Вопрос 94: ბევრმა არ იცის, რომ ეს ცნობილი ადამიანი დაიბადა 1964 წლის 16 თებერვალს ქალაქ სალვადორში. თუმცა, მისი შვილის დაბადების შესახებ ბევრმა თქვენგანმა მილიონობით სხვა ადამიანთან ერთად მისი დაბადებიდან უკვე სამი დღის შემდეგ, 9 ივლისს შეიტყო, მამამისის მიერ დალასში ჩადენილი ქმედების წყალობით, რომელსაც შემდგომში არაერთმა ადამიანმა მიბაძა. დაასახელეთ ამ ცნობილი ადამიანის მეტსახელი.

Ответ: ბებეტო

Комментарий: სალვადორი არის სიდიდით მესამე ქალაქი ბრაზილიაში. 1994 წლის 9 ივლისს დალასის სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გატანილი გოლის შემდეგ ბებეტომ ცნობილი ჟესტით აღნიშნა ვაჟიშვილის დაბადება.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Bebeto; http://en.wikipedia.org/wiki/1994_FIFA_World_Cup; http://www.sports.ru/tags/3904001.html?type=dossier

Комментарии (1)

Вход в систему