Чемпионат Тбилиси 39 / Тур 3

18.10.2009 — 20.12.2009

Предыдущий тур    Следующий тур

Показать все ответы




Вопрос 41: ალულიმი მეფობდა 28 800 წელი, ალაგარი - 36 000 წელი, მეფე ენდენმენდურანნა - 21 000 წელი. ძველი შუმერული ტრადიციის თანახმად ყველა ეს მონარქი მეფობდა იქსამდე. დაწერეთ იქსი ერთი სიტყვით!

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 42: 1928 წელს სელიახატინ-ბეიმ მიიღო გაზეთის მორიგი ნომერი, საგულდაგულოდ გადაათვალიერა და თქვა: „ერთ დღეში, მთელი ჩემი ნაშრომი ქაოსმა მოიცვა“. კითხვა: რას წარმოადგენდა სელიახატინ-ბეის „ნაშრომი“?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 43: [დასარიგებელი მასალა: ELSA Moot Court Competition] თქვენს წინაშეა ევროპის ახალგაზრდა იურისტი სტუდენტების ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის ოფიციალური სახელწოდება. პროექტი გულისხმობს იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას. პროქტის არაოფიციალური სახელოდება ერთი სიმბოლოთი განსხვავდება 1905 წლის კონცეფციისგან. კითხვა: ვინ იყო კონცეფციის ავტორი?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 44: ირჟი გროშეკი თავის რომანში „სადილის რესტავრაცია“ წერს, რომ „დაიბადა 1958 წელს, 1975-ში - არ დაამთავრა სკოლა, 1986-ში - თავი დაანება ინსტიტუტს, 1991-ში - მოიმოქმედა პირველი, 1996 - კი მოიმოქმედა მეორე“. მესამე ქმედება რომანში მოხსენიებული არ არის. კითხვა: დაასახელეთ მესამე ქმედება!

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 45: ო’ჰენრის მოთხრობის „ვინ უფრო მაღალია?“ პერსონაჟმა, ჯეფ პიტერსმა სცადა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, გაეკეთებინა ეს, რაც მისთვის სავალალოდ დასრულდა. ერთი ბერძენი კი ამტკიცებდა, რომ ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. კითხვა: დამისახელეთ ეს ბერძენი!

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 46: პიოტრ ვაილი თავის წიგნში „ადგილის გენია“ მოგვითხრობს ისტორიას ზურმუხტისფერ მოსასხამში ჩაცმული ტორეადორის შესახებ, რომელიც ხარმა გაფატრა. გაფითრებულ ტორეადორს 4 კაცი ისე მიასვენებდა არენიდან, თითქოს მიჰქონდათ... მე არ გეკითხებით რა მიჰქონდათ, დაასახელეთ ქვეყანა, სადაც ვაილი შეესწრო ამ სცენას!

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 47: 1989 წელს სტენლი პონსმა და მარტინ ფლეიშმანმა განახორციელეს ე.წ. „იუტას ექსპერიმენტი“ და განაცხადეს, რომ ჩვეულებრივ, ლაბორატორიულ პირობებში მიიღეს ბირთვული სინთეზის მართვადი რეაქცია. ამ საკამათო ექსპერიმენტს მასალა მიუძღვნა ჟურნალმა «Эхо планеты». სტატიის ირონიულ სათაურად ჟურნალმა გამოიყენა მე-18 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსის ცნობილი გამონათქვამი, ოღონდ ამ გამონათქვამს დაუმატა ერთი სიტყვა. კითხვა: რა სიტყვა?

Показать ответ Комментарии (3)


Вопрос 48: [რიგდება მასალა] შეკითხვის ავტორი (ნიკა აგლაძე) საიტზე: ასტრონეტ.რუ წააწყდა ერთი ზოდიაკალური თანავარსკვლავედის სურათს. თქვენს წინაშეა ამ სურათის ფრაგმენტი. ფრაგმენტის სიმცირისა და ცუდი ხარისხის მიუხედავად, შეკითხვის ავტორს მიაჩნია, რომ თქვენ არ უნდა გაგიჭირდეთ გამოსახულების შეცნობა. კითხვა: რა თანავარსკვლავედზეა საუბარი?

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 49: ჩაიწერეთ ორი ციტატა: ა) „მარტში, 25 რიცხვში პეტერბურგში არაჩვეულებრივად საკვირველი შემთხვევა მოხდა“ [Марта 25 числа случилось в Петербурге необыкновенно странное происшествие]. ბ) „ბერ ძენტის [...] ამბავი იკენოოში ყველას გაეგო“. ყურადღება! მეორე ციტატაში მე გამოვტოვე ერთი სიტყვა. რომელი სიტყვა?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 50: შეკითხვის ავტორის (ნიკა აგლაძის) ერთმა მეგობარმა ერატოსთენეს, თალესსა და ჰეროდოტეს უწოდა იქსები, ვინაიდან „მათი ღვაწლი ცობილია, ცხოვრების დეტალები კი - არა“. იქსები აგრეთვე ფიგურირებენ 1969 წლის რომანში და 2008 წლის ფილმში. კითხვა: დაასახლეთ იქსი 2 2 სიტყვით!

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 51: კაროლინა მიროსლავის ასული კუეკი დაიბადა 1978 წლის 27 სექტემბერს ჩერნოვცის ოლქის პატარა ქალაქ კიცმანში. კითხვა: რა ფსევდონიმით ვიცნობთ ჩვენ ამ ადამიანს?

Показать ответ Комментарии (20)


Вопрос 52: ამბობენ, რომ 1942 წელს ქალაქ ვენის გერმანელმა კომენდანტმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ქალაქის რასობრივ-მორალური წმენდა. მისი ცნობით ვენის საოპერო თეტრის სახურავზე განთავსებული გამოჩენილი კომპოზიტორების ბიუსტთა რიცხვში იყო ერთი არა-არიელი კომპოზიტორის ქანდაკება. კომენდანტი და ჯარისკაცები ავიდნენ სახურავზე და ვინაიდან ქანდაკებებს წარწერები არ ჰქონდა, სახურავიდან გადმოისროლეს ის ბიუსტი, რომელიც მათი აზრით არაარიული გარეგნობის იყო. ამ საქციელისთვის უმაღლესმა მთავარსარდლობამ კომენდანტი დასაჯა და აღმოსავლეთ ფრონტზე უკრა თავი. კითხვა: დაასახელეთ ორი კომპოზიტორი, რომლების კომენდანტს ერთმანეთში აერია!

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 53: გადმოცემის თანახმად, ის 60-იან წლებში ქალაქ მალიპურში (ახლანდელი ჩენაი) ქადაგებდა და შემდგომში მოწამოებრივი სიკვდილით აღესრულა. ამჟამად მის სახელს ატარებს 1485 წელს დაარსებული დედაქალაქი. კითხვა: რა ენაზე საუბრობს ამ დედაქალაქის მოსახლეობის 90%?

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 54: თავის ერთ–ერთ წიგნში ბრიტანელი ისტორიკოსი [და კავკასიოლოგი] დევიდ ლენგი მიმართავს ორი ლეგენდარული მეფის შედარებით დახასიათებას. ორივე მოღვაწეობდა ერთ და იმავე ეპოქაში, ორივე ისტორიაში შევიდა როგორც კეთილი და სამართლიანი მმართველი და, ამავე დროს, ორივეს სახელი შიშის ზარს სცემდა მტერს. ამავე ტექსტში ავტორი ახსენებს პიროვნებას, რომელიც ერთ–ერთმა მეფემ, ლენგის აზრით, სამართლიანად დასაჯა სიკვდილით. კითხვა: დაასახელეთ სიკდილით დასჯილის სახელი!

