18.10.2009 — 20.12.2009
Вопрос 101: ერთ წიგნში აღწერილია სამყაროს არსებობის საწყისი მომენტები დიდი აფეთქების შემდეგ: „ნივთიერების და გამოსხივების გაყოფის დიადმა პროცესმა სამყარო მანათობელი აირის გიგანტურ ხილულ ღრუბლად აქცია“. ტექსტის მომდევნო ნაწილში არის ცნობილი ლათინური ფრაზა. აღადგინეთ ეს ფრაზა.
Показать ответ Комментарии (4)Вопрос 102: [დასარიგებელი მასალა] სტატიაში ქვიშის კოშკების შესახებ შეკითხვის ავტორი ამ ილუსტრაციას და ერთი ადამიანის გვარს წააწყდა. სტატიაში, რომელიც ეძღვნება ამ პიროვნებას, დაახლოვებით 30 – ჯერ ნახსენებია ერთი ქალაქი. დაასახელეთ ეს ქალაქი!
Показать ответ Комментарии (2)Вопрос 103: უესექსის მეფე ეთელვულფ პირველი საკუთარი არისტოკრატული წარმოშობით და თავისი გვარის პატრიარქალური სიძველით ძალიან ამაყობდა. წინაპრებს შორის ეს მონარქი ვინმე ბედვიგს ასახელებდა, რომელიც ერთი ცნობილი ვოიაჟის დროს დაიბადა. არ გეკითხებით, რა ერქვა ამ ბედვიგის მამას; დაასახელეთ მისი დაბადების ადგილი.
Показать ответ Комментарии (2)Вопрос 104: ერთ საიტზე განიხილება, უყვარდა თუ არა მას ფრინველები. ერთის მხრივ, ცნობილია მისი ირონიული გამონათქვამები, რომლებშიც ის ფრინველებს სულელ, ბინძურ და მოჩხუბარ არსებებად მოიხსენიებს. თუმცა აქვე კონტრარგუმენტად მოყვანილია ამ ადამიანის შვილის სახელი. დაასახელეთ ეს სახელი.
Показать ответ Комментарии (1)Вопрос 105: [მეხუთე კითხვა] ერთ – ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს: “გვეგონა, რომ ამ ომში ჩვენსავით ხანდაზმულები მონაწილეობენ. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ჩვილები ომობენ. შემზარავია მათი ფიზიონომიები. ეს არის ნამდვილი... “ არ გთხოვთ ციტატის დამასრულებელი 3 სიტყვის აღდგენას; დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.
Показать ответ Комментарии (1)Вопрос 106: [დასარიგებელი მასალა: წარწერა Neckclothitania] თქვენს წინაშეა 1818 წელს ლონდონში გამოცემული ბროშურის სახელწოდება. ამ ბროშურაში სქემატურად გამოსახული იყო ამის კეთების ძირითადი ხერხები. ამის კეთების ერთ – ერთი ხერხის ორსიტყვიან სახელწოდებაში ფიგურირებს მონარქის სახელი. დაასახელეთ ეს მონარქი!
Показать ответ Комментарии (1)Вопрос 107: დიორდ სირტეშის ერთ-ერთ ლექსს ეწოდება „იქსი მეტროში“. ამ ნაწარმოების ლირიული გმირი გადაადგილდება ლონდონის მეტროპოლიტენის გვირაბებში და ამაოდ ცდილობს გადასასვლელების და სადგურების სისტემაში გარკვევას. ლექსის დასასრული სევდიანია: პერსონაჟი პირისპირ ხვდება იქსს. დაასახელეთ იქსი.
Показать ответ Комментарии (2)Вопрос 108: ციცერონმა თავის ბაღში ორი სპეციალური ადგილი მოაწყო, რომლებსაც იქსი და იგრეკი ეწოდებოდა. ათენში განსწავლულ ორატორს ეს სახელები შემთხვევით არ შეურჩევია: აქ ციცერონი მეგობრებს უმასპინძლდებოდა და მათთან ხანგრძლივ ფილოსოