Вопрос 108: ციცერონმა თავის ბაღში ორი სპეციალური ადგილი მოაწყო, რომლებსაც იქსი და იგრეკი ეწოდებოდა. ათენში განსწავლულ ორატორს ეს სახელები შემთხვევით არ შეურჩევია: აქ ციცერონი მეგობრებს უმასპინძლდებოდა და მათთან ხანგრძლივ ფილოსოფიურ დისკუსიებს მართავდა. დაასახელეთ იქსი და იგრეკი.

Ответ: აკადემია და ლიცეუმი

Комментарий: ათენის აკადემია პლატონის დაარსებულია. ლიკეუმი (ლიცეუმი) არისტოტელემ დაარსა. ეს ფილოსოფიური სკოლებია, რომლებშიც ციცერონი სწავლობდა ახალგაზრდობაში.

Источник: “Повседневная жизнь Древнего Рима через призму наслаждений”; http://ka.wikipedia.org/wiki/აკადემია; http://ka.wikipedia.org/wiki/არისტოტელე

Комментарии (2)

Вход в систему