Показать ответ Комментарии (4)


Вопрос 55: 2009 წლის 10 სექტემბერს გაზეთ „ლელოში“ დაიბეჭდა მასალა „სარაგოსას“ ნახევარმცველის ჯერმენ პენანტის შესახებ. სტატიაში საუბარი იყო ფეხბურთელის მძიმე ბავშვობასა და მუდმივი პრობლემების შესახებ, რომელიც მას თან სდევს. სტატიის სათაური ზუსტად ემთხვეოდა კანადელი მწერლის, მაიკლ ონდატშის 1992 წლის რომანის სახელწოდებას [1996 წელს კი გადაიღეს გახმაურებული ფილმი]. კითხვა: რა ეწოდებოდა სტატიას?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 56: რუსულენოვანი ვიკიპედიის თანახმად იქსი გააჩნდათ მარტინ ლუთერს და ჟან კალვინს, ჩინგიზ-ყაენს და ნაპოლეონ ბონაპარტეს, ჰიტლერს და მუსოლინის, ლენინს და სტალინს, მაჰათმა განდის და მარტინ ლუთერ კინგს. ინგლისურენოვანი ვიკიპედიის თანახმად იქსი აგრეთვე გამოსახული იყო ჟურნალ „ფლეიბოის“ 2004 წლის ივნისის ნომრის გარეკანზე. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით!

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 57: 2009 წლის 5 აგვისტოს ინგლისურენოვან ინტერნეტ–ჟურნალში „Forbes.com“ გამოქვეყნდა [დმიტრი სიდოროვის] სტატია (ინგლისურად), რომელიც ეხებოდა რუსეთის გაზრდილ გავლენას საერთაშორისო სარბიელზე და მის ზღვარგადასულ თავხედობას საქართველოსათან და უკრაინასთან ურთიერთობებში. სტატიის სათაური ზუსტად ემთხვეოდა 1980 წელს ირვინ კერშნერის მიერ გადაღებული გახმაურებული ფილმის სახელწოდებას, ოღონდაც სტატიის ავტორმა ფილმის სახელწოდებაში ჩაამატა ერთი სიტყვა. კითხვა: რა სიტყვა?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 58: პერუს რეგიონ ანკაშის ქალაქ კარასის ადგილობრივმა საბჭომ (ჩვენებურად საკრებულომ) სასამართლოში უჩივლა ერთ ამერიკულ კორპორაციას. პერუელები მოითხოვენ ფინანსურ კომპენსაციას, მათი ქალაქის მახლობლად განლაგებული გეოგრაფიული ობიექტის არტესონრახუ-ს გამოსახულების გამოყენებისათვის. კითხვა: რაომელ ამერიკულ კომპანიას უჩივლეს პერუელებმა?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 59: რამდენიმე წლის წინ თბილისის საჯარო სკოლებში ჩატარდა მოსწავლეთა გამოკითხვა, რომელმაც სამწუხარო შედეგი გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა თვით სასკოლო პროგრამის ფარგლებშიც კი საშუალოზე ბევრად დაბალ დონეზეა. ასე, მაგალითად შეკითხვაზე „რა არის იქსი?“, გამოკითხულთა დაახლოებით 60%-მა უპასუხა - „სიყვარულის დღესასწაული“. კითხვა: მითხარით იქსი ერთი სიტყვით!

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 60: 1963 წლის ოქტომბერში იქს-მა ოფიციალურად განაცხადა: „თუ იგრეკი არ აღმიდგენს ფინანსურ დახმარებას, მაშინ ჯოჯოხეთიდან გამოვიძახებ თავად სატანას, რომელიც აღადგენს სამართალს“. ამის შემდეგ იქს-მა საჯაროდ ნემსებით დაჩხვლიტა იგრეკი-ს ცვილის ფიგურა. კითხვა: დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც!

Показать ответ Комментарии (1)

Предыдущий тур    Следующий тур

ჯერ-ჯერობით დავით რაფავას

ჯერ-ჯერობით დავით რაფავას ტური საუკეთესო იყო

მადლობა, თამუნა!

მადლობა, თამუნა!

კომენტარი

ყოველი კითხვა ძირითადად ცოდნაზეა ორიენტირებული. ამაში არც არაფერია ცუდი. თუმცა, უფრო გამახარებდა შიგადაშიგ, მხოლოდ ლოგიკაზე აგებული კითხვებიც! წარმატებები!!! (ეს კითხვები ჩემთვის ისედაც ცნობილი იყო და მადლობა ამისთვის ელერდაშვილს და მის ბლოგს).
პირველი ტურის კითხვები განსაკუთრებით მომწონს!!! მადლობთ მიღებული სიამოვნებისთვის!

Вход в систему