Чемпионат Тбилиси 39. Результаты по вопросам




1. Вопрос 5.99: ეხლა თქვენ დაგირიგდებათ იოგას სკოლების ქსელის ლოგო, რომელზეც გამოსახულია გოგონა კლასიკურ პოზაში „ნატარაჯასანა“. [რიგდება მასალა] ჩემი ვარაუდით, ეს ლოგო შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს იმ ქვეყნის სამხრეთ სანაპიროს მაცხოვრებელთათვის, სადაც გავრცელებულია ეს ქსელი. მე არ გეკითხებით, რას ნიშნავს სანსკრიტზე „ნატარაჯასანა“; დაასახელეთ ნახსენები ქვეყანა.

Ответ: ავსტრალია

Комментарий: თქვენს წინაშე იყო “Yoga Australia”-ს ლოგო, რომელშიც შეიძლება ავსტრალიის კონტურების დანახვა. სამხრეთი სანაპირო კი მდებარეობს ზედ გოგონას უკანალზე :)

Источник: http://www.graphicdesignblog.org/hidden-logos-in-graphic-designing/; http://yoga.about.com/od/yogaposes/a/kingdancer.htm

Автор: დავით რაფავა

Средняя оценка: 1.93

Комментарии (2)


2. Вопрос 4.80: (რიგდება მასალა) ამერიკელმა ფრედ ბენენსონმა წამოიწყო მეტად უცნაური ინტერნეტ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ერთ-ერთი ცნობილი რომანის ე.წ. ემოჯი-ზე - იაპონურ სმაილიკების/ემოტიკონების ენაზე თარგმნას. თქვენთვის დარიგებულ მასალაში მოყვანილია ამ რომანის პირველი ფრაზა ემოჯის სიმბოლოებით. მე არ გეკითხებით თუ როგორ ჟღერს ეს ფრაზა ორიგინალში. მითხარით, თუ რას წარმოადგენს პირველი სიმბოლო "თარგმანში".

Ответ: ტელეფონს

Комментарий: ეს არის ჰერმან მელვილის რომანი "მობი დიკი", რომლის პირველი ფრაზა, როგორც გასული სეზონის ერთ-ერთ კთხვაში ითქვა, ჟღერს როგორც "Call me Ishmael". ემოჯის ენაზე სიტყვა "Call" აღინიშნება ტელეფონის სურათით.

Источник: http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/asia/japan/6218705/Emoji-Dick-Moby-Dick-to-be-translated-into-Japanese-emoticons.html; http://www.kickstarter.com/projects/fred/emoji-dick

Автор: გიორგი ბაქრაძე

Средняя оценка: 1.71

Комментарии (1)


3. Вопрос 1.4: 2003 წლის ნოემბერში გერმანიის ერთ ქალაქს დროებით გადაარქვეს სახელი, რითაც პატივი მიაგეს ამ ქალაქში წარმოებული პროდუქტის მეხუთე თაობას. ყურადღება შეკითხვა დაასახელეთ ამ ქალაქის მიღებული დროებითი სახელწოდება, რომელიც 1 ასოთი განსხვავდებოდა მისი რეალური სახელისაგან.

Ответ: გოლფსბურგი

Комментарий: ქალაქ ვოლფსბურგში გამოუშვეს ფოლკსვაგენ გოლფის მეხუთე თაობა, ამის გამო ვოლფსბურგს 1 კვირით გოლფსბურგი უწოდეს.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Volkswagen_Golf_Mk5

Автор: ზურაბ ფარჯიანი

Средняя оценка: 1.68

Комментарии (1)


4. Вопрос 5.94: ბევრმა არ იცის, რომ ეს ცნობილი ადამიანი დაიბადა 1964 წლის 16 თებერვალს ქალაქ სალვადორში. თუმცა, მისი შვილის დაბადების შესახებ ბევრმა თქვენგანმა მილიონობით სხვა ადამიანთან ერთად მისი დაბადებიდან უკვე სამი დღის შემდეგ, 9 ივლისს შეიტყო, მამამისის მიერ დალასში ჩადენილი ქმედების წყალობით, რომელსაც შემდგომში არაერთმა ადამიანმა მიბაძა. დაასახელეთ ამ ცნობილი ადამიანის მეტსახელი.

Ответ: ბებეტო

Комментарий: სალვადორი არის სიდიდით მესამე ქალაქი ბრაზილიაში. 1994 წლის 9 ივლისს დალასის სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გატანილი გოლის შემდეგ ბებეტომ ცნობილი ჟესტით აღნიშნა ვაჟიშვილის დაბადება.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Bebeto; http://en.wikipedia.org/wiki/1994_FIFA_World_Cup; http://www.sports.ru/tags/3904001.html?type=dossier

Автор: დავით რაფავა

Средняя оценка: 1.62

Комментарии (1)


5. Вопрос 1.18: ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული წერდა: „პოეტი ვარ და ეს მეტი კი არაფერია, ერთი იქსით მეტი ვარ თქვენზეო“. ძვ. ეგვიპტელთა ცხოვრებაში უმთავრესი პერიოდული მოვლენა გამოწვეული იყო ისიდას ერთი იქსით. ყურადღება შეკითხვა: მითხარით რა შევცვალე მე შეკითხვაში იქსით?

Ответ: ცრემლი

Комментарий: უმთავრესი პერიოდული მოვლენა ძვ. ეგვიპტეში იყო ნილოსის ადიდება, რომელიც ძვ. ეგვიპტელთა რწმენით გამოწვეული იყო დაღუპულ ოსირისზე ჩამოგდებული ისიდას ერთი ცრემლით.

Источник: http://www.litsakhelebi.ge/book.php?id=754; http://victorsolkin.livejournal.com/7002.html

Автор: ვახტანგ ელერდაშვილი

Средняя оценка: 1.62

Комментарии (4)


6. Вопрос 4.68: (რიგდება მასალა) თქვენს წინაშეა სურათი, რომელსაც კითხვის ავტორი ერთ-ერთი ვებ გერდზე წააწყდა. სურათზე თქვენ ხედავთ ორ ობიექტს, რომელთაგანაც ერთზე მე წავშალე წარწერა. სახელწოდება, რომლითაც დასათაურებულია ეს სურათი, წარმოადგენს მეცნიერების კვლევის ობიექტს. ზუსტად ანალოგიური სათაურით ვიკიპედიაში შეიძლება იპოვოთ სტატია, რომელიც ამ საკვლევი ობიექტის შესახებ მოგვითხრობს. დაასახელეთ სურათის სათაური.

Ответ: Water on Mars

Зачёт: წყალი მარსზე

Комментарий: სურათზე წყლიანი ჭიქა დევს შოკოლად ”მარსის” ბატონზე.

Источник: http://www.foundshit.com/tag/funny/page/10/; http://en.wikipedia.org/wiki/Water_on_Mars

Автор: არჩილ მაჭავარიანი

Средняя оценка: 1.54

Комментарии (1)


7. Вопрос 4.65: A-ს და B-ს შორის არსებულ კავშირზე მეცნიერები უძველესი დროიდან წერდნენ. მიუხედავად სხვადასხვა ინტერპრეტაციებისა თუ მეცნიერული დისკუსიებისა, ზოგადად ფართო მასებისთვის ცნობილია, რომ A-ს მოსდევს B, და რომ არ იყოს A, არ იქნებოდა არც B. ამის საპირისპიროდ კი, სამედიცინო წრეებში გავრცელებული ხუმრობის თანახმად, შემთხვევა, როდესაც ექიმი უკან მოსდევს პაციენტის კუბოს, არის შემთხვევა, როდესაც B-ს მოსდევს A, და არა პირიქით. დაასახელეთ A და B სწორი თანამიმდევრობით.

Ответ: მიზეზი და შედეგი

Комментарий: ხუმრობის თანახმად, როდესაც ექიმი მოსდევს პაციენტის კუბოს, არის შემთხვევა როდესაც მიზეზი მოსდევს შედეგს.

Источник: http://www.livejournal.ru/themes/id/14946

Автор: არჩილ მაჭავარიანი

Средняя оценка: 1.52

Комментарии (1)


8. Вопрос 5.100: ეს ნაწარმოები შედის სხვადასხვა თანამედროვე ავტორის მიერ შექმნილი იშვიათი ჟანრის ნაწარმოებების ციკლში და დღეისათვის ამ ციკლის უკანასკნელი ნაწარმოებია. ყველა თქვენთაგანს მოსმენილი აქვს ამ ნაწარმოების დასაწყისი, მაგრამ მისი დასასრული თქვენთვის ჯერ უცნობია. მიუხედავად ამისა, გთხოვთ დაასახელოთ ამ ნაწარმოების ბოლო სიტყვა.

Ответ: სიტყვა

Комментарий: ნახსენები ნაწარმოები არის დღეისათვის სუპერ-ლიგის უკანასკნელი კითხვა, რომელიც თქვენ ეხლა მოისმინეთ. მეორე წინადადების მოსმენის დროს კითხვის დასაწყისი ყველა თქვენთაგანისთვის ცნობილი იყო, ხოლო დასასრული – ჯერ არა.

Источник: კითხვის ტექსტი

Автор: დავით რაფავა

Средняя оценка: 1.45

Комментарии (1)


9. Вопрос 2.40: არსებობდა, თუ არა დანამდვილებით არ ვიცი. მაგრამ ამბობენ, რომ ის ერთ–ერთ ავსტრიულ ოჯახში ცხოვრობდა და სახელად ტიბლსი ერქვა. ერთი წუთის შემდეგ, მითხარით ამ ოჯახის გვარი.

Ответ: შრედინგერი

Комментарий: ერთ დროს, ავსტრიაში მცხოვრებ შრედინგერების ოჯახში ცხოვრობდა კატა სახელად ტიბლსი, რომელსაც ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ შრედინგერის კატა. კითხვაში განგებ არის ფრაზა “არსებობდა, თუ არა” – რაც დამატებითი მინიშნებაა შრედინგერის კატაზე.

Источник: http://ru.wikipedia.org/wiki/Кошка_Шрёдингера, http://en.wikipedia.org/wiki/Schrödinger's_cat

Автор: ირაკლი ნაზღაიძე

Средняя оценка: 1.38

Комментарии (1)


10. Вопрос 2.29: არტურო პერეს–რევერტე, ერთ–ერთ რომანში აღწერს რა ქალაქ სევილიის არქიეპისკოპოსის საერო ინტერესებსა და გატაცებებს, აღნიშნავს, რომ "პასტორისეული ნეიტრალიტეტისა და ეკლესიის მსახურისთვის შესაფერისი სიფრთხილის გამო, ის ორი, ერთმანეთის კონკურენტი ორგანიზაციის წევრი იყო, რადგანაც მისი მე–11 მცნება ქადაგებდა: "არასოდეს ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში".

Ответ: ბეტისი, სევილია

Комментарий: არქიეპისკოპოსი ქალაქ სევილიის ორივე საფეხბურთო კლუბს გულშემატკივრობდა

Источник: Артуро Перес-Реверте "Кожа для барабана, или Севильское причастие"

Автор: გოგა ტარიელაშვილი

Средняя оценка: 1.37

Комментарии (1)


11. Вопрос 5.92: რუსული გასართობი გადაცემის «Хорошие шутки»-ს ერთ-ერთი კონკურსის მიხედვით, მონაწილე გუნდის წარმომადგენელმა თანაგუნდელებს უნდა აუხსნას იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებსაც ეკრანზე მხოლოდ ის ხედავს. ჯგუფ «Фабрика» ს ერთ-ერთმა მომღერალმა, წაიკითხა რა ეკრანზე ნობელიანტის სახელი და გვარი, ჯგუფის დანარჩენ ორ წევრს გაკვირვებულმა აცნობა, რომ აქამდე არ სმენია ამ გასართობი გადაცემის შესახებ. რა ეწერა ეკრანზე?

Ответ: ბერნარდ შოუ

Комментарий: გოგონას კომენტარი: «Не знаю... какая-то развлекательная передача...» :)

Источник: გადაცემის «Хорошие шутки» 2009 წლის ერთ-ერთი გამოშვება; http://en.wikipedia.org/wiki/George_Bernard_Shaw

Автор: დავით რაფავა

Средняя оценка: 1.31

Комментарии (1)


12. Вопрос 1.15: მარსელ პრუსტის რომანში „სვანის მიმართულებით“ ერთ–ერთი პერსონაჟი, ბიცოლა ლეონია სვამს შეკითხვას, რის შემდეგაც მას ატყობინებენ, რომ გარდაიცვალა მადამ რუსსო. XX საუკუნეში ეს შეკითხვა დასვა ერთმა ამერიკელმა მწერალმაც. ყურადღება შეკითხვა: დასვით ეს შეკითხვა თქვენც, თქვენსავე ფურცლებზე.

Ответ: ვის უხმობს ზარი?

Комментарий: 1940 წელს ერნესტ ჰემინგუეიმ გამოაქვეყნა რომანი „ვის უხმობს ზარი?“. შუა სს ევროპაში და უფრო გვიანდელ ხანაშიც, ზარის რეკვა მანიშნებელი იყო იმისა, რომ ვიღაც გარდაიცვალა.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/For_Whom_the_Bell_Tolls; http://lib.rus.ec/b/44762/read

Автор: ვახტანგ ელერდაშვილი

Средняя оценка: 1.3

Комментарии (1)


13. Вопрос 5.96: [რიგდება მასალა] თქვენს წინაშეა Facebook-ის სადისკუსიო ჯგუფის „ბლატნოი ნომრების“ ფოტომასალის მცირე ნაწილი. ზოგიერთი ნომერი აღნიშნავს ავტომობილის მოდელს, ზოგში სავარაუდოდ მანქანის პატრონის სახელია დაშიფრული (ანკასი, თიკასი), ზოგში კი უბრალოდ სიტყვები (ნაპასი, ბოტასი). ქვემოთ მოყვანილი ავტომობილის სურათი აღდგენილია მონაყოლის მიხედვით. მისი სანომრე ნიშანი უდაოდ გამორჩეულია, რადგან სხვა ნომრებთან შედარებით შეიცავს უფრო მეტ ინფორმაციას. აღადგინეთ ნიშანზე წაშლილი სამი ციფრი.

Ответ: ANZ-224

Зачёт: 224

Комментарий: ANZ-224, ანზორას „ოცდაოთხი“. ნომერი შეიცავს ინფორმაციას როგორც პატრონის, ასევე მანქანის შესახებ.

Источник: http://www.facebook.com/group.php?gid=57166221414

Автор: დავით რაფავა

Средняя оценка: 1.28

Комментарии (1)


14. Вопрос 2.33: [გუნდებს ურიგდებათ სარეკლამო პოსტერი] ერთი წუთის შემდეგ მითხარით, რომელ დღესთან დაკავშირებით გამოუშვა გინესმა ეს სარეკლამო პოსტერი.

Ответ: ჰელოუინი

Комментарий: სარკეში არ ჩანს გინესით სავსე კათხის ანარეკლი, რაც მას გარკველ მისტიციზმს სძენს. ეს სარეკლამო პოსტერი სპეციალურად შეიქმნა ჰელოუინის დღესასწაულისათვის, რომელიც 31 ოქტომბერს აღინიშნება.

Источник: http://www.adme.ru/paedia/focus/scary_collection_of_halloween_print_ads

Автор: ირაკლი ნაზღაიძე

Средняя оценка: 1.22

Комментарии (2)


15. Вопрос 6.110: ერთი რესტორანი წარმოადგენს ობსერვატორიას, რომელშიც სადილის დროს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ტელესკოპებით ისარგებლონ. შეიძლება ითქვას, რომ ამ რესტორანში იქსი შერწყმულია იგრექთან. დაასახელეთ იქსი და იგრეკი, თუ ისინი მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან.

Ответ: ასტრონომია, გასტრონომია

Комментарий: სადილის დროს თვალს ახარებენ

Источник: წყარო: http://www.dining-out.co.za/member_details-MemberID-2294.html; http://ka.wikipedia.org/wiki/ასტრონომია; http://ka.wikipedia.org/wiki/გასტრონომია

Автор: ლევან ჩხეიძე

Средняя оценка: 1.15

Комментарии (4)


16. Вопрос 4.63: (რიგდება მასალა) თქვენს წინაშეა სურათი, დასათაურებული სამი ინგლისური სიტყვით, რომლებიც ერთსა და იმავე ასოზე იწყება. ამ სამიდან პირველი სიტყვაა Blinding (”ვაბრმავებ”, ”დაბრმავება”), დაასახელეთ დანარჩენი ორი სიტყვა.

Ответ: Big Brother

Источник: http://www.foundshit.com/tag/big-brother/

Автор: არჩილ მაჭავარიანი

Средняя оценка: 1.15

Комментарии (3)


17. Вопрос 5.87: როგორც ცნობილია, მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკაში ჩასული მიგრანტები ჯერ ელისის კუნძულზე ჩერდებოდნენ და მხოლოდ შემდეგ მიაშურებდნენ სასურველ ქალაქებს. ერთ–ერთი, სავარაუდოდ არასწორი, მაგრამ მაინც საინტერესო ვერსიის მიხედვით, კუნძულ ელისზე ჩასულ ემიგრანტებს შუბლზე აკრავდნენ შტამპს, სადაც მითითებული იყო თუ რომელი ქალაქი წარმოადგენდა მათ საბოლოო დანიშნულებას. ამერიკაში გავრცელებულია ანეკდოტი, რომ სწორედ ამ პრაქტიკით არის გამოწვეული ის, რომ ამერიკაში მცხოვრები ერთი ეროვნების წარმომადგენლებს ხშირად ჰქვიათ ერთი კონკრეტული სახელი. თუ თქვენ მიხვდით, რომელი ქალაქი წარმოადგენდა ამ ეროვნების ადამიანების საბოლოო დანიშნულების საკმაოდ პოპულარულ პუნქტს, არ გაგიჭირდებათ დაასახელოთ თუ როგორი შტამპი უკეთდებოდათ ამ ადამიანებს შუბლზე, ზემოთ აღნიშნული ხუმრობის მიხედვით. პასუხის დაწერისას გამოიყენეთ ლათინური ასოები.

