის დომინირებაც იტალიელ ემიგრანტებში.
Комментарии (1)