Вопрос 111: დადგინდა, რომ მეგაპოლისების მაცხოვრებლები ამის მოლოდინში ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ ნახევარ წელიწადს ატარებენ. დაასახელეთ იგი, თუ ცნობილია, რომ იგი განლაგებულია გარკვეული განაწილების შუაში და ტერმინი, რომელიც დღეს-დღეობით ამ განაწილების აღსანიშნავად გამოიყენება, მეცნიერებაში 1671-1672 წლებში ნიუტონის მიერ იქნა შემოტანილი.

Ответ: მწვანე შუქი (შუქნიშანზე)

Комментарий: აი, ამდენ დროს ატარებენ მეგაპოლისის მაცხოვრებლები შუქნიშანზე მწვანე შუქის ანთების მოლოდინში. მწვანე შუქი სპექტრის შუაშია განლაგებული, ხოლო ტერმინი ”სპექტრი“ ნიუტონმა პრიზმის მიერ გარდატეხილი მზის შუქის აღსანიშნავად ზემოაღნიშნულ წლებში შემოიტანა.

Источник: http://www.bespoleznoe.info/content/view/984/1/; http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%BF%D0%B5%D0%BA%D1%82%D1%80

Комментарии (1)

Вход в систему