Ответ: TO NY – ნიუ იორკისკენ

Комментарий: ამ ხუმრობის მიხედვით, სწორედ აქედან მოდის სახელ ტონის დომინირებაც იტალიელ ემიგრანტებში.

Автор: სერგი კაპანაძე

Средняя оценка: 1.13

Комментарии (1)


18. Вопрос 6.107: დიორდ სირტეშის ერთ-ერთ ლექსს ეწოდება „იქსი მეტროში“. ამ ნაწარმოების ლირიული გმირი გადაადგილდება ლონდონის მეტროპოლიტენის გვირაბებში და ამაოდ ცდილობს გადასასვლელების და სადგურების სისტემაში გარკვევას. ლექსის დასასრული სევდიანია: პერსონაჟი პირისპირ ხვდება იქსს. დაასახელეთ იქსი.

Ответ: მინოტავრი

Комментарий: მეტაფორა: მეტრო = ლაბირინთი.

Источник: “В двух измерениях. Современная британская поэзия в русских переводах”; http://ru.wikipedia.org/wiki/Минотавр

Автор: ლევან ჩხეიძე

Средняя оценка: 1.12

Комментарии (2)


19. Вопрос 5.98: ამ ბუჩქის ლათინური სახელწოდებაა Staphylea, რაც ნიშნავს „ყურძნის მტევანს“, ინგლისურად მისი სახელწოდება ნიშნავს „ბუშტოვან თხილს“, მაგრამ ის არც ვაზისებრთა და არც თხილისებრთა ოჯახს არ მიეკუთვნება. მისი კოლხური სახეობის ნაყოფს ჩვენ ვიყენებთ საკვებად. ამერიკელ ოსკაროსანს თავისი ოსკაროსანი შვილის გვარი რომ აეღო, მისი ახალი სახელი და გვარი გაიჟღერებდა ისევე, როგორც ნახსენები მცენარის ქართული სახელწოდება. დაასახელეთ ეს მცენარე.

Ответ: ჯონჯოლი

Комментарий: ანჯელინა ჯოლიმ 2002 წელს ოფიციალურად ჩამოიშორა გვარი ვოიტი და ლეგალურად გახდა ანჯელინა ჯოლი. მამამისი ცნობილი მსახიობი ჯონ ვოიტია.

Источник: http://flower.onego.ru/kustar/staphyl.html; http://en.wikipedia.org/wiki/Jon_Voight; http://en.wikipedia.org/wiki/Angelina_Jolie

Автор: დავით რაფავა

Средняя оценка: 1.12

Комментарии (3)


20. Вопрос 5.95: ერთი პროექტის აღწერისას კითხვის ავტორს მოჰყავდა ორი სატრანსპორტო სქემის შედარება: ერთში კასპიის ზღვის გადაკვეთა ხდებოდა ტანკერის, ხოლო მეორეში კი – ბორნის მეშვეობით. დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ სიძვირის მიუხედავად, მეორე სქემას გააჩნია ბევრი უპირატესობა პირველთან შედარებით: სისწრაფე, დანაკარგების ნაკლებობა და სხვა. იმ თავის სათაური, რომელშიც ხდებოდა ეს შედარება, დაემთხვა 2004 წლის ფილმის სახელწოდების ქართულ თარგმანს. დაასახელეთ ეს ფილმი კითხვაში მოხსენიებული ორი სიტყვით.

Ответ: „ბორნის უპირატესობა“

Комментарий: ასე ითარგმნება ქართულად ფილმის “The Bourne Supremacy” სახელწოდება.

Источник: http://www.imdb.com/title/tt0372183/; http://avoe.ge/movies/one.php?mid=4127

Автор: დავით რაფავა

Средняя оценка: 1.1

Комментарии (1)


21. Вопрос 1.19: 1996 წელს ჰესბოლამ ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე მიიტანა თავდასხმა. ამის საპასუხოდ ისრაელის საჰაერო ძალები რამდენიმე დღის განმავლობაში ბომბავდნენ ლიბანს. განრისხებული ებრაელების მიერ ლიბანში ჩაგდებულ ჭურვებს ჟურნალისტებმა ერთი ცნობილი რომანის სათაური უწოდეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ რომანის ავტორი.

Ответ: ჯონ სტეინბეკი

Комментарий: ჯონ სტეინბეკის ცნობილ რომანს ეწოდება "მრისხანების მტევნები". ებრაელმა ჟურნალისტებმა ჭურვები მტევნებს შეადარეს.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Operation_Grapes_of_Wrath

Автор: ვახტანგ ელერდაშვილი

Средняя оценка: 1.08

Комментарии (1)


22. Вопрос 3.49: ჩაიწერეთ ორი ციტატა: ა) „მარტში, 25 რიცხვში პეტერბურგში არაჩვეულებრივად საკვირველი შემთხვევა მოხდა“ [Марта 25 числа случилось в Петербурге необыкновенно странное происшествие]. ბ) „ბერ ძენტის [...] ამბავი იკენოოში ყველას გაეგო“. ყურადღება! მეორე ციტატაში მე გამოვტოვე ერთი სიტყვა. რომელი სიტყვა?

Ответ: ცხვირი

Комментарий: გამოტოვებულია სიტყვა „ცხვირის“ [ბერ ძენტის ცხვირის ამბავი იკენოოში ყველას გაეგო]. ამ ციტატებით იწყება ორი ნაწარმოები სახელწოდებით „ცხვირი“ (პირველის ავტორი ნიკოლაი გოგოლი, მეორეს - რიუნოსკე აკუტაგავა).

Источник: http://ilibrary.ru/text/76/p.1/index.html; http://www.lib.ge/body_text.php?5572

Автор: ნიკა აგლაძე

Средняя оценка: 1.06

Комментарии (1)


23. Вопрос 2.36: ტერი პრეტჩეტის ნაწარმოებებში არის ორგანიზაცია, რომლის ძირითადი დანიშნულება ანტირელიგიური ქმედებების აღმოფხვრა გახლავთ. ორგანიზაცია იყოფა ორ ქვეგანყოფილებად, რომელთაგან პირველის წევრები, მეორისაგან განსხვავებით, საკუთარ მიზანს, ადამიანის გარე ფაქტორებზე ზეგავლენით აღწევენ.

Ответ: ექსკვიზიცია

Комментарий: ნაწარმოებში აშკარა ალუზიაა რეალურად არსებულ ინკვიზიციაზე. ტერი პრეტჩეტთან ინკვიზიცია – შიგნიდან მოქმედებს, ექსკვიზიცია – გარედან.

Источник: http://lib.aldebaran.ru/author/pratchett_terri/pratchett_terri_malenkie_bogi

Автор: ირაკლი ნაზღაიძე

Средняя оценка: 1.05

Комментарии (1)


24. Вопрос 4.79: (რიგდება მასალა) თქვენს წინაშეა შეტლანდური პონი მეიფლაუერი, რომელიც 2009 წლის მარტში ინგლისელ გადასახადების გადამხდელებს დაახლოებით 8000 გირვანქა სტერლინგი დაუჯდა - სწორად ეს იყო მეხანძრეთა რაზმის ოთხჯერ ტყუილად გამოძახების საფასური. მე არ გეკითხვებით, თუ რა იყო ამ გამოძახებების მიზეზი, უბრალოდ მითხარით, რა თავისებურება ახასიათებს საუთჰემპტონის მიმდებარე იმ ტერიტორიებს, სადაც ეს პონი გაყავთ ხოლმე საძოვარზე, სხვა პონიებთან ერთად.

Ответ: ჭაობები

Зачёт: აზრობრივად მიიღება ის პასუხები, რომელთაგან ჩანს, რომ გამვლელებს ეგონათ, რომ პონი ტალახში/ჭაობში გაიჭედა.

Комментарий: სურათზე ჩანს, რომ ამ პონის უჩვეულოდ მოკლე ფეხები აქვს. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს როდესაც საძოვარზე სხვა პონიებიც არიან, შესაბამისად გამვლელებს ჰგონიათ, რომ მეიფლაუერი ჭაობში გაიჭედა და მაშველებს იძახებენ.

Источник: http://www.telegraph.co.uk/news/newstopics/howaboutthat/4973837/Pony-with-short-legs-costs-taxpayer-8000-in-rescues.html

Автор: გიორგი ბაქრაძე

Средняя оценка: 1.03

Комментарии (1)


25. Вопрос 2.37: ძალიან გთხოვთ სწორი პასუხის გამოცხადების შემდეგ ტაშს ნუ დამიკრავთ :) დაასახელეთ გასული საუკუნის 70–იან წლებში შექმნილი ნაწარმოები, რომლის შექმნისას, როგორც ამბობენ, აკუსტიკური ეფექტის მისაღებად გამოიყენებულ იქნა ძველი ეკლესიის ხის იატაკი.

Ответ: "We will rock you"

Комментарий: სიმღერა “We Will Rock You” პირველ რიგში ცნობილი გახდა თავისი უჩვეულო პერკუსიის გამო, ფეხის ორი ბაკუნი და ტაშის შემოკვრა. ფეხის ბაკუნისათვის ჯგუფმა ძველი ეკლესიის იატაკი გამოიყენა, თქვენ კი ტაში უნდა დამიკრათ :)

Источник: http://ru.wikipedia.org/wiki/We_Will_Rock_You

Автор: ირაკლი ნაზღაიძე

Средняя оценка: 1.01

Комментарии (1)


26. Вопрос 3.46: პიოტრ ვაილი თავის წიგნში „ადგილის გენია“ მოგვითხრობს ისტორიას ზურმუხტისფერ მოსასხამში ჩაცმული ტორეადორის შესახებ, რომელიც ხარმა გაფატრა. გაფითრებულ ტორეადორს 4 კაცი ისე მიასვენებდა არენიდან, თითქოს მიჰქონდათ... მე არ გეკითხებით რა მიჰქონდათ, დაასახელეთ ქვეყანა, სადაც ვაილი შეესწრო ამ სცენას!

Ответ: მექსიკა

Комментарий: მწვანე (ზურმუხტისფერი), წითელი (სისხლი), თეთრი (გაფითრდა) - მექსიკის დროშის ფერებია

Источник: Пётр Вайль, Гений места, М.: КоЛибри, 2007, стр. 216; http://lib.aldebaran.ru/author/vail_petr/vail_petr_genii_mesta/vail_petr_genii_mesta__15.html

Автор: ნიკა აგლაძე

Средняя оценка: 0.98

Комментарии (1)


27. Вопрос 1.7: [მოთამაშეებს ურიგდებათ ტექსტი: 1. old blue 2. Sweet George Brown 3. Burying Black 4. Dobbin 5. ?] ჯონ სტეინბეკის რომანში “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” მთავარ გმირს, ეთან ჰოულის სულ 5 კარგი კოსტიუმი აქვს, რომელთაგანაც თითოეულს თავისი საკუთარი სახელი აქვს. მთავარი გმირის ოთხი კოსტიუმის საკუთარი სახელი თქვენ დაგირიგდათ. დაასახელეთ რა ერქვა მის მეხუთე კოსტიუმს, თუკი ამაში თქვენ მე–19 საუკუნეში დაწერილი რომანი დაგეხმარებათ.

Ответ: დორიან გრეი

Комментарий: კოსტიუმები ფერებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მისი რუხი ფერის კოსტიუმი დორიან გრეის მოსახელეა.

Источник: ჯონ სტეინბეკი, “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”, გვ.147

Автор: ზურაბ ფარჯიანი

Средняя оценка: 0.94

Комментарии (1)


28. Вопрос 3.50: შეკითხვის ავტორის (ნიკა აგლაძის) ერთმა მეგობარმა ერატოსთენეს, თალესსა და ჰეროდოტეს უწოდა იქსები, ვინაიდან „მათი ღვაწლი ცობილია, ცხოვრების დეტალები კი - არა“. იქსები აგრეთვე ფიგურირებენ 1969 წლის რომანში და 2008 წლის ფილმში. კითხვა: დაასახლეთ იქსი 2 2 სიტყვით!

Ответ: უცნობი მამები

Комментарий: სტრაბონი - გეოგრაფიის, თალესი - ფილოსოფიის, ხოლო ჰეროდოტე - ისტორიის მამის სახელით არის ცნობილი. „უცნობი მამები“ სტრუგაცკების წიგნისა და მის მიხედვით გადაღებული ფილმის გმირები არიან.

Источник: http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9E%D0%B1%D0%B8%D1%82%D0%B0%D0%B5%D0%BC%D1%8B%D0%B9_%D0%BE%D1%81%D1%82%D1%80%D0%BE%D0%B2_(%D1%84%D0%B8%D0%BB%D1%8C%D0%BC); http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9E%D0%B1%D0%B8%D1%82%D0%B0%D0%B5%D0%BC%D1%8B%D0%B9_%D0%BE%D1%81%D1%82%D1%80%D0%BE%D0%B2; http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D0%B5%D1%80%D0%BE%D0%B4%D0%BE%D1%82; http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A4%D0%B0%D0%BB%D0%B5%D1%81; http://vse-miry.ru/14EHratosfen_otec_heohrafyy/

Автор: ნიკა აგლაძე

Средняя оценка: 0.94

Комментарии (1)


29. Вопрос 3.48: [რიგდება მასალა] შეკითხვის ავტორი (ნიკა აგლაძე) საიტზე: ასტრონეტ.რუ წააწყდა ერთი ზოდიაკალური თანავარსკვლავედის სურათს. თქვენს წინაშეა ამ სურათის ფრაგმენტი. ფრაგმენტის სიმცირისა და ცუდი ხარისხის მიუხედავად, შეკითხვის ავტორს მიაჩნია, რომ თქვენ არ უნდა გაგიჭირდეთ გამოსახულების შეცნობა. კითხვა: რა თანავარსკვლავედზეა საუბარი?

Ответ: ლომი

Комментарий: როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ, ბრჭყალის მიხედვით ლომს შეიცნობ. მოცემული ვარსკვლავი სწორედ ლომის ბრჭყალში მდებარეობს. თანავარსკვლავედია „ლომი“.

Источник: http://www.astronet.ru/db/msg/1165960; Словарь Латинских крылатых слов, М.: Русский язык, 1988, стр. 261-262

Автор: ნიკა აგლაძე

Средняя оценка: 0.93

Комментарии (2)


30. Вопрос 4.61: ფრანგმა მეცნიერებმა შეისწავლეს რა 1896 წლიდან დაფიქსირებული 3260 ეს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ კაცობრიობამ მიაღწია თავისი შესაძლებლობების ზღვარს და შესაბამისად 2060 წლიდან ეს უკვე აღარ დაფიქსირდება. ამასთან დაკავშირებით, გამოითქვა ვარაუდი, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანთა მოღვაწეობის ერთი სფერო საკმაოდ მოსაწყენი გახდება. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ პერსონაჟი, რომელსაც, 1973 წელს გამოსული ჩვენთვის კარგად ცნობილი ფილმის მიხედვით ამის არაოფიციალური გაკეთება მცირე ხნით თავისუფლების აღკვეთადაც კი დაუჯდა.

Ответ: ჯოტია ცაავა

Комментарий: საუბარია სპორტულ რეკორდებზე. 1973 წელს გამოვიდა ფილმი ”რეკორდი”

Источник: http://www.ifvremya.ru/cgi-bin/res.pl?FIL=work/arc/2008/0820/2_20080820.txt; http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=562

Автор: არჩილ მაჭავარიანი

Средняя оценка: 0.92

Комментарии (2)


31. Вопрос 6.114: თავად მისი აშენება დაახლოებით 7 მილიონი დოლარ დაჯდა, ხოლო იმ პროდუქტის შექმნა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანისათვის კარგად არის ცნობილი, და რომელიც მის ისტორიას აღწერს, დაახლოებით 30-ჯერ მეტი. აგრეთვე ცნობილია, რომ მან პირველმა გამოიყენა ერთი ამერიკელის მიერ შქმნილი სისტემის მე-15 და მე-19 ელემენტების კომბინაცია. დაასახელეთ ზემოხსენებული პროდუქტის შემქმნელი.

Ответ: ჯეიმს ქემერონი

Комментарий: „ტიტანიკის“ აშენებაში დაიხარჯა დაახლოებით 7 მილიონი დოლარი, ფილმის შექმნაში - დაახლოებით 30-ჯერ მეტი. ინფლაციის გათვალისწინებით ეს არც ისე გასაკვირია. ცნობილია, რომ „ტიტანიკი“ იყო პირველი გემი, რომელმაც ეთერში გადასცა სიგნალი „SOS“. შესაბამისად, „O“ და „S“ ანბანის მე-15 და მე-19 ასოებს წარმოადგენენ.

Источник: http://www.hemmy.net/2006/04/30/50-interesting-facts/

Автор: ირაკლი თოდრია

Средняя оценка: 0.92

Комментарии (2)


32. Вопрос 4.67: 2008 წლის მარტს გაზეთ La Provence-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში 85 წლის ვინმე წლის ვინმე ხორსტ რიპერი საუბრობს იმ უდიდეს წუხილზე რომელსაც ის ნახევარ საუკუნეზე მეტია ატარებს და საბოლოოდ გადაწყვიტა ეღიარებინა. მისი თქმით, ასრულებდა რა თავის მოვალეობას, პატრულირებდა ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე და განახორციელა ის, რაც იმ მომენტში მისთვის უბრალოდ მისი მორიგი წარმატება იყო. მან მხოლოდ მოგვიანებით გაიგო რა, თუ რა ჩაიდინა, რამაც მისი შოკირება გამოწვია. თუ რიპერის აღიარებას დავუჯერებთ, შეგვიძლია ჩათვალოთ, რომ პასუხი გაეცა ერთ არცთუ პატარა მნიშვნელობის კითხვას, რომელიც ჩვენს პლანეტაზე უამრავ ადამიანს აგერ უკვე 65 წელია აწუხებს. მაშ რა კითხვას გაეცა პასუხი ხორსტ რიპერის აღიარების შედეგად?

Ответ: როგორ დაიღუპა ანტუან დე სენტ ეკზიუპერი?

Комментарий: ხორსტ რიპერი, გერმანელი პილოტი, 1944 წლის 31 ივლისს ახორციელებდა სადაზვერვო პატრულირებას და ჩამოაგდო თვითმფრინავი, რომელსაც სენტ ეკზიუპერი მართავდა, რომელიც, რიპერის თქმით, მისი უსაყვარლესი მწერალი იყო.

Источник: http://www.laprovence.com/articles/2008/03/15/338952-Region-Ils-ont-retrouve-le-pilote-qui-a-abattu-Saint-Exupery.php; http://blah.ru/cat7_Kultura/news485966_Moskva__Nemec_shokirovan_tem__chto_ubil_Senta-Ekzjuperi.html; http://en.wikipedia.org/wiki/Antoine_de_Saint-Exup%C3%A9ry

Автор: არჩილ მაჭავარიანი

Средняя оценка: 0.85

Комментарии (1)


33. Вопрос 6.105: [მეხუთე კითხვა] ერთ – ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს: “გვეგონა, რომ ამ ომში ჩვენსავით ხანდაზმულები მონაწილეობენ. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ჩვილები ომობენ. შემზარავია მათი ფიზიონომიები. ეს არის ნამდვილი... “ არ გთხოვთ ციტატის დამასრულებელი 3 სიტყვის აღდგენას; დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.

Ответ: კურტ ვონეგუტი

Комментарий: 3 გამოტოვებული სიტყვაა „ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა“ – Slaughterhouse-Five – ის მეორე სახელწოდება. კითხვა უნდა იყოს მეხუთე, ეს დამატებითი მინიშნებაა.

Источник: http://www.lib.ru/INOFANT/WONNEGUT/bojnya.txt

Автор: ლევან ჩხეიძე

Средняя оценка: 0.82

Комментарии (1)


34. Вопрос 6.120: 1995 წელი იაპონელებისთვის გარდამტეხად შეიძება ჩაითვალოს: პირველად ისტორიაში იაპონელებმა მოიხმარეს მეტი X, ვიდრე Y. დაასახელეთ X და Y, თუკი მათი ნარევი ჩვენში ძირითადად სამგლოვიარო სუფრებზე შეგვიძლია ვიხილოთ.

Ответ: ხორცი და ბრინჯი

Комментарий: 1995 წლამდე იაპონელები მეტ ბრინჯს ჭამდნენ ვიდრე ხორცს. ამ წელს ვითარება შეიცვალა. ბრინჯისა და ხორცის ნარევს წარმოადგენს შილა, რომელსაც ჩვენში ძირითადად ქელეხებში მიირთმევენ.

Источник: http://www.bespoleznoe.info/content/view/251/1/; ავტორის პირადი გამოცდილება.

Автор: ირაკლი თოდრია

Средняя оценка: 0.81

Комментарии (3)


35. Вопрос 2.39: როგორც ცნობილია, ოპერაციული სისტემა ლინუქის მოყვარულთა შორის, გავრცელებულია გამოთქმა Windows Must Die (ვინდოუსი უნდა მოკვდეს). შესაძლოა ამან განაპირობა ის მეტსახელი, რომლითაც ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ ერთ ცნობილ კომპანიას. დაასახელეთ ეს სახუმარო სახელი, თუ იგი მხოლოდ პირველი ორი ასოთი განსხვავდება ორიგინალისგან.

Ответ: Necrosoft

Комментарий: ვინაიდან ვინდოუსი უნდა მოკვდეს, მკვდართან ურთიერთობის მქონე ორგანიზაცია ნამდვილად იმსახურებს წინსართს “ნეკრო”.

Источник: http://absurdopedia.wikia.com/wiki/Necrosoft

Автор: ირაკლი ნაზღაიძე

Средняя оценка: 0.79

Комментарии (1)


36. Вопрос 6.111: დადგინდა, რომ მეგაპოლისების მაცხოვრებლები ამის მოლოდინში ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ ნახევარ წელიწადს ატარებენ. დაასახელეთ იგი, თუ ცნობილია, რომ იგი განლაგებულია გარკვეული განაწილების შუაში და ტერმინი, რომელიც დღეს-დღეობით ამ განაწილების აღსანიშნავად გამოიყენება, მეცნიერებაში 1671-1672 წლებში ნიუტონის მიერ იქნა შემოტანილი.

Ответ: მწვანე შუქი (შუქნიშანზე)

Комментарий: აი, ამდენ დროს ატარებენ მეგაპოლისის მაცხოვრებლები შუქნიშანზე მწვანე შუქის ანთების მოლოდინში. მწვანე შუქი სპექტრის შუაშია განლაგებული, ხოლო ტერმინი ”სპექტრი“ ნიუტონმა პრიზმის მიერ გარდატეხილი მზის შუქის აღსანიშნავად ზემოაღნიშნულ წლებში შემოიტანა.

Источник: http://www.bespoleznoe.info/content/view/984/1/; http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%BF%D0%B5%D0%BA%D1%82%D1%80

Автор: ირაკლი თოდრია

Средняя оценка: 0.78

Комментарии (1)


37. Вопрос 2.35: ამ ადამიანის სახელში, ბგერა “დ” ორჯერ ფიგურირებს. ამიტომ ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, ეს ჩვეულებრივი ხელმოწერაა და მეტი არაფერი. დაასახელეთ ეს, ორი სიტყვით.

Ответ: დავითის ვარსკვლავი

Комментарий: საუბარია ისრაელის ლეგენედარულ მეფეზე. სახელში დავითი (ძველ ებრაულად ჟღერს, როგორც “დავიდი”) ბგერა “დ” ორჯერ ფიგურირებს. ძველ ებრაულ დამწერლობაში, ისევე როგორც ბერძნულში, ასო “დ” (დალეტი) გამოისახებოდა სამკუთხედის ფორმით (ჰგავს ბერძნულ დელტას).

Источник: http://ru.wikipedia.org/wiki/Маген_Давид

Автор: ირაკლი ნაზღაიძე

Средняя оценка: 0.77

Комментарии (1)


38. Вопрос 6.102: [დასარიგებელი მასალა] სტატიაში ქვიშის კოშკების შესახებ შეკითხვის ავტორი ამ ილუსტრაციას და ერთი ადამიანის გვარს წააწყდა. სტატიაში, რომელიც ეძღვნება ამ პიროვნებას, დაახლოვებით 30 – ჯერ ნახსენებია ერთი ქალაქი. დაასახელეთ ეს ქალაქი!

Ответ: ბარსელონა

Комментарий: ეს ქვიშის სასახლე ჰგავს ანტონიო გაუდის „საგრადა ფამილიას“. გაუდი ბარსელონაში მოღვაწეობდა.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Sand_art_and_play; http://ru.wikipedia.org/wiki/Гауди-и-Корнет,_Антонио

Автор: ლევან ჩხეიძე

Средняя оценка: 0.75

Комментарии (2)


39. Вопрос 3.43: [დასარიგებელი მასალა: ELSA Moot Court Competition] თქვენს წინაშეა ევროპის ახალგაზრდა იურისტი სტუდენტების ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის ოფიციალური სახელწოდება. პროექტი გულისხმობს იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას. პროქტის არაოფიციალური სახელოდება ერთი სიმბოლოთი განსხვავდება 1905 წლის კონცეფციისგან. კითხვა: ვინ იყო კონცეფციის ავტორი?

Ответ: ალბერტ აინშტაინი

Комментарий: E=mc², სასამართლოს აბრევიატურაა EMC²

Источник: http://www.elsamootcourt.org/; http://ru.wikipedia.org/wiki/E%3Dmc2

Автор: ნიკა აგლაძე

Средняя оценка: 0.73

Комментарии (1)


40. Вопрос 1.3: თქვენს წინაშეა საკმაოდ ორიგინალური სარეკლამო პოსტერი, სადაც წაშლილია ერთ-ერთი ცხოველი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცხოველი!

Ответ: იაგუარი

Комментарий: სურათზე იაგუარია წაშლილი, რომელიც ავითარებს ყველაზე მაქსიმალურ სიჩქარეს ამ სიმბოლურ სპიდომეტრზე.

Источник: http://design-logomoto.blogspot.com/search/label/Jaguar

Автор: ზურაბ ფარჯიანი

Средняя оценка: 0.68

Комментарии (2)


41. Вопрос 6.118: [რიგდება მასალა: noch] [წამკითხველს: ხაზი გაესვას კაპიტალიზაციას] იმას რაც თქვენ დაგირიგდათ, კავშირი არ აქვს არც „ღამის გუშაგთან“ და არც „კაბირიას ღამეებთან“. უბრალოდ ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით, კაპიტალიზაციის გათვალისწინებით, შეიძლება დახასიათდეს ერთი ყველასათვის ცნობილი სუბსტანციის შემადგენლობა. დაასახელეთ ეს სუბსტანცია, თუ მასთან ყველა თქვენთაგანს დღეს აუცილებლად ჰქონდა შეხება.

Ответ: ჰაერი

Комментарий: თუკი ამ სიმბოლოებს დიდი ასოებით დავწერთ (NOCH), დავინახავთ, რომ ისინი ქიმიური ელემენტების სიმბოლოებს წაროადგენენ. ჰაერის შემადგენლობაში ყველაზე დიდი რაოდენობით შედის აზოტი (N), შემდეგ ჟანგბადი (O), ნახშირბადი (C) და წყალბადი (H).

Источник: http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%BE%D0%B7%D0%B4%D1%83%D1%85

Автор: ირაკლი თოდრია

Средняя оценка: 0.67

Комментарии (1)


42. Вопрос 2.31: გასული საუკუნის 70–იან წლებში, აშშ–ში გადაღებული პორნოფილმების თითქმის 90% კალიფორნიის ქალაქ სან–ფერნანდოში და მისი შემოგარენ ქალაქებში იწარმოებოდა. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ მეტსახელი, რომელსაც ეს რეგიონი დღემდე ატარებს და რომელიც კითხვის ავტორისათვის სულ სხვა ინდუსტრიასთან ასოცირდება.

Ответ: სილიკონის ხეობა

Комментарий: როგორც ცნობილია პორნო ვარსკვლავების უმრავლესობა მეტი ეფექტის მისაღწევად იყენებს სილიკონს, ამიტომ ქვეყნის პორნო ინდუსტრიის კერამ მიიღო მეტსახელი “სილიკონის ხეობა”.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/San_Fernando_Valley

Автор: ირაკლი ნაზღაიძე

Средняя оценка: 0.67

Комментарии (1)


43. Вопрос 6.109: ვინძორის სასახლეში ინახება ესკიზი, რომელიც ლეონარდო და ვინჩიმ დახატა ჯინევრა დე ბენჩის პორტრეტისათვის. ამ ნახატზე ჯინევრას სხეულის გარკვეული ნაწილებია გამოსახული. მკვლევართა აზრით, სწორედ ეს ნახატი იქცა 1948 წელს შთაგონების წყაროდ სხვა მხატვრისათვის. დაასახელეთ ეს მხატვარი.

Ответ: მორის ეშერი

Комментарий: ლეონარდოს ესკიზზე ჯინევრას ხელებია გამოსახული. ეშერის ცნობილ ნახატზე (ლითოგრაფიაზე) აგრეთვე მხოლოდ ხელებია.

Источник: http://ru.wikipedia.org/wiki/Портрет_Джиневры_де_Бенчи; http://ru.wikipedia.org/wiki/Эшер,_Мауриц_Корнелис

Автор: ლევან ჩხეიძე

Средняя оценка: 0.67

Комментарии (15)


44. Вопрос 5.85: (რიგდება სურათი) თქვენს წინაშეა ტორსედორის ხელები. დაასახელეთ, რით არის დაკავებული ამ პროფესიის ადამიანი, თუ ერთი გადმოცემის თანახმად, ერთ–ერთი მავნე პროდუქციის საკმაოდ ცნობილ ბრენდს სახელი იმის გამო მიეცა, რომ ტორსედორების ერთ ჯგუფს ძალიან მოსწონდათ ალექსანდრე დიუმა მამა, რომლის ერთ ყველასათვის ცნობილ ნაწარმოებს მათ საგანგებოდ უკითხავდნენ, რათა საქმიანობის დროს არ მოეწყინათ.

Ответ: სიგარების შეხვევით

Зачёт: სიგარის დამზადება

Комментарий: სიგარის ერთი ცნობილი ბრენდი – „მონტე კრისტო“, სწორედ იქედან წარმოიშვა, რომ ტორსედორებს ალ. დიუმა მამის ამ ნაწარმოებს უკითხავდნენ. ჩათვლა სიტყვით „სიგარა“. თამბაქოს შეხვევა არ მიიღება. ისევე როგორც არ მიიღება სიგარეტის დამზადება.

Источник: http://novaclutch.typepad.com/novaclutch/2007/10/la-casa-grande-.html; http://en.wikipedia.org/wiki/Montecristo_%28cigar_brand%29

Автор: სერგი კაპანაძე

Средняя оценка: 0.65

Комментарии (1)


45. Вопрос 5.81: თქვენს წინაშეა ამერიკაში დაპატენტებული ერთ–ერთი გამოგონების ფოტო. ამ გამოგონებას ორმაგი დანიშნულება აქვს, აქედან ერთი - ჰიგიენურია. 2009 წლის ოქტომბერში უგო ჩავესმა მოუწოდა თანამემამულეებს, რომ თავი შეეკავებინათ ერთი ქმედებისაგან ეროვნული რესურსების, მათ შორის ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, რითაც პრაქტიკულად აუკრძალა მათ ამ ნივთის გამოყენებაც. თქვენ კი დამისახელეთ რა ქმედება აუკრძალა ჩავესმა ვენესუელელებს. მიიღება მხოლოდ ზუსტი პასუხი.

Ответ: შხაპის ქვეშ სიმღერა.

Комментарий: ეს არის ე.წ. „მაჩალკა–მიკროფონი“. ორმაგი დანიშნულება – მაჩალკად გამოყენება და სიმღერა. ჩავესს მიაჩნია, რომ შხაპის ქვეშ სიმღერით საშუალოსტატისტიკური ვენესუელელი იმდენად ერთობა, რომ ფლანგავს წყალს და ელექტროენერგიას.

Источник: http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/southamerica/venezuela/6407761/Hugo-Chavez-tells-Venezuelans-not-to-sing-in-the-shower.html; http://misstified.sirtified.com/images/product/FREED_MIC2.gif

Автор: სერგი კაპანაძე

Средняя оценка: 0.65

Комментарии (2)


46. Вопрос 3.47: 1989 წელს სტენლი პონსმა და მარტინ ფლეიშმანმა განახორციელეს ე.წ. „იუტას ექსპერიმენტი“ და განაცხადეს, რომ ჩვეულებრივ, ლაბორატორიულ პირობებში მიიღეს ბირთვული სინთეზის მართვადი რეაქცია. ამ საკამათო ექსპერიმენტს მასალა მიუძღვნა ჟურნალმა «Эхо планеты». სტატიის ირონიულ სათაურად ჟურნალმა გამოიყენა მე-18 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსის ცნობილი გამონათქვამი, ოღონდ ამ გამონათქვამს დაუმატა ერთი სიტყვა. კითხვა: რა სიტყვა?

Ответ: მძიმე

Комментарий: მონტესკიეს ცნობილი გამონათქვამი მღელვარებაზე სან-მარინოში: Une tempête dans un verre d'eau – ქარიშხალი წყლის ჭიქაში. სტატიის სათაური იყო: „ქარიშხალი მძიმე წყლის ჭიქაში“.

Источник: Эхо планеты, #28 (67), 8-14 июля 1989, стр. 44; http://bibliotekar.ru/encSlov/2/115.htm; http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D1%8F%D0%B6%D0%B5%D0%BB%D0%B0%D1%8F_%D0%B2%D0%BE%D0%B4%D0%B0; http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%91%D1%83%D1%80%D1%8F_%D0%B2_%D1%81%D1%82%D0%B0%D0%BA%D0%B0%D0%BD%D0%B5_(%D0%B2%D1%8B%D1%80%D0%B0%D0%B6%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5)

Автор: ნიკა აგლაძე

Средняя оценка: 0.61

Комментарии (3)


47. Вопрос 2.38: გოგოლის ნეშთის გადასვენების დროს, ცხედარი გადაბრუნებულ მდგომარეობაში, ხოლო კუბოს სახურავის შიდა მხარეს კი ნაკაწრები აღმოაჩინეს. ეს საინტერესო ფაქტი მოყვანილია ვიკიპედიის სტატიაში, რომელშიც აგრეთვე ილუსტრაციის სახით წარმოდგენილია ჯონ კოლიერის ნახატი “მძინარე მზეთუნახავი”. თქვენ კი უნდა დაასახელოთ მდინარე, რომლის სახელწოდებაც ფაქტიურად ფიგურირებს სტატიის სათაურში.

Ответ: ლეთე

Комментарий: ლეთარგიული ძილი – მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან “ლეთე” (Λήθη – დავიწყება).

Источник: http://ru.wikipedia.org/wiki/Летаргический_сон

Автор: ირაკლი ნაზღაიძე

Средняя оценка: 0.6

Комментарии (1)


48. Вопрос 4.71: ამერიკული დეტექტიური ტელესერიალის "მენტალისტი" ერთ-ერთ სერიაში მთავარი გმირი პატრიკ ჯეინი უცბად ხვდება თუ ვინ არის მკვლელი და ყვირის - "ევრიკა!". მისი კოლეგისთვის ეს სიტყვა უცხო აღმოჩნდება და ის ჯეინს თარგმანს სთხოვს. დაასახელეთ აბსოლუტურად ზუსტად, თუ რა მოკლე სიტყვით უთარგმნა ჯეინმა ძველბერძნულიდან ინგლისურად სიტყვა "ევრიკა" და ნუ ეცდებით დაასწროთ ეთმანეთს - თქვენ ყველას ერთი წუთი გაქვთ.

Ответ: ბინგო

Комментарий: სიტყვა ბინგო ინგლისურენოვან სამყაროში ხშირად გამოიყენება როგორც რაიმე აღმოჩენის ან მიღებული შედეგის გამოსაცხადებლად, ისევე, როგორც ევრიკა. ამასთან, ბინგო არის ლოტოსმაგვარი თამაში, რომელშიც მოთამაშეებმა ერთმანეთს უნდა დაასწრონ ბარათების შევსება გამოცხადებული შემთხვევითი რიცხვების შესაბამისად. პიროვნება, რომელიც პირველი შესძლებს საკუთარი ბარათის შევსებას ხმამაღლა ყვირის "ბინგო".

Источник: The Mentalist, season 1, episode 11; http://www.merriam-webster.com/dictionary/bingo

Автор: გიორგი ბაქრაძე

Средняя оценка: 0.59

Комментарии (1)


49. Вопрос 3.60: 1963 წლის ოქტომბერში იქს-მა ოფიციალურად განაცხადა: „თუ იგრეკი არ აღმიდგენს ფინანსურ დახმარებას, მაშინ ჯოჯოხეთიდან გამოვიძახებ თავად სატანას, რომელიც აღადგენს სამართალს“. ამის შემდეგ იქს-მა საჯაროდ ნემსებით დაჩხვლიტა იგრეკი-ს ცვილის ფიგურა. კითხვა: დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც!

Ответ: ფრანსუა დიუვალიე და ჯონ კენედი

Комментарий: დიუვალიე საკუთარ თავს „ვუდუს“ ბარონ შაბათად აცხადებდა, სიკვდილი „მიუსაჯა“ კენედის, რომელიც მართლად, 1963 წლის 22 ნოემბერს მოკლეს. ამის შემდეგ ჰაიტის მოსახლეობამ მართლა იწრმუნა თავიანთი პრეზიდენტის ჯადოქრობა და ის სამუდამო პრეზიდენტად აირჩიეს.

Источник: http://limonka.nbp-info.ru/315_article_1174553155.html

Автор: გიორგი მოსიძე

Средняя оценка: 0.58

Комментарии (1)


50. Вопрос 6.115: ცრემლის მოდენა ბევრ რამეს შეუძლია. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენთაგანს ერთხელ მაინც უტირია ხახვის, ან თუნდაც მდოგვისაგან. ახლა კი დამისახელეთ მეტროს სადგური და „ფრინველი“, რომელთა გამოც, ყველასთვის ცნობილი წყაროს მიხედვით, ერთ კაცს მაინც მოსდგომია თვალზე ცრემლი.

Ответ: „ბაგრატიონოვსკაია“ და მიმინო

Комментарий: მიმინოს მოსისხლე მტერს, ნუგზარს მეტროს სხადგურზე გავლისას სიამაყის ცრემლები ახრჩობდა, ხოლო მიმინოს შეხედვისას - სირცხვილის.

Источник: კინოფილმი „მიმინო“

Автор: ირაკლი თოდრია

Средняя оценка: 0.57

Комментарии (1)


51. Вопрос 3.58: პერუს რეგიონ ანკაშის ქალაქ კარასის ადგილობრივმა საბჭომ (ჩვენებურად საკრებულომ) სასამართლოში უჩივლა ერთ ამერიკულ კორპორაციას. პერუელები მოითხოვენ ფინანსურ კომპენსაციას, მათი ქალაქის მახლობლად განლაგებული გეოგრაფიული ობიექტის არტესონრახუ-ს გამოსახულების გამოყენებისათვის. კითხვა: რაომელ ამერიკულ კომპანიას უჩივლეს პერუელებმა?

Ответ: Paramount Pictures

Комментарий: ამტკიცებენ, რომ სწორედ მწვერვალ არტესონრახუს გამოსახულება აქვს აღებული ლოგოტოპად კინოკომპანია Paramount Pictures.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Artesonraju

Автор: გიორგი მოსიძე

Средняя оценка: 0.57

Комментарии (1)


52. Вопрос 6.108: ციცერონმა თავის ბაღში ორი სპეციალური ადგილი მოაწყო, რომლებსაც იქსი და იგრეკი ეწოდებოდა. ათენში განსწავლულ ორატორს ეს სახელები შემთხვევით არ შეურჩევია: აქ ციცერონი მეგობრებს უმასპინძლდებოდა და მათთან ხანგრძლივ ფილოსოფიურ დისკუსიებს მართავდა. დაასახელეთ იქსი და იგრეკი.

Ответ: აკადემია და ლიცეუმი

Комментарий: ათენის აკადემია პლატონის დაარსებულია. ლიკეუმი (ლიცეუმი) არისტოტელემ დაარსა. ეს ფილოსოფიური სკოლებია, რომლებშიც ციცერონი სწავლობდა ახალგაზრდობაში.

Источник: “Повседневная жизнь Древнего Рима через призму наслаждений”; http://ka.wikipedia.org/wiki/აკადემია; http://ka.wikipedia.org/wiki/არისტოტელე

Автор: ლევან ჩხეიძე

Средняя оценка: 0.56

Комментарии (2)


53. Вопрос 5.88: ჰარვარდის სამედიცინო კოლეჯის ამერიკელმა პროფესორმა ჯორჯ ვეილანტმა ჩაატარა საინტერესო კვლევა, რომელშიც დაასკვნა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც იკავებენ ნეგატიურ ემოციებს, სამჯერ ნაკლები შანსი აქვთ მიაღწიონ წარმატებას პროფესიულ და პირად ცხოვრებაში, ვიდრე მათ, ვინც ემოციურად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს. სტატია ამ გამოკვლევის შესახებ ინტერნეტ ჟურნალში „ვოკრუგ სვეტა“ დასათაურებული იყო ისევე, როგორც 1929 წელს გამოსული ცნობილი რომანი. დაასახელეთ როგორც ეს რომანი, ისე მისი ავტორი.

Ответ: უილიამ ფოლკნერი; "ხმაური და მძვინვარება"

Источник: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9B_%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98; http://www.vokrugsveta.ru/news/6033/

Автор: სერგი კაპანაძე

Средняя оценка: 0.56

Комментарии (2)


54. Вопрос 3.54: თავის ერთ–ერთ წიგნში ბრიტანელი ისტორიკოსი [და კავკასიოლოგი] დევიდ ლენგი მიმართავს ორი ლეგენდარული მეფის შედარებით დახასიათებას. ორივე მოღვაწეობდა ერთ და იმავე ეპოქაში, ორივე ისტორიაში შევიდა როგორც კეთილი და სამართლიანი მმართველი და, ამავე დროს, ორივეს სახელი შიშის ზარს სცემდა მტერს. ამავე ტექსტში ავტორი ახსენებს პიროვნებას, რომელიც ერთ–ერთმა მეფემ, ლენგის აზრით, სამართლიანად დასაჯა სიკვდილით. კითხვა: დაასახელეთ სიკდილით დასჯილის სახელი!

Ответ: ვარსქენ პიტიახში

Комментарий: ქართველოლოგი ლენგი, თავის წიგნში „ქართველები“ ადარებს მეფე არტურს და ვახტანგ გორგასალს. როგორც ცნობილია 484 წელს ვახტანგ გორგასლის ბრძანებით ღალატისათვის სიკვდილით დასაჯეს ქართლის პიტიახში ვარსქენი.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Lang,_David_Marshall

Автор: გიორგი მოსიძე

Средняя оценка: 0.55

Комментарии (4)


55. Вопрос 5.93: კითხვის ავტორის ბავშვობის წლებისგან განსხვავებით, დღევანდელ საქართველოში Z გაუქმებულია, ხოლო B, C და P თავიდან გაერთიანებულია და მხოლოდ ბოლოსკენ ხდება მათი გაყოფა. BW-ს და CW-ს გამაფრთხილებელი ნიშნები დარიგებულ მასალაშია მოცემული. ხოლო “ZW” წარმოადგენს სტატიის სათაურს ბაზით ნადირობის შესახებ. დაასახელეთ ეს სათაური ორი ქართული სიტყვით.

Ответ: ზოოლოგიური იარაღი

Комментарий: ზოოლოგია (Z) როგორც ცალკე საგანი საქართველოს სკოლებში აღარ ისწავლება. ბიოლოგიას (B), ქიმიას (C) და ფიზიკას (P) პირველი ექვსი წელი ასწავლიან ერთ საგნად (ბუნებისმეტყველება), 7-10 კლასებში ტრიმესტრულად და 11-12 კლასებში ცალკე საგნებად. ბიოლოგიური იარაღი (Biological warfare, BW) და ქიმიური იარაღი (Chemical warfare, CW) წარმოადგენენ მასობრივი განადგურების იარაღის (Weapon of mass destruction, WMD) სახეობებს.

Источник: http://www.ganatlebisreforma.com/2009/02/blog-post_15.html; http://en.wikipedia.org/wiki/Biological_warfare; http://en.wikipedia.org/wiki/Chemical_warfare; Forbes (რუსული რედაქცია), №10 (55), ოქტომბერი 2008, გვ. 290

Автор: დავით რაფავა

Средняя оценка: 0.55

Комментарии (1)


56. Вопрос 6.106: [დასარიგებელი მასალა: წარწერა Neckclothitania] თქვენს წინაშეა 1818 წელს ლონდონში გამოცემული ბროშურის სახელწოდება. ამ ბროშურაში სქემატურად გამოსახული იყო ამის კეთების ძირითადი ხერხები. ამის კეთების ერთ – ერთი ხერხის ორსიტყვიან სახელწოდებაში ფიგურირებს მონარქის სახელი. დაასახელეთ ეს მონარქი!

Ответ: გორდია

Комментарий: ამის კეთება == ჰალსტუხის შეკვრა - ბროშურის სახელწოდება არის მითითება. კვანძები. გორდიას კვანძი. გორდია ფრიგიის მეფე იყო.

Источник: Вайнштейн, “Денди”; http://www.krawattenknoten.info/krawatten/necktie/neckclothitania.html; http://en.wikipedia.org/wiki/File:Neckclothitania-1818.gif; http://en.wikipedia.org/wiki/Gordian_Knot

Автор: ლევან ჩხეიძე

Средняя оценка: 0.54

Комментарии (1)


57. Вопрос 6.119: 2001 წლის მიწურულს უელსში განათლების დეპარტამენტის ბრძანებით სამსახურიდან დათხოვნილი იქნა უმცროსი კლასების მასწავლებელი. მას ბრალად ბავშვების ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ფსიქიკისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება ედებოდა. სახლში მისული ბავშვები მწარედ ტიროდნენ. თუმცა მასწავლებელს არც ვინმესთვის შეურაცხყოფა მიუყენებია და არც ტყუილი უთქვავს, მშობლებისაგან მასზე მრავალი საჩივარი შემოვიდა. მაშ რა „მწარე“ სიმართლე აუწყა მასწავლებელმა ბავშვებს?

Ответ: სანტა კლაუსი ზღაპრული პერსონაჟია

Зачёт: სანტა კლაუსი არ არსებობს, გამოგონილია და ა.შ. შინაარსის მიხედვით

Источник: http://www.bespoleznoe.info/content/view/969/1/

Автор: ირაკლი თოდრია

Средняя оценка: 0.52

Комментарии (1)


58. Вопрос 5.90: (რიგდება სურათი) 2009 წლის 1 აპრილს ინტერნეტ კომპანია გუგლმა თავის საწყის გვერდზე გამოიტანა ლოგო, რომლის ფრაგმენტსაც ახლა თქვენ ხედავთ. დაასახელეთ, ვისი დაბადების დღის აღსანიშნავი იყო ეს ლოგო.

Ответ: ნიკოლაი გოგოლი

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Nikolai_Gogol; http://www.google.com/logos/logos09-2.html

Автор: სერგი კაპანაძე

Средняя оценка: 0.5

Комментарии (1)


59. Вопрос 4.70: 2004 წლის 11 მარტს მადრიდში მოხდა ტერორისტული აქტი, რომელმაც ერთი მონაცემებით 191 ადამიანი იმსხვერპლა. თავდაპირველად ტერაქტის განმხორციელებლად მიჩნეული იქნა ეტა, თუმცა მოგვიანებით ეს ტერაქტი ისლამისტურ დაჯგუფებებთან იქნა დაკავშირებული. კერძოდ, გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს დღე შემთხვევით არ იყო შერჩეული და მას ამ ტერაქტების ორგანიზატორი ისლამისტური დაჯგუფებებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნდა. ეს ტერაქტები დაკავშირებულ იქნა ადრე მომხდარ სხვა, თითოეული ჩვენთაგანისთვის ცნობილ მოვლენასთან, და მოსაზრების არგუმენტირებისთვის გაკეთებული იქნა ერთი საკმაოდ მარტივი კალკულაცია. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ, თუ რა ფაქტი იქნა დაფიქსირებული ამ კალკულაციის შედეგად, რაც ამ მოსაზრების მხარდაჭერთა აზრით მადრიდის ტერორისტულ აქტებში ალ-ქაედას ბრალზე პირდაპირ მიუთითებდა.

Ответ: 2001წ 11 სექტემბრის მოვლენებიდან მადრიდის მოვლენებამდე ზუსტად 911 დღე იყო გასული

Комментарий: ეს ტერორისტული აქტი დაკავშირებული იქნა 2001 წლის, 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტთან, რომელსაც ინგლისურად მოკლედ NINE-ONE-ONE, ანუ ცხრა ერთი ერთს უწოდებენ, ხოლო კალკულაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ტერაქტიდან მადრიდის ტერაქტამდე 911 დღე იყო გასული.

Источник: http://www.snopes.com/rumors/madrid.asp; http://en.wikipedia.org/wiki/2004_Madrid_train_bombings

Автор: არჩილ მაჭავარიანი

Средняя оценка: 0.49

Комментарии (1)


60. Вопрос 4.76: ინგლისელი ფნატასტი ტერი პრეთჩეტი ცნობილია ძირითადად თავისი საგით ე.წ. ბრტყელი სამყაროს - Discworld - შესახებ. ამ საგის მოქმედების დიდი ნაწილი მიმდინარეობს ქალაქ ანხ-მორპორკში, რომელიც ნიუ-იორკისა ან ლონდონის მაგვარ მეგაპოლისს წარმოადგენს. ქალაქში ადამიანებთან ერთად სხვადასხვა ზღაპრული რასის წარმომადგენლები ცხოვრობენ - გნომები, ვამპირები, გობლინები და ა.შ. ანხ-მორპორკის ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა, მიუხედავად თავისი ზღაპრულობისა, დასახელებით პრაქტიკულად ემთხვევა რეალურად არსებულ საქალაქო ტრასპორტს. მე არ გეკითხებით ტრანსპორტის თუ სახეობაზეა ლაპარაკი, დაასახელეთ თუ რომელი ზღაპრული რასის წარმომადგენლები არიან ამ ტრანსპორტის "მძღოლები".

Ответ: ტროლები

Комментарий: ტრანსპორტი არის "ტროლეიბუსი" - trolley bus, რომელიც, განსხვავებით ჩვეულებრივისაგან, წარმოადგენს ტროლებზე შებმულ "პალანკინებს".

Источник: Terry Pratchett, Unseen Academicals, 2009.

Автор: გიორგი ბაქრაძე

Средняя оценка: 0.49

Комментарии (1)


61. Вопрос 3.42: 1928 წელს სელიახატინ-ბეიმ მიიღო გაზეთის მორიგი ნომერი, საგულდაგულოდ გადაათვალიერა და თქვა: „ერთ დღეში, მთელი ჩემი ნაშრომი ქაოსმა მოიცვა“. კითხვა: რას წარმოადგენდა სელიახატინ-ბეის „ნაშრომი“?

Ответ: ენციკლოპედია

Комментарий: 1928 წელს, ათათურქის „ენის რეფორმის“ ფარგლებში, შეიცვალა ანბანი თურქეთში, შესაბამისად აირია სტატიების მიმდევრობა და ზოგადად წყობა.

Источник: Орхан Памук, Дом Тишины, СПб.: «Амфора», 2007, стр.149; http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D1%83%D1%80%D0%B5%D1%86%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D0%B0%D0%BB%D1%84%D0%B0%D0%B2%D0%B8%D1%82

Автор: ნიკა აგლაძე

Средняя оценка: 0.48

Комментарии (1)


62. Вопрос 5.91: [კითხვაში ცვლილებებია] შარშან, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ერთმა მსხვილმა ქართულმა კომპანიამ ახალი პროდუქტის მოწოდების დაწყება აღნიშნა აქციით “მომავალი 82-ის გარეშე”, რაც პირველი შეხედვით შეიძლება პაციფისტურ ლოზუნგად მოგეჩვენოთ. მსგავსობის გამო შუა საუკუნეებში 50-ს უწოდებდნენ “თეთრ 82-ს”. 29+50 ცნობილ ტრიადაში მესამეა. ხოლო ამ ტრიადის ყველაზე სასურველი, პირველი წევრი არაა უცხო ცნობილი ქართველისთვის, გვარად 50ძე. დაასახელეთ ეს ქართველი.

Ответ: კახა კალაძე

Комментарий: საუბარია ქიმიური ელემენტების ატუმურ ნომრებზე. კომპანია “ვისოლმა” ტყვიაშეუცველი საწვავის მოწოდების დაწყება აღნიშნა აქციით “მომავალი ტყვიის გარეშე”. შუა საუკუნეებში კალას უწოდებდნენ “plumbum candidum”, ანუ “თეთრი ტყვია”. სპილენძისა და კალას შენადნობი არის ბრინჯაო. ხოლო ჩემპიონთა ლიგის ოქროს ორგზის მფლობელი არის კახა კალაძე.

Источник: “ვისლის” 2009 წლის მაგიდის კალენდარი; http://en.wikipedia.org/wiki/Periodic_table; http://en.wikipedia.org/wiki/Tin; http://en.wikipedia.org/wiki/Bronze; http://en.wikipedia.org/wiki/Kakha_Kaladze

Автор: დავით რაფავა

Средняя оценка: 0.46

Комментарии (2)


63. Вопрос 4.64: „ბონდიანას“ ერთ-ერთ ფილმში ჯეიმს ბონდს გვერდს ორი მშვენიერი ქალბატონი, ელექტრა კინგი და ქრისმას ჯონსი უმშვებენ. ერთ ეპიზოდში ქრისმასი და ბონდი არკვევენ, რომ ელექტრა ტერორისტია, მას შემდეგ რაც ის 6 კილოგრამ პლუტონიუმს მოიპარავს. ამ ეპიზოდში ქრისმასი ბონდს ეკითხება თუ რა ურთიერთობა აქვს ელექტრასთან, ეჭვობს რა, რომ მათ შორის უბრალო ნაცნობობაზე მეტია, რაზეც ბონდი ენამახვილურად პასუხობს, ცვლის რა ერთ სიტყვაში ერთ ასოს. ბონდის პასუხის მიხედვით, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას ელექტრასთან?

Ответ: პლუტონური

Комментарий: ბონდმა ენამახვილურად შეცვალა სიტყვა ”პლატონურში” ერთი ასო და ურთიერთობები დაახასიათა, როგოც პლუტონური.

Источник: http://www.imdb.com/title/tt0143145/quotes

Автор: არჩილ მაჭავარიანი

Средняя оценка: 0.44

Комментарии (2)


64. Вопрос 6.104: ერთ საიტზე განიხილება, უყვარდა თუ არა მას ფრინველები. ერთის მხრივ, ცნობილია მისი ირონიული გამონათქვამები, რომლებშიც ის ფრინველებს სულელ, ბინძურ და მოჩხუბარ არსებებად მოიხსენიებს. თუმცა აქვე კონტრარგუმენტად მოყვანილია ამ ადამიანის შვილის სახელი. დაასახელეთ ეს სახელი.

Ответ: პალომა

Комментарий: საუბარია პიკასოზე. „მშვიდობის მტრედი“ მისი ნახატია. პალომა – მტრედია ესპანურად.

Источник: http://h.ua/art.php?id=11570; http://ru.wikipedia.org/wiki/Пабло_Пикассо; http://www.abbyyonline.ru/Translate.aspx?lingvoaction=translate&VTI-ROUP=0&Ln=5&words=paloma

Автор: ლევან ჩხეიძე

Средняя оценка: 0.43

Комментарии (1)


65. Вопрос 3.59: რამდენიმე წლის წინ თბილისის საჯარო სკოლებში ჩატარდა მოსწავლეთა გამოკითხვა, რომელმაც სამწუხარო შედეგი გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა თვით სასკოლო პროგრამის ფარგლებშიც კი საშუალოზე ბევრად დაბალ დონეზეა. ასე, მაგალითად შეკითხვაზე „რა არის იქსი?“, გამოკითხულთა დაახლოებით 60%-მა უპასუხა - „სიყვარულის დღესასწაული“. კითხვა: მითხარით იქსი ერთი სიტყვით!

Ответ: ვალენტობა

Комментарий: ქიმიური ელემენტის უნარს მიიერთოს წყალბადის ატომთა გარკვეული რაოდენობა ვალენტობა ეწოდება.

Источник: გია მურღულიას გადმოცემით

Автор: გიორგი მოსიძე

Средняя оценка: 0.43

Комментарии (1)


66. Вопрос 4.75: ფრანგი ჟურნალისტი, მწერალი და მხატვარი ალფონს ალე ცნობილი იყო თავისი ექსცენტრულობით, რასაც თვითონვე აღიარებდა და არც ცდილობდა თავი გაესაღებინა ფილოსოფოსად ან ნოვატორად. მისი სურათების სახელები, ისევე როგორც თავად სურათები, მეტად უცნაური იყო. სათაურებს თუ დავუჯერებთ, მისი ერთ-ერთი ცნობილი სურათი მოგვითხრობს წითელი ზღვის სანაპიროზე სასულიერო პირების მიერ გარკვეული ბოსტნეულის მოსავლის აღების შესახებ, ხოლო მეორე კი ბრძოლაზე, რომელიც გამოქვაბულში გაიმართა გარკვეული რასის წარმომადგენელთა შორის. დაასახელეთ ბევრად უფრო ცნობილი მხატვარი, რომლის ცნობილი ნაწარმოებები ალფონს ალემ არ ორი სურათით იწინასწარმეტყველა.

Ответ: კაზიმირ მალევიჩი

Комментарий: პირველ სურათს ეწოდება "ტომატების მოსავლის აღება წითელი ზღვის სანაპიროზე აპოპლექსური კარდინალების მიერ" და ის წარმოადგენდა წითელ მონოქრომატულ მართკუთხედს, ხოლო მეორე სურათს კი ეწოდებოდა "ზანგების ბრძოლა გამოქვაბულში ღამით" და ის შავ მართკუთხედს წარმოადგენდა. მალევიჩმა, მოგეხსენებათ, დახატა წითელი და შავი კვადრატები.

Источник: http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D0%BB%D0%BB%D0%B5,_%D0%90%D0%BB%D1%8C%D1%84%D0%BE%D0%BD%D1%81

Автор: გიორგი ბაქრაძე

Средняя оценка: 0.41

Комментарии (7)


67. Вопрос 3.45: ო’ჰენრის მოთხრობის „ვინ უფრო მაღალია?“ პერსონაჟმა, ჯეფ პიტერსმა სცადა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, გაეკეთებინა ეს, რაც მისთვის სავალალოდ დასრულდა. ერთი ბერძენი კი ამტკიცებდა, რომ ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. კითხვა: დამისახელეთ ეს ბერძენი!

Ответ: ჰერაკლიტე ეფესოელი („ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ“)

Комментарий: სცადა ორჯერ „ემუშავა“ ერთსა და იმავე ქალაქში, პიტერსი კი თაღლითია, ამიტომ ის დაიჭირეს და წაართვეს ყოველივე რაც გააჩნდა. ასეა, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ.

Источник: О'Генри, Короли и капуста, Новеллы - Л.: Лениздат, 1986, стр. 415-416

Автор: ნიკა აგლაძე

Средняя оценка: 0.4

Комментарии (1)


68. Вопрос 6.103: უესექსის მეფე ეთელვულფ პირველი საკუთარი არისტოკრატული წარმოშობით და თავისი გვარის პატრიარქალური სიძველით ძალიან ამაყობდა. წინაპრებს შორის ეს მონარქი ვინმე ბედვიგს ასახელებდა, რომელიც ერთი ცნობილი ვოიაჟის დროს დაიბადა. არ გეკითხებით, რა ერქვა ამ ბედვიგის მამას; დაასახელეთ მისი დაბადების ადგილი.

Ответ: ნოეს კიდობანი

Источник: “Повседневная жизнь в Англии во времена англосаксов, викингов и норманнов”; http://ru.wikipedia.org/wiki/Этельвульф_(король_Уэссекса); http://ru.wikipedia.org/wiki/Ноев_ковчег; http://ru.wikipedia.org/wiki/Ной

Автор: ლევან ჩხეიძე

Средняя оценка: 0.39

Комментарии (2)


69. Вопрос 6.117: ქართულ ვიკიპედიაში უცხოური ენიდან შემოსული ეს სიტყვა შემდეგნაირად არის განმარტებული: „ქვითკირის მაღალი, მრგვალი ნაგებობა, რომელიც სიმტკიცისათვის ციხესიმაგრის გალავანში ადგილ-ადგილ არის დატანებული. აგრეთვე ხიდისა და წყალსაშვები ჰიდროტექნიკური ნაგებობის (კაშხალის, წყალსაგდების, წყალსაღებისა და სხვა) საყრდენი”. თუ თქვენ მიხვდით რა სიტყვაზეა საუბარი, დაასახელეთ ქალაქი, რომელშიც სულ მალე დასახელებაში ამ სიტყვის მქონე ობიექტის გახსნა უნდა შედგეს.

Ответ: დუბაი

Комментарий: სიტყვა არის - ბურჯი. იანვრის დასაწყისში დუბაიში მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის - „ბურჯ (ბურჟ) დუბაის“ - გახსნა უნდა შედგეს.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Burj_Dubai; http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98_(%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90)

Автор: ირაკლი თოდრია

Средняя оценка: 0.39

Комментарии


70. Вопрос 4.74: 1990 წელს, შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტების ჯგუფმა შეადგინა დოკუმენტი, რომელიც გამოხატავდა მოთხოვნებს ინჟინრებისა და ტექნიკოსების მოვალეობების მიმართ. აი რამდენიმე ციტატა: „მე ვაღიარებ პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებებზე და არ ვთავისუფლდები მისგან; ჩემი პროექტების არჩევისა და განხორციელებისას მე ყურადღებით გავითვალისწინებ მათ კონტექსტსა და შედეგებს... მე განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ სამხედრო პროექტებს; მე არ დავუშვებ, რომ რაიმე არაპროფესიულ ინტერესებმა მაჯობონ“. იპოვეთ ანალოგია და აბსოლუტურად ზუსტად დამისახელეთ ამ დოკუმენტის სახელწოდება.

Ответ: არქიმედეს ფიცი

Комментарий: სტუდენტებმა შექმნეს აღნიშნული დოკუმენტი ჰიპოკრატის ფიცის საფუძველზე. არქიმედე სავსებით შეიძლება ჩაითვალოს ჰიპოკრატეს ანალოგად მეცნიერებისა და ტექნიკისთვის. არსებობს ამ ფიცის რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი.

Источник: http://fr.wikipedia.org/wiki/Serment_d%27Archim%C3%A8de; http://portal.unesco.org/shs/en/files/6500/10951486621Ethical_oath_sci.pdf/Ethical_oath_sci.pdf

Автор: გიორგი ბაქრაძე

Средняя оценка: 0.36

Комментарии (1)


71. Вопрос 5.83: (წამყვანმაკითხვის დაწყებამდე უნდა თქვას: „ყურადღება. გთხოვთ, ზუსტად ჩაიწეროთ, რადგან ყოველ სიტყვას და ასოს დიდი მნიშვნელობა აქვს“) შეიძლება ითქვას, რომ ძველ რომში, ფრაზა – „კაცი, რომელიც ახლა აქ იმყოფება“ (Est vir qui adest) – წარმოადგენდა საკმაოდ გავრცელებულ პასუხს კითხვაზე „რა არის იქსი“ – (Quid est იქსი). თქვენ კი დამისახელეთ, თუ რასთან ასოცირდება იქსი სხვა ასევე გავრცელებული ლათინური გამოთქმის მიხედვით, თუ იქსს რომაელები თვლიდნენ ერთის მხრივ დამპყრობლად, მეორეს მხრივ კი გამათავისუფლებლად?

Ответ: ღვინოსთან.

Комментарий: ინ ვინო ვერიტას – ღვინოში ჭეშმარიტებაა. კვიდ ესტ ვერიტას არის ანაგრამა ფრაზისა ესტ ვირ კვი ადესტ. ვერიტას ვინციტ – ჭეშმარიტება იპყრობს; ვერიტას ვოს ლიბერაბიტ – ჭეშმარიტება გათავისუფლებთ.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Anagram; http://en.wikipedia.org/wiki/In_vino_veritas

Автор: სერგი კაპანაძე

Средняя оценка: 0.31

Комментарии (1)


72. Вопрос 2.34: 1822 წელს, საფრანგეთის პატარა სოფელ ბლენვილ–კრემონში დაიბადა ვინმე დელფინა კუტურიე. 1839 წლის 7 აგვისტოს, მადმუაზელ დელფინა ცოლად მიყვება, მეზობელ სოფელში მცხოვრებ ქირურგს, ეჟენ დელამერს. 1848 წლის 7 მარტს დელფინა დელამერის სიცოცხლე ტრაგიკულად სრულდება. დაასახელეთ ორი სიტყვა, რომელიც სახელისა და გვარის გარდა გამოსახულია დელფინა დელამერის საფლავზე.

Ответ: მადამ ბოვარი

Комментарий: დელფინა დელამერი ითვლება მადამ ბოვარის პროტოტიპად. მიუხედავად იმისა, რომ ემა ბოვარის და დელფინა დელამერის ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ფლობერი მაინც უარყოფდა მათ კავშირს.

Источник: http://www.passion.ru/stars/556.htm; http://ru.wikipedia.org/wiki/Мадам_Бовари

Автор: ირაკლი ნაზღაიძე

Средняя оценка: 0.31

Комментарии (1)


73. Вопрос 1.14: ამერიკულ სერიალში "ექვსი ფუტი მიწის ქვეშ" მოთხრობილია დამკრძალავი ბიუროს მეპატრონე ოჯახის ისტორია, სადაც თითოეული სერია იწყება ვიღაცის სიკვდილით. კინოკრიტიკოსთა და სოციოლოგთა შეფასებით თითოეული სერია ამერიკელ მაყურებელს ეუბნება იმას, რასაც გაიგონებდით ძველ რომში ტრიუმფის დროს. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ თქვენს ფურცლებზე ის, რასაც გაიგონებდით ძველ რომში ტრიუმფის დროს.

Ответ: მემენტო მორი

Комментарий: თითოეული სერია ამერიკელ მოსახლეობას ეუბნება, რომ ადამიანი მოკვდავია. ტრიუმფის დროს სპეციალურად გამოყოფილი იყო მონა, რომელიც ტრიუმფატორ სარდალს ეუბნებოდა "მემენტო მორი"–ს (გახსოვდეს სიკვდილი).

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Six_Feet_Under_(TV_series); http://en.wikipedia.org/wiki/Memento_mori

Автор: ვახტანგ ელერდაშვილი

Средняя оценка: 0.31

Комментарии (1)


74. Вопрос 1.8: ჭეშმარიტი მუსლიმი ლოცვას, ანუ ნამაზს განბანის რიტუალით იწყებს, შემდეგ პატარა სპეციალურ ხალიჩაზე მუხლებზე დგება და ამ პოზაში იგი ემსგავსება პირველს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ხსენებული პირველის სახელწოდება!

Ответ: ალიფი

Зачёт: ალეფი

Комментарий: არაბულ ენაში ღმერთის სახელი, ალაჰი იწყება ასო ალიფით, რომელსაც ვერტიკალური ჯოხის ფორმა აქვს. ამ პოზაში ასო ალიფი მლოცველს ღმერთის სახელს აგონებს. ალიფი არაბული ანბანის პირველი ასოა!

Источник: http://www.goroskop.ru/publish/open_article/2647/

Автор: ვახტანგ ელერდაშვილი

Средняя оценка: 0.3

Комментарии (1)


75. Вопрос 1.9: ცნობილია რომ მას შემდეგ რაც ისლამურ სამყაროში დაიწყო მინარეთების აგება და მინარეთი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, მუეძინების თანამდებობის დაკავებისას უპირატესობა სწორედ ასეთ ადამიანებს ენიჭებოდათ, რადგანაც ამით არავითარ შემთხვევაში აღარ გაჩნდებოდა მუეძინის მხრიდან ჰარამის დარღვევის შანსი. ყურადღება შეკითხვა: რა კატეგორიის ადამიანებს ენიჭებოდას უპირატესობა?

Ответ: ბრმებს

Комментарий: ბრმები ვერანაირად ვერ დაინახავდნენ თუ რა ხდებოდა ქვემოთ განლაგებულ სახლებში.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Muezzin

Автор: ზურაბ ფარჯიანი

Средняя оценка: 0.28

Комментарии (4)


76. Вопрос 3.56: რუსულენოვანი ვიკიპედიის თანახმად იქსი გააჩნდათ მარტინ ლუთერს და ჟან კალვინს, ჩინგიზ-ყაენს და ნაპოლეონ ბონაპარტეს, ჰიტლერს და მუსოლინის, ლენინს და სტალინს, მაჰათმა განდის და მარტინ ლუთერ კინგს. ინგლისურენოვანი ვიკიპედიის თანახმად იქსი აგრეთვე გამოსახული იყო ჟურნალ „ფლეიბოის“ 2004 წლის ივნისის ნომრის გარეკანზე. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით!

Ответ: ქარიზმა

Комментарий: ჩამოთვლილი პოლიტიკური ლიდერები იყვნენ „ქარიზმის“ მატარებლები. 2004 წლის ივნისში კი „ფლეიბოის“ გარეკანზე გამოსახული იყო მოდელი ქარიზმა კარპენტერი.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Charisma_Carpenter; http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A5%D0%B0%D1%80%D0%B8%D0%B7%D0%BC%D0%B0

Автор: გიორგი მოსიძე

Средняя оценка: 0.28

Комментарии (1)


77. Вопрос 5.84: სინგაპურელი თინეიჯერების სუბკულტურაში არსებულ არაფორმალურ სლენგში (მაგ. სმს–ების, იმეილების, ან თუნდაც წერილების წერის დროს) საკმაოდ გავრცელებული სიტყვა „იქსი“ აღინიშნება სიმბოლოებით – 2molo (წაიკითხე შემდეგნაირად – „ციფრი ორი, ლათინური მ, ლათინური ო, ლათინური ლ და ლათინური ო). 1997 წელს კი გამოვიდა რეჟისორ როჯერ სპოტისვუდის მიერ გადაღებული ცნობილი ფილმი, რომლის სათაური იქსს შეიცავს. დამისახელეთ ეს ფილმი.

Ответ: ხვალ არასოდეს კვდება

Комментарий: 2მოლო აღნიშნავს ინგლისურ სიტყვას „ხვალ“ (თუმოროუ). სინგაპურელები (განსაკუთრებით ჩინელები) ვერ გამოთქვამენ ასო „რ“–ს, შესაბამისად წერენ 2მოლოს (თუმოლოუ). 1997 წელს გამოვიდა ფილმი „ხვალ არასოდეს კვდება“.

Источник: პირადი გამოცდილება; http://ping.sg/item/2molo_go_to_kl_loH; http://www.imdb.com/title/tt0120347/

Автор: სერგი კაპანაძე

Средняя оценка: 0.27

Комментарии (1)


78. Вопрос 6.113: პელეს წიგნის “მე - პელე“ გამოსვლის შემდეგ ბრაზიალიური ტორსიდას მრავალმა წევრმა ამის კეთება დაიწყო. ამ მოვლენის გამო პელე დააჯილდოვეს ოქროს მედლით, რომელიც ალბათ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი იყო. თუ თქვენ მიხვდით, რის კეთება დაიწყეს ტორსიდას წარმომადგენლებმა, არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრაც, რა უწყებამ გადასცა პელეს ეს ჯილდო. ახლა კი ყურადღება, დამისახელეთ საქართველოს ანალოგიური უწყების ხელმძღვანელი, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ თანამდებობა სწორედ ამის კეთების გაცილებით უფრო გაფართოვებული ვარიანტის განსახორციელებლად დასტოვა.

Ответ: ნიკა გვარამია

Комментарий: ტორსიდის წევრებმა დაიწყეს წერა-კითხვის სწავლა. რის გამოც პელე ბრაზილიის განათლების სამინისტრომ ოქროს მედლით დააჯილდოვა. ნიკა გვარამია თანამდებობიდან გადადგა, რადგან უცხოეთში განათლების მიღება გადაწყვიტა. უმაღლესი განათლება წერა-კითხვის სწავლის გაფართოვებული ფრომაა.

Источник: ი.ფესუნენკო, "პელე, გარინჩა, ფეხბურთი". გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1974 წელი. გვ.141; http://www.interpressnews.ge/en/index.php/permalink/13567.html&hd_line=1

Автор: მარი გელაშვილი, ირაკლი თოდრია

Средняя оценка: 0.25

Комментарии (1)


79. Вопрос 6.116: [რიგდება მასალა: "შედგა სესია, როგორც წესია შედეგი ისევ უარესია უცხო ტომები შემოგვესია აქ რომ თესია პრომეთესია მოდის მესია უმაგრესია მოაქვს ტერორი და აგრესია უკვე რამდენი დაგვიკვნესია დღეს ჩრდილში ყოფნა უკეთესია...“] კოტე ყუბანეიშვილის ამ ლექსს დაბოლოება ჩამოვაჭერით. დამისახელეთ ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული დასახლება, რომელშიც აღნიშნული სესია შედგა, და რომლის დასახელებაც ამ ლექსის სათაურში შედის.

Ответ: გეორგიევსკი

Комментарий: ლექსს ქვია „გეორგიევსკის ტრაქტატი“.

Источник: კოტე ყუბანეიშვილი, "ლექსები", გამომცემლობა "სანი", 2002 წ., გვ.42

Автор: მარი გელაშვილი, ირაკლი თოდრია

Средняя оценка: 0.21

Комментарии (1)


80. Вопрос 5.86: 2001 წელს ამერიკელმა ეკონომისტებმა დონაჰიუმ და ლევიტმა გამოაქვეყნეს სკანდალური სტატია, რომელშიც აჩვენეს, რომ 1990–იან წლებში აშშ–ში დანაშაულის შემცირება გამოიწვია 1973 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქმეზე როუ ვეიდის წინააღმდეგ. მე მიმაჩნია, რომ ასეთი ჰიპოთეზა მიზანთროპულია, თუმცა ვაღიარებ, რომ მასში შეიძლება იყოს სიმართლის ჩანასახიც. თქვენ კი ერთი წუთის შემდეგ დამისახელეთ რისი კეთების ნება დართო უზენაესმა სასამართლომ ამერიკელებს, თუ, ერთი ანეკდოტის მიხედვით, ამის გაკეთებამდე როგორც მინიმუმ ორი სხვა ქმედება უნდა ჩაიდინო.

Ответ: აბორტი

Комментарий: მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ აბორტის ლეგალიზაციის შედეგად შემცირდა ისეთი ბავშვების შობადობა, ვინც მომდევნო წლებში, სავარაუდოდ კრიმინალს ჩაიდენდნენ. კითხვაში არის ბევრი მიმანიშნებელი აბორტზე (მიზანთროპული, ჩანასახი). ანეკდოტის მიხედვით აბორტის გაკეთებამდე, უნდა სცადო კიდევ ერთხელ (რეთრაი), ან მისცე იგნორი (იგნორ) (საუბარია კომპიუტერულ სლენგზე).

Автор: სერგი კაპანაძე

Средняя оценка: 0.18

Комментарии (1)


81. Вопрос 4.73: ლონდონის „ჩელსი“-ს ამჟამინდელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იხსენებდა, თუ როგორ ჰკითხა ერთხელ თანაგუნდელს, დიდ ჰოლანდიელ ფეხბურთელ მარკო ვან ბასტენს, თუ როგორ უნდა მიეწოდებინა მისთვის ბურთი. ვან ბასტენმა უპასუხა - უბრალოდ პასი მომაწოდე და შემდეგ გამოიქეცი... რისთვის?

Ответ: მოსალოცად

Комментарий: ანჩელოტი ამატებს, რომ ვან ბასტენი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ გაიტანდა და როგორც წესი მართალიც იყო.

Источник: http://soccernet.espn.go.com/news/story?id=678542&sec=england&cc=5901

Автор: გიორგი ბაქრაძე

Средняя оценка: 0.18

Комментарии (1)


82. Вопрос 3.41: ალულიმი მეფობდა 28 800 წელი, ალაგარი - 36 000 წელი, მეფე ენდენმენდურანნა - 21 000 წელი. ძველი შუმერული ტრადიციის თანახმად ყველა ეს მონარქი მეფობდა იქსამდე. დაწერეთ იქსი ერთი სიტყვით!

Ответ: წარღვნა

Комментарий: როგორც ცნობილია წარღვნა „გადაიდო“ იმისათვის რომ მათუსალას დაესრულებინა მისთვის განკუთვნილი წლები. ჩანს ბიბლიური ტრადიცია სწორედ შუმერიდან იღებს სათავეს.

Источник: აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა ისტორია, თბ.: „მეცნიერება“, 1988, გვ. 33

Автор: ნიკა აგლაძე

Средняя оценка: 0.16

Комментарии (2)


83. Вопрос 2.27: იტალიაში, კერძოდ კი სიციალიაში, მე–20 საუკუნის დასაწყისში ინგლისიდან შევიდა ერთგვარი თავსაბურავის ტარების მოდა. ძალიან მალე ის სიცილიელთა სამოსის შეუცვლელ ატრიბუტად იქცა და სახელიც იტალიურ ყაიდაზე გადაკეთდა. ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დამისახელეთ 1939 წლის 7 აპრილს, ქალაქ დეტროიტში დაბადებული კინორეჟისორის გვარი.

Ответ: კოპოლა

Комментарий: ინგლისური Cap გადაკეთდა Coppola-დ. აღსანიშნავია, რომ ფრენსის ფორდ კოპოლას “ნათლიმამაში” ხშირად შეგვიძლია ვიხილოთ ამ თავსაბურავით შემოსილი პერსონაჟები.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Coppola_(cap)

Автор: გოგა ტარიელაშვილი

Средняя оценка: 0.12

Комментарии (2)


84. Вопрос 3.55: 2009 წლის 10 სექტემბერს გაზეთ „ლელოში“ დაიბეჭდა მასალა „სარაგოსას“ ნახევარმცველის ჯერმენ პენანტის შესახებ. სტატიაში საუბარი იყო ფეხბურთელის მძიმე ბავშვობასა და მუდმივი პრობლემების შესახებ, რომელიც მას თან სდევს. სტატიის სათაური ზუსტად ემთხვეოდა კანადელი მწერლის, მაიკლ ონდატშის 1992 წლის რომანის სახელწოდებას [1996 წელს კი გადაიღეს გახმაურებული ფილმი]. კითხვა: რა ეწოდებოდა სტატიას?

Ответ: ინგლისელი პაციენტი

Источник: „ლელო“, 10.09.2009, გვ. 9; http://en.wikipedia.org/wiki/The_English_Patient_(film)

Автор: გიორგი მოსიძე

Средняя оценка: 0.11

Комментарии (1)


85. Вопрос 3.57: 2009 წლის 5 აგვისტოს ინგლისურენოვან ინტერნეტ–ჟურნალში „Forbes.com“ გამოქვეყნდა [დმიტრი სიდოროვის] სტატია (ინგლისურად), რომელიც ეხებოდა რუსეთის გაზრდილ გავლენას საერთაშორისო სარბიელზე და მის ზღვარგადასულ თავხედობას საქართველოსათან და უკრაინასთან ურთიერთობებში. სტატიის სათაური ზუსტად ემთხვეოდა 1980 წელს ირვინ კერშნერის მიერ გადაღებული გახმაურებული ფილმის სახელწოდებას, ოღონდაც სტატიის ავტორმა ფილმის სახელწოდებაში ჩაამატა ერთი სიტყვა. კითხვა: რა სიტყვა?

Ответ: ბოროტების

Комментарий: ირვის კერშნერის ფილმს ეწოდებოდა The Empire Strikes Back („ვარსკვლავური ომების“ მეორე ფილმი). სიდოროვმა სათაურში ჩაამატა სიტყვა Evil (ბოროტი) და მიიღო The Evil Empire Strikes Back. „ბოროტების იმპერია“ რონალდ რეიგანმა 1983 წელს უწოდა საბჭოთა კავშირს (რუსეთს).

Источник: http://www.forbes.com/2009/08/04/trust-but-verify-russia-kremlin-opinions-contributors-obama-putin.html; http://en.wikipedia.org/wiki/Evil_empire

Автор: გიორგი მოსიძე

Средняя оценка: 0.11

Комментарии (1)


86. Вопрос 3.44: ირჟი გროშეკი თავის რომანში „სადილის რესტავრაცია“ წერს, რომ „დაიბადა 1958 წელს, 1975-ში - არ დაამთავრა სკოლა, 1986-ში - თავი დაანება ინსტიტუტს, 1991-ში - მოიმოქმედა პირველი, 1996 - კი მოიმოქმედა მეორე“. მესამე ქმედება რომანში მოხსენიებული არ არის. კითხვა: დაასახელეთ მესამე ქმედება!

Ответ: ვაჟიშვილის აღზრდა

Комментарий: ცნობილი ტრიადაა: „მამაკაცმა უნდა დარგოს ხე, ააშენოს სახლი და აღზარდოს ვაჟი“.

Источник: Иржи Грошек, Реставрация обеда, СПб.: "Азбука-классика", 2005, стр.233

Автор: ნიკა აგლაძე

Средняя оценка: 0.11

Комментарии (1)


87. Вопрос 6.112: 1951 წელს ნადირობაზე გამართულ გაცხარებულ კამათს სარეკორდო შედეგი მოყვა და შეიქმნა ის, რაც თქვენთვის ყველასათვის კარგად არის ცნობილი. მე არ გეკითხებით ვინ იყვნენ კამათის მხარეები. დამისახელეთ პიროვნება, რომლის დაარსებულ დაწესებულებასაც ხელმძღვანელობდა ერთერთი მოკამათე.

Ответ: არტურ გინესი

Комментарий: ნადირობაზე დაპატიჟებული სერ ჰიუ ბივერი, გინესის ლუდსახარშის დირექტორი გახლდათ. სერ ჰიუ თავის ერთერთ მეგობარს ეკამათებოდა იმის შესახებ, თუ რომელია ყველაზე სწრაფი სარეწაო ფრინველი ევროპაში. მან პასუხი ცნობარშიც კი ვერ იპოვა. შედეგად გაჩნდა ჩვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილი „გინესის რეკორდების წიგნი“.

Источник: http://www.stumblerz.com/the-famous-book-over-a-gaming-bird-%E2%80%93-the-guinness-world-records/; http://en.wikipedia.org/wiki/Hugh_Beaver

Автор: მარი გელაშვილი, ირაკლი თოდრია

Средняя оценка: 0.09

Комментарии (1)


88. Вопрос 4.62: 2008 წლის 14 დეკემბერს ცნობილმა ადამიანმა ეს შემთხვევა შეაფასა როგორც საზოგადოების თავისუფლების მაჩვენებელი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ შემთხვევით შთაგონებულმა ბრაზილიის პრეზიდენტმა, ერთ-ერთ სამიტზე დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ ის მაშინვე მიხვდებოდა თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდებოდა, რადგანაც დარბაზში ძალიან ცხელოდა. აი ერთმა სტამბოლურმა ფირმამ კი ამ შემთხვევის შემდეგ გააკეთა განცხადება შტატის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა დაეკმაყოფილებინა უსაზღვროდ გაზრდილი მოთხოვნა მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის ერთ კონკრეტულ მოდელზე. მაშ რა პროდუქციას უშვებს ეს ფირმა?

Ответ: ფეხსაცმელს

Комментарий: 2008 წლის 14 დეკემბერს ერაყელმა ჟურნალისტმა მუნტაზარ ალ-ზეიდიმ ბუშს ესროლა ფეხსაცმელი, გამოსშვებული კომპანია Baydan Shoes-ის მიერ. ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის იგნასიო ლულა და სილვამ გაიხუმრა, რომ თუ ვინმე დარბაზში ფეხსაცმელს გაიხდიდა, ის ამას მიხვდებოდა სუნით, რდგაანც დარბაზში ძალიან ცხელოდა.

Источник: http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%91%D0%BE%D1%82%D0%B8%D0%BD%D0%BA%D0%B8_%D0%91%D1%83%D1%88%D0%B0

Автор: არჩილ მაჭავარიანი

Средняя оценка: 0.08

Комментарии (1)


89. Вопрос 2.28: როგორი პარადოქსალურიც არ უნდა მოგვეჩვენოს, მესამე რაიხის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, გერმანიის ერთ–ერთ ქალაქში სასტიკად იყო აკრძალული ანტისემიტური ლოზუნგების გამოყენება. არ გეკითხებით ამის მიზეზს, უბრალოდ დაასახელეთ ეს ქალაქი.

Ответ: ბერლინი

Комментарий: 1936 წლის ოლიმპიადის დროს, გერმანიის მთავრობა იძულებული იყო ასე მოქცეულიყო.

Источник: http://sport.rbc.ru/olymp2008/other/newsline/04/07/2008/178436.shtml

Автор: გოგა ტარიელაშვილი

Средняя оценка: 0.03

Комментарии (1)


90. Вопрос 1.1: ცნობილია, რომ ბობ მარლის საფლავში ჩააყოლეს მისი გიტარა, ბიბლია, მარიხუანათი "დატენილი" სიგარეტი, ეთიოპიის პრინცის ნაჩუქარი ბეჭედი და კიდევ ერთი ნივთი, რომელიც ბობ მარლის გარდაცვალების ირიბი მიზეზი გახდა. საინტერესოა ისიც, რომ მომღერლის გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ ამ ნივთმა ირიბად კვლავ მიანიჭა ტკივილი ბობ მარლის თანამემამულეებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნივთი!

Ответ: ფეხბურთის ბურთი

Комментарий: მარლი გარდაიცვალა მელანომით, რომელიც მას საფეხბურთო მატჩის შედეგად განუვითარდა. 1998 წელს, იამაიკის ნაკრები გააცამტვერა არგენტინის გუნდმა, ანგარიშით 5-0; ალბათ ბევრს ახსოვს ჯგუფ “ჩაიფი”-ს სიმღერა “Какая боль”.

Источник: http://ru.wikipedia.org/wiki/Марли,_Боб; http://ru.wikipedia.org/wiki/Футбольный_матч_Аргентина_—_Ямайка_(1998)

Автор: ზურაბ ფარჯიანი

Средняя оценка: 0.02

Комментарии (1)


91. Вопрос 4.72: დევიდ უებერის ფანტასტიკური საგა, რომლის მთავარი გმირია ადმირალი ჰონორ ჰარინგტონი, აგებულია ევროპის ერთ-ერთ ისტორიულ პერიოდზე, კერძოდ კი მილიტარულ დაპირისპირებას ორ ევროპულ ქვეყანას შორის. ამასთან პარალელები საკმაოდ მკვეთრია. საგაში დაპირისპირებულ ორ ძირითად სახელმწიფოთა შორის ერთ-ერთის ფაქტობრივი მმართველია ადამიანი, რომლის სახელია რობერტ სტენტონი, თუმცა ასე ფორმალურად მას წიგნში იშვიათად ახსენებენ. დაასახელეთ ამ პერსონაჟის გვარი.

Ответ: პიერი

Комментарий: რობ ს. პიერი - Rob S. Pierre - რობესპიერი. საგა აგებულია მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს მიმდინარე დაპირისპირებაზე ინგლისსა და საფრანგეთს შორის.

Источник: David Weber, Honor Harrington series; http://en.wikipedia.org/wiki/Rob_S._Pierre

Автор: გიორგი ბაქრაძე

Средняя оценка: 0.01

Комментарии (1)


92. Вопрос 1.11: ბრიტანელმა ბიოლოგმა და მეცნიერების პოპულარიზატორმა, რიჩარდ დოკინსმა წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანიც ათეისტთა კონსოლიდაცია და თვითლუსტრაციაა. დოკინსმა ყველა ათეისტს მოუწოდა სამკერდე ნიშნის ადგილას ატარონ ერთი სიმბოლო, რაც დოკინსის აზრით ყველა ათეისტის გამაერთიანებელი სიმბოლო გახდება ახლო მომავალში. საინტერესოა ისიც, რომ ეს სიმბოლო დოკინსმა ერთი კლასიკური ნაწარმოებიდან ისესხა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით რა ჰქვია ამ სიმბოლოს ხსენებულ კლასიკურ ნაწარმოებში?

Ответ: ალისფერი ასო

Комментарий: საუბარია ნათანიელ ჰოტორნის რომანზე „ალისფერი ასო“, სადაც ალისფერი A მეუღლის ღალატს, ანუ ადიულტერს აღნიშნავს. რიჩარდ დოკინსმა კი ალისფერი ასო ათეისტთა სიმბოლოდ დაასახელა

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Out_Campaign

Автор: ვახტანგ ელერდაშვილი

Средняя оценка: -0.02

Комментарии (1)


93. Вопрос 5.82: (რიგდება სურათი) 2009 წლის 3 ნოემბერს მილან–რელის ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩის წინ, ერთ–ერთმა ელექტრონულმა სპორტულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სახუმარო სტატია, სადაც დაწერა პროგნოზები, თუ რას მოიმოქმედებდნენ, ან რა ბედი ეწეოდათ ამ თამაშის შემდეგ თამაშის მონაწილე ფეხბურთელებს. მაგალითად, ამ სტატიაში ეწერა, რომ თამაშის შემდეგ ინვალიდის ჯოხებს გაცვლიდნენ ჯუზეპე ფავალი და ალფრედო დი სტეფანო, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ ორთავე ძალიან მოხუცები არიან. ასევე, ამ სტატიაში ეწერა, რომ თამაშის შემდეგ მილანის გოლკიპერი დიდა მიჩნეული იქნებოდა ახალ „პადრე პიოდ“. „პადრე პიოს“ ფოტო ახლა თქვენს წინაშეა. ამავე სტატიის მიხედვით, რა ექნებოდათ საერთო მილანის გოლკიპერს და „პადრე პიოს“?

Ответ: გახვრეტილი ხელები

Комментарий: პადრე პიომ ხალხს რამდენჯერმე აჩვენა ხელებზე წარმოქმნილი ხვრელები (სავარაუდოდ, ლურსმნებისგან). გამოცემა გოლ.კომ–მა იხუმრა, რომ დიდასაც ხვრელები ექნება ხელებში და ამიტომ იქნება მიჩნეული პადრე პიო–დ. სურათი მე ისე გადავჭერი, რომ თქვენ ხვრელის ნაწილი გეხილათ. ჩაითვლება აზრის მიხედვით.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Pio_of_Pietrelcina; http://www.dailymail.co.uk/news/article-524671/Body-controversial-saint-Padre-Pio-exhumed-public-display-40-years-death.html; http://www.goal.com/en-us/news/86/italy/2009/11/03/1601360/top-10-things-milan-real-madrid-players-will-do-after

Автор: სერგი კაპანაძე

Средняя оценка: -0.1

Комментарии (1)


94. Вопрос 2.30: ამერიკელი ფანტასტის, ლარი ნივენის რომანში, აღწერილია ერთგვარი მკვრივი მატერია. იმდენად მკვრივი, რომ მასში "პატარა არსებებიც" კი იჭედებოდნენ. პატარა არსებებით შეცვლილი სიტყვა, თანამედროვე სამყაროში ერთი იტალიელის წყალობით დამკვიდრდა. დაასახელეთ ეს სიტყვა.

Ответ: ნეიტრინო

Комментарий: მატერია იმდენად მკვრივი იყო, რომ მასში ნეიტრინოებიც კი იჭედებოდნენ. ტერმინი ნეიტრინო პირველად გამოიყენა ენრიკო ფერმიმ და აღნიშნავს პატარა ნეიტრონს.

Источник: http://www.lib.ru/NIVEN/ringwrl1.txt, http://ru.wikipedia.org/wiki/Нейтрино

Автор: გოგა ტარიელაშვილი

Средняя оценка: -0.12

Комментарии (1)


95. Вопрос 1.2: ლორენა ოჩოა სპორტის ამ სახეობაში ქალთა შორის პირველ ადგილს იკავებს, რაც გარკვეული მოსაზრებით პარადოქსია, ვინაიდან თავად თამაშის სახელწოდება, ერთი განმარტების თანახმად, უკიდურესად მამაკაცური სპორტის სახეობაა და მასში ქალები არ დაიშვებიან. დაასახელეთ სპორტის ეს სახეობა.

Ответ: გოლფი

Комментарий: GOLF = Gentlemen Only, Ladies Forbidden

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Lorena_Ochoa, http://en.wikipedia.org/wiki/Acronym_and_initialism

Автор: ზურაბ ფარჯიანი

Средняя оценка: -0.13

Комментарии (2)


96. Вопрос 3.52: ამბობენ, რომ 1942 წელს ქალაქ ვენის გერმანელმა კომენდანტმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ქალაქის რასობრივ-მორალური წმენდა. მისი ცნობით ვენის საოპერო თეტრის სახურავზე განთავსებული გამოჩენილი კომპოზიტორების ბიუსტთა რიცხვში იყო ერთი არა-არიელი კომპოზიტორის ქანდაკება. კომენდანტი და ჯარისკაცები ავიდნენ სახურავზე და ვინაიდან ქანდაკებებს წარწერები არ ჰქონდა, სახურავიდან გადმოისროლეს ის ბიუსტი, რომელიც მათი აზრით არაარიული გარეგნობის იყო. ამ საქციელისთვის უმაღლესმა მთავარსარდლობამ კომენდანტი დასაჯა და აღმოსავლეთ ფრონტზე უკრა თავი. კითხვა: დაასახელეთ ორი კომპოზიტორი, რომლების კომენდანტს ერთმანეთში აერია!

Ответ: ფელიქს მენდელსონი და რიხარდ ვაგნერი

Комментарий: მენდელსონი მოგეხსენათ ებრაელი იყო, ხოლო ვაგნერი - ჰიტლერის საყვარელი კომპოზოტორი

Источник: http://www.classic-music.ru/wagner.html

Автор: ლაშა კილაძე

Средняя оценка: -0.13

Комментарии (1)


97. Вопрос 1.10: როგორც ცნობილია, მოდა ხშირად მეფეთა და დიდგვაროვანთა მიმბაძველობით ჩნდება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით სწორედ ასე გახდა პოპულარული ე.წ. "ფრიგიული ქუდიც", მას შემდეგ, რაც ერთმა ლეგენდარულმა პიროვნებამ ის “შეძენილი” ნაკლის დასაფარად გამოიყენა. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით რა შეძენილ ნაკლზეა საუბარი, დაასახელეთ ეს ლეგენდარული ადამიანი.

Ответ: მიდასი

Комментарий: ერთ–ერთი ვერსიის თანახმად მიდასმა ასეთი ფორმის ქუდი ვირის ყურების დასაფარად გამოიყენა.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Phrygian_cap

Автор: ზურაბ ფარჯიანი

Средняя оценка: -0.14

Комментарии (2)


98. Вопрос 2.32: ძველი ეგვიპტური ქალაქის, ტანისის სახელწოდება ებრაულად ჟღერს როგორც – ცოან. ერთი წუთის შემდეგ მითხარით, ვის მოიხსენიებენ ებრაელები სიტყვით ცოანიმ (Tso’anim).

Ответ: ბოშები

Комментарий: მრავალ ენაში, მათ შორის ინგლისურში, ფრანგულში, ესპანურში, ბოშების სახელწოდება დაკავშირებულია ეგვიპტესთან. ინგლისურად – Gypsies (მომდ. სიტვისაგან Egyptians), ესპანურად – Gitanos (მომდ. სიტვისაგან Egiptanos). ხოლო თვითონ სიტყვა “ცოანი” ჟღერადობით ჰგავს სიტყვას “ციგანი”.

Источник: http://ru.wikipedia.org/wiki/Цыгане

Автор: ირაკლი ნაზღაიძე

Средняя оценка: -0.15

Комментарии (1)


99. Вопрос 1.20: 1996 წელს ნორა ეფრონმა ჰოლივუდში გადაიღო ფილმი, რომლის მთავარი პერსონაჟი სახელად იქსი არის იგრეკი. 2009 წლის 25 ივნისის შემდეგ მთელს მსოფლიოში მრავალი მილიონი ადამიანი კი თავს იმშვიდებს იმით, რომ იქსი გახდა იგრეკი. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ იქსიც და იგრეკიც სწორი თანამიმდევრობით.

Ответ: იქსი – მაიკლი, იგრეკი – ანგელოზი

Комментарий: ფილმში "მაიკლი" მთავარი პერსონაჟი არის ანგელოზი. მაიკლ ჯექსონის სიკვდილის შემდეგ მრავალი მილიონი ადამიანი თავს იმშვიდებს იმით, რომ მაიკლი გახდა ანგელოზი.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Michael_(1996_film); http://en.wikipedia.org/wiki/Michael_Jackson http://www.michaeljackson.com/ph/photos/michael-jackson-angel

Автор: ვახტანგ ელერდაშვილი

Средняя оценка: -0.17

Комментарии (1)


100. Вопрос 6.101: ერთ წიგნში აღწერილია სამყაროს არსებობის საწყისი მომენტები დიდი აფეთქების შემდეგ: „ნივთიერების და გამოსხივების გაყოფის დიადმა პროცესმა სამყარო მანათობელი აირის გიგანტურ ხილულ ღრუბლად აქცია“. ტექსტის მომდევნო ნაწილში არის ცნობილი ლათინური ფრაზა. აღადგინეთ ეს ფრაზა.

Ответ: Fiat lux

Комментарий: პარალელია გავლებული ბიბლიურ ტექსტსა და თანამედროვე კოსმოლოგიას შორის. იქმნა ნათელი! – ბიბლიური შემოქმედის სიტყვებია.

Источник: Ч. Флауэрс, “100 заповедей нестабильности: замечательные идеи 20 века”; http://ru.wikipedia.org/wiki/Список_латинских_фраз#F

Автор: ლევან ჩხეიძე

Средняя оценка: -0.17

Комментарии (4)


101. Вопрос 2.23: ერთ–ერთ ფანტასტიკურ ნაწარმოებში მოთხრობილია, თუ როგორ მოგზაურობს ხალხი წარსულში, დინოზავრებზე სანადიროდ. ერთ–ერთი ასეთი მოგზაურობისას, პერსონაჟი შემთხვევით სიცოცხლეს გამოასალმებს ერთ ცოცხალ არსებას, რის გამოც სახლში დაბრუნებისას ძალიან ინანებს. ერთი წუთის შემდეგ, დაასახელეთ ერიკ ბრესის და ჯონათან გრუბერის მიერ 2004 წელს გადაღებული ფილმის სახელწოდება.

Ответ: პეპლის ეფექტი

Комментарий: საუბარია რეი ბრედბერის გახმაურებულ ნაწარმოებზე „A Sound of Thunder“, სადაც მთავარი პერსონაჟი სახელად ეკელსი, მეზოზოურ ერაში შემთხვევით კლავს პეპელას, რასაც მოყვება მასშტაბური ცვლილებები მომავალში.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/The_Butterfly_Effect; Рэй Брэдбери "И грянул гром"

Автор: გოგა ტარიელაშვილი

Средняя оценка: -0.19

Комментарии (2)


102. Вопрос 1.17: [შეკითხვაში არის ცვლილება] მე–16 საუკუნის კასტილიაში სატელევიზიო ანძები მეზობელი ჰოლანდიიდან შემოსულ ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოდგენდა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ იმ ეპოქის ადგილობრივ მოსახლეობას ისინი გოლიათები ეგონა. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში "სატელევიზიო ანძებით"?

Ответ: ქარის წისქვილები

Комментарий: ქარის წისქვილები არ ენახა დონ–კიხოტ ლამანჩელსაც, ამიტომაც ისინი გოლიათებად მიიჩნია და მათთან შებრძოლება განიზრახა.

Источник: http://www.vokrugsveta.ru/vs/article/6742/

Автор: ვახტანგ ელერდაშვილი

Средняя оценка: -0.2

Комментарии (1)


103. Вопрос 5.89: ინგვარ კამპარდმა, რომელიც დაიბადა ფერმაზე სახელად ელმტარიდი, სოფელ აგუნარიდის მახლობლად, 1943 წელს 17 წლის ასაკში შექმნა ის, რის პროდუქციასაც დღეს, სხვათა შორის, აქტიურად იყენებენ კომპიუტერულ თამაშ სიმს2–შიც. დამისახელეთ რა შექმნა მან.

Ответ: ავეჯის მაღაზია „იკეა“

Комментарий: ინგვარ კამპარდი, ელმტარიდი, აგუნარიდი – პირველი ასოები ქმნის იკეა–ს. კომპიუტერული თამაში სიმს2 არის ოჯახის/სახლის სიმულაციური თამაში, სადაც უკანასკნელ დროს დაიწყეს იკეას ავეჯის მოდელების გამოყენება.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/IKEA

Автор: სერგი კაპანაძე

Средняя оценка: -0.25

Комментарии (1)


104. Вопрос 1.13: მათემატიკოს კონფოროვიჩის ნაშრომში „იქსის მათემატიკა“ არის ასეთი ციტატა: „ძველი ხალხები გამოსახავდნენ გარშემო არსებულ ხილულ სამყაროს წრის ან კონცენტრირებული წრეების საშუალებით. გარდაცვლილთა უხილავ სამყაროს კი – სპირალის ან იქსის სახით. ყურადღება შეკითხვა: რა არის შეკითხვაში შეცვლილი იქსით?

Ответ: ლაბირინთი

Комментарий: ლაბირინთი ადამიანებისათვის ყოველთვის ასოცირდებოდა გარდაცვლილთა სამყაროსთან, ამიტომაც მაგალითად მეფეთა ველს ეგვიპტეში ლაბირინთის ფორმა აქვს.

Источник: А. Конфорович, ?Математика Лабиринта?, Киев, "Радянська школа", 1987, с.14

Автор: ვახტანგ ელერდაშვილი

Средняя оценка: -0.27

Комментарии (1)


105. Вопрос 1.16: ანატოლი ბელკინი სერგეი მიხალკოვს კარგ პოეტად მიიჩნევს, თუმცა მას მაინც ვერ პატიობს ერთ რამეს, ლექსის გადაკეთებას. ბელკინის აზრით მიხალკოვმა საკუთარ ლექსს ერთი კონკრეტული ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარა. ოპერაცია, რომლის სახელწოდებაც მოცემულ კონტექსტში ორაზროვნად შეესიტყვება თავად ლექსის გადაკეთების ფაქტს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ოპერაციის სამედიცინო სახელწოდება.

Ответ: ჰიმენოპლასტიკა

Комментарий: ანატოლი ბელკინი მიიჩნევს, რომ სერგეი მიხალკოვმა სსრკ–ს ჰიმნს აღუდგინა დაკარგული უბიწოება. უბიწოების აღდგენას მედიცინაში ჰიმენოპლასტიკა ეწოდება, რაც ორაზროვნად შეესიტყვება "ჰიმნოპლასტიკას", ანუ ჰიმნის გადაკეთებას.

Источник: http://anatbel.livejournal.com/230496.html

Автор: ვახტანგ ელერდაშვილი

Средняя оценка: -0.28

Комментарии (1)


106. Вопрос 4.69: ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ქალაქში მტრედმა სახელად უინსტონი, ერთ ოფისიდან მეორემდე გაიფრინა 80 კმ ფეხზე მიბმული 4 გიგაბაიტიანი ე.წ. მემორი ქარდ-ით, მეხსიერების ბარათით. ფრენას მან მოანდომა 68 წუთი, ხოლო ბარათიდან ინფორმაციის გადმოკოპირების ჩათვლით ამ პროცესმა სულ 126,57 წუთს გასტანა. ეს ფრენა იყო ორგანიზებული ერთი ადგილობრივი კომპანიის მიერ და მას კონკრეტული მიზანი გააჩნდა. რა ფაქტი იქნა დამტკიცებული კომპანიის მიერ ამ ფრენის შედეგად?

Ответ: კომპანიამ დაამტკიცა, რომ მტრედი სამხრეთ აფრიკაში ინფორმაციის გადაცემის უფრო სწრაფი საშუალებაა, ვიდრე ინტერნეტი

Комментарий: სამხრეთ აფრიკულმა კომუნიკაციების კომპანიამ დაუმტკიცა ქვეყნის მთავარ პროვაიდერ კომპანია ”ტელკომს”, რომ მათ უფრო სწრაფად შეეძლოთ ინფორმაციის გადაგზავნა მტრედის მეშვეობით, ვიდრე ”ტელკომის”ინტერნეტით. იმ პერიოდში, რა პერიოდიც ინფორმაციის მტრედით გადატანას დასჭირდა, ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მხოლოდ 4% იყო გადაგზავნილი.

Источник: http://news.bbc.co.uk/2/hi/africa/8248056.stm; http://www.vokrugsveta.ru/news/7376/

Автор: არჩილ მაჭავარიანი

Средняя оценка: -0.31

Комментарии (1)


107. Вопрос 1.12: ამ სპორტსმენს ჟურნალისტები "ელვის დარტყმას" უწოდებენ, მისი ქართველი კოლეგები კი მას მოიხსენიებენ ისე, როგორც ერთმა ქართველმა კინორეჟისორმა უწოდა საკუთარი ფილმის პერსონაჟებს. ერთი წუთის შემდეგ მითხარით რა ეწოდება ხსენებულ ქართულ ფილმს?

Ответ: ყველაზე სწრაფები მსოფლიოში

Комментарий: lightning bolt – ინგლისურად ელვის დარტყმაა. უსეინ ბოლტი იამაიკელი სპრინტერია, 100 და 200 მეტრზე სირბილში მოქმედი მსოფლიო რეკორდების ავტორი და შესაბამისად ყველაზე სწრაფი ადამიანი მსოფლიოში.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Usain_Bolt; http://www.worldsport.ge/more.aspx?id=25458; http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=426

Автор: ვახტანგ ელერდაშვილი

Средняя оценка: -0.32

Комментарии (3)


108. Вопрос 2.24: არტემი ლებედევს, თუ დავუჯერებთ, მონღოლეთში ხშირად შევხვდებით აბრებს, რომლებზეც კირილიცათი „კანონია“ დაწერილი. არ გეკითხებით რას გვეუბნება ეს კანონი, ან რისთის არის ის ქუჩებში გამოკრული. უბრალოდ დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ანალოგიურ შემთხვევაში შეგვიძლია ვიხილოთ საქართველოში.

Ответ: ქსეროქსი

Комментарий: ხშირად შეხვდებით წარწერას „КАНОН“, რაც აღნიშნავს ფირმა Canon–ს. როგორც ჩანს მონღოლეთში პირველად, სწორად ამ ფირმის მიერ წარმოებული ასლის გადამღები აპარატები გავრცელდა. ამის გამო ასლგადაღების საზოგადო სახელად იქცა Canon და არა Xerox.

Источник: http://www.tema.ru/travel/mongolia-1

Автор: გოგა ტარიელაშვილი

Средняя оценка: -0.41

Комментарии (3)


109. Вопрос 4.78: ცნობილი რუსი აღმოსავლეთმცოდნე-კორეისტი ანდრეი ლანკოვი თავის ვებ-გვერდზე კორეული ენის ერთ საინტერესო ასპექტს აღნიშნავს. ის წერს, რომ ეს ზედსართავი, განსხვავებით ყველა სხვა ენისგან, კორეულად ორი სხვადასხვა სიტყვით ითარგმნება. ამ ზედსართავის გამოყენებისას ნებისმიერი კორეელი უნებლიედ ხაზს უსვამს თავის პოლიტიკურ მიდრეკილებებს. მაშ რა ზედსართავზეა ლაპარაკი?

Ответ: კორეული

Комментарий: ლანკოვი წერს, რომ კორეულ ენაში არ არსებობს უბრალოდ "კორეული ლიტერატურა" ან "კორეული ისტორია" და ა.შ. იმის გამო, რომ სიტყვა "კორეა" ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას დასახელებებში სხვადასხვაა (ჩოსონ - ჩრდილო და ხან - სამხრეთი), ეს ზედსართავიც ორნაირად ითარგმნება და შესაბამისად იმისდა მიხედვით, თუ რომელ სიტყვას ხმარობს კორეელი, მეტ-ნაკლებად გასაგები ხდება მისი პოლიტიკური მრწამსიც.

Источник: http://tttkkk.livejournal.com/147172.html

Автор: გიორგი ბაქრაძე

Средняя оценка: -0.42

Комментарии (1)


110. Вопрос 2.25: ერთ–ერთ ინტერნეტ საიტზე, ამ კინოეპოპეის შესახებ ვკითხულობთ: პერსონაჟმა შემქმნელებისგან სახელი და გვარი ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსისგან მიიღო, რომელსაც ეკუთვნის ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ თანამედროვე საზოგადოების წარმოშობამდე ხალხი ცხოვრობდა მშვიდობიანად, ბედნიერად და თანასწორად. მეორე პერსონაჟმა კი გვარი ფრანგი ფილოსოფოსისგან მიიღო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადმიანის ყველა უბედურებაში დამნაშავეა საზოგადოება და საკმარისია ადმიანი ამ საზოგადოებიდან გავმიჯნოთ, რომ ის არაჩვეულებრივად კეთილშობილი ხდება. არ გეკითხებით ამ პერსონაჟების გვარებს, მითხარით ამ კინოქმნილების სახელწოდება.

Ответ: "LOST"

Зачёт: "დაკარგულები"

Комментарий: საუბარია ჯონ ლოკსა და რენე რუსოზე.

Источник: http://www.kinopoisk.ru/level/1/film/325/view_info/ok/

Автор: გოგა ტარიელაშვილი

Средняя оценка: -0.46

Комментарии (2)


111. Вопрос 4.66: ამ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ქალაქ ნანტერეში ძაღლმა სკუბიმ სხვა ხალხის თანდასწრებით მრისხანედ უყეფა ერთ პიროვნებას. ამ შემთხვევის შემდეგ ფრანგმა ტომას კასუტომ მადლობა გადაუხადა ძაღლს ”კარგი ქცევისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის” და განაცხადა, რომ იგი პრაქტიკულად დარწმუნებული იყო, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ძაღლი ამას აკეთებდა. მაშ რა გააკეთა ძაღლმა სკუბიმ?

Ответ: მისცა მოწმის ჩვენება სასამართლო პროცესზე

Комментарий: ბრალდებას ჰქონდა ვარაუდი, რომ ძაღლი შეესწრო მისი პატრონის შესაძლო მკვლელობის ფაქტს და შესაბამისად იგი სასამართლოში გამოძახებული იყო ეჭვმიტანილის ამოსაცნობად. მოსამართლე ტომას კასუტომ მას მადლობა სასამართლო პროცესისთვის გაწეული დახმარებისთვის გადაუხადა.

Источник: http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/france/2775597/Dog-appears-as-witness-in-murder-trial.html; http://smi2.ru/tvsm22/c55231

Автор: არჩილ მაჭავარიანი

Средняя оценка: -0.51

Комментарии (1)


112. Вопрос 3.51: კაროლინა მიროსლავის ასული კუეკი დაიბადა 1978 წლის 27 სექტემბერს ჩერნოვცის ოლქის პატარა ქალაქ კიცმანში. კითხვა: რა ფსევდონიმით ვიცნობთ ჩვენ ამ ადამიანს?

Ответ: ანი ლორაკი

Комментарий: კაროლ ინა - ანი ლორაკ (პალინდრომია)

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Ani_Lorak

Автор: გიორგი მოსიძე

Средняя оценка: -0.57

Комментарии (20)


113. Вопрос 2.21: რუსული გამომცემლობა «Просвещение»–ს საიტის მთავარ გვერდზე, რჩეულ ავტორთა (საიტის მესვეურთა აზრით) ექვსეულია გამოსახული, პორტრეთებითა და ნაწარმოების ნუსხით. მათ შორის არიან ჩეხოვი, გოგოლი, ჟუკოვსკი, ბარატინსკი, რადიშევი და ეს პოეტი, რომლის პორტრეტის ნაცვლად გამოსახულია პულტპერსონაჟი. დაასახელეთ ამ პერსონაჟის სახელი.

Ответ: ჰომერ სიმფსონი

Комментарий: შესაძლოა ვერ იშოვეს ჰომეროსის სურათი :)

Источник: http://lib.prosv.ru

Автор: გოგა ტარიელაშვილი

Средняя оценка: -0.62

Комментарии (2)


114. Вопрос 5.97: ერთი ჟურნალის ა.წ. მაისის ნომერში მოყვანილია რუსულ მედიაში აპრილის განმავლობაში ე.წ. „კრიზისის მეორე ტალღის“ მოლოდინში ყველაზე ხშირად მოხსენიებული სიტყვების რეიტინგი. პირველი ხუთი სიტყვიდან ოთხი დაკავშირებულია კრიზისთან. სიტყვა „კრიზისი“ მოხსენიებულია ყველაზე ხშირად – 190712-ჯერ, შემდეგ – „ბანკი“ და „ავტომობილი“, ხოლო მეხუთე ადგილზე მყოფი სიტყვა მოხსენიებულია 46794-ჯერ. დაასახელეთ ეს რთული ზედსართავი, თუ ის ნახსენებია ამ რეიტინგში სიტყვა „კრიზისის“ კომენტარში, როგორც პოზიტიური ტენდენციის ნიშანი.

Ответ: ანტიკრიზისული

Комментарий: კომენტარში ნათქვამია, რომ სიტყვა „კრიზისი“ კი მოიხსენიება უფრო და უფრო ხშირად, მაგრამ პოზიტიური ტენდენცია არის ის, რომ სიტყვა „ანტიკრიზისულიც“ წინა პერიოდთან შედარებით უფრო ხშირად სახელდება, ე.ი. სპეციალისტები წინასწარ ფიქრობენ ანტიკრიზისული ზომების მიღებაზე.

Источник: «Секрет фирмы», №5 (286), მაისი 2009, გვ. 17

Автор: დავით რაფავა

Средняя оценка: -0.77

Комментарии (2)


115. Вопрос 2.26: 1955 წლის 1 დეკემბერს ქალაქ მონტგომერიში როზა პარკსმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაიდინა იმ დროისთვის შეუფერებელი საქციელი და დაპატიმრებულ იქნა. დამისახელეთ იმ ეკლესიის პასტორის გვარი, სადაც დაიწყო შეკრება ამ ფაქტით აღფოთებულ ქალაქის მოსახლეობის ნაწილმა.

Ответ: მარტინ ლუთერ კინგი

Комментарий: შავკანიანმა ქალბატონმა ავტობუსში ადგილი არ დაუთმო თეთრკანიან მამაკაცს, რის გამოც იქნა კიდეც დაპატიმრებული. ამ ფაქტმა საფუძველი დაუდო ანტი–რასისტულ მოძრაობას აშშ–ში.

Источник: http://www.peoples.ru/state/statesmen/rosa_parks; http://en.wikipedia.org/wiki/Martin_Luther_King,_Jr

Автор: გოგა ტარიელაშვილი

Средняя оценка: -0.8

Комментарии (1)


116. Вопрос 4.77: ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბარბრა სტრაიზენდს ეს კაი ხანია არ ჰქონია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სიმბოლურად ინახებოდა მის სამზარეულოში, სანამ 2009 წლის ოქტომბერში ეს აუქციონზე იყიდა ვინმე დევიდ დევისმა. მაშ რა არის ეს?

Ответ: ასო "ა"

Зачёт: უბრალოდ "ა", "a", "A" და ა.შ.

Комментарий: ეს არის ასო "ა", რომელიც თავისი კარიერის დასაწყისში ბარბრა სტრაიზენდმა საკუთარი სახელიდან ამოიღო - ახალგაზრდობაში მას ბარბარა სტრაიზენდი ერქვა.

Источник: http://www.bloomberg.com/apps/news?pid=20601088&sid=aOZLkg_r4b_A

Автор: გიორგი ბაქრაძე

Средняя оценка: -0.84

Комментарии (1)


117. Вопрос 3.53: გადმოცემის თანახმად, ის 60-იან წლებში ქალაქ მალიპურში (ახლანდელი ჩენაი) ქადაგებდა და შემდგომში მოწამოებრივი სიკვდილით აღესრულა. ამჟამად მის სახელს ატარებს 1485 წელს დაარსებული დედაქალაქი. კითხვა: რა ენაზე საუბრობს ამ დედაქალაქის მოსახლეობის 90%?

Ответ: პორტუგალიურად (სან-ტომე და პრინსიპი)

Комментарий: წმინდა თომა ითვლება ინდოეთში ქრისტიანობის გამავრცელებლად. პორტუგალიურად „სან-ტომე“ - წმინდა თომა!

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Sao_Tome_and_Principe; http://en.wikipedia.org/wiki/Sao_Tome; http://en.wikipedia.org/wiki/Thomas_the_Apostle

Автор: გიორგი მოსიძე

Средняя оценка: -0.85

Комментарии (2)


118. Вопрос 1.6: ტევტობურგის ომში გამანადგურებელი მარცხის შემდგომ რომის იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი ძაძით მოსილი დადიოდა. იგი გერმანელებზე იმდენად გაბრაზებული იყო, რომ მის დაცვაში შემავალი გერმანელი დაცვის წევრები რომის იმპერიის მოშორებულ პროვინციებში გაუშვა სამსახუროდ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქვეყანა, სადაც მათი უმეტესობა მოხვდა ბედის ირონიის თუ იმპერატორის შავი იუმორის გამო.

Ответ: არმენია (სომხეთი)

Комментарий: ტევტობურგის ტყეში გერმანელთა ტომებს სარდლობდა არმინიუსი, იმპერატორის გერმანული დაცვის უმეტესობაც სწორედ არმენიაში გადაასახლეს.

Источник: http://www.vokrugsveta.ru/vs/article/6733/

Автор: ზურაბ ფარჯიანი

Средняя оценка: -1.07

Комментарии (2)


119. Вопрос 2.22: თბილისის ფორუმის ერთ–ერთ თემაში, აქტიურად განიხილება რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე დამანგრეველი პროცესები. თემაში ხშირად შეხვდებით ორ მოწოდებას, ლათინურ და ინგლისურ ენებზე, რომელთა ქართული თარგმანები მხოლოდ ერთი სიტყვით განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველი ისტორიული ფრაზაა, მეორე კი – გამოგონილი. დაასახელეთ ეს გამოგონილი ფრაზა, თუ ამ მოწოდების შესრულება შეიძლება ითქვას XX საუკუნეში შექმნილი ნაწარმოების პერსონაჟთა მთავარი მიზანია.

Ответ: მორდორი უნდა დაინგრეს

Комментарий: ლათინური ფრაზაა – კართაგენი უნდა დაინგრეს

Источник: http://forum.ge/?f=29&showtopic=34004753

Автор: გოგა ტარიელაშვილი

Средняя оценка: -1.3

Комментарии (1)


120. Вопрос 1.5: ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე დგას ძვ.წ. XIII საუკუნის ძვ. ეგვიპტური ობელისკი, რომელსაც “მოწმეს” ეძახიან. თუ მიხვდით რატომ ეძახიან ამ ობელისკს ცოტა არ იყოს უცნაურ მეტსახელს, 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ადამიანი, რომლის სიკვდილის მოწმეც გახდა ეს ობელისკი დაახლოებით 1972 წლის წინ.

Ответ: წმინდა პეტრე

Комментарий: ობელისკი შემთხვევით სულაც არ დგას წმ. პეტრეს მოედანზე, გადმოცემით ის იყო წმ. პეტრეს მოწამეობრივი სიკვდილის “მოწმე”.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Saint_Peter's_Square

Автор: ზურაბ ფარჯიანი

Средняя оценка: -1.62

Комментарии (2)

Вход в систему