Вопрос 93: კითხვის ავტორის ბავშვობის წლებისგან განსხვავებით, დღევანდელ საქართველოში Z გაუქმებულია, ხოლო B, C და P თავიდან გაერთიანებულია და მხოლოდ ბოლოსკენ ხდება მათი გაყოფა. BW-ს და CW-ს გამაფრთხილებელი ნიშნები დარიგებულ მასალაშია მოცემული. ხოლო “ZW” წარმოადგენს სტატიის სათაურს ბაზით ნადირობის შესახებ. დაასახელეთ ეს სათაური ორი ქართული სიტყვით.

Ответ: ზოოლოგიური იარაღი

Комментарий: ზოოლოგია (Z) როგორც ცალკე საგანი საქართველოს სკოლებში აღარ ისწავლება. ბიოლოგიას (B), ქიმიას (C) და ფიზიკას (P) პირველი ექვსი წელი ასწავლიან ერთ საგნად (ბუნებისმეტყველება), 7-10 კლასებში ტრიმესტრულად და 11-12 კლასებში ცალკე საგნებად. ბიოლოგიური იარაღი (Biological warfare, BW) და ქიმიური იარაღი (Chemical warfare, CW) წარმოადგენენ მასობრივი განადგურების იარაღის (Weapon of mass destruction, WMD) სახეობებს.

Источник: http://www.ganatlebisreforma.com/2009/02/blog-post_15.html; http://en.wikipedia.org/wiki/Biological_warfare; http://en.wikipedia.org/wiki/Chemical_warfare; Forbes (რუსული რედაქცია), №10 (55), ოქტომბერი 2008, გვ. 290

Комментарии (1)

Вход в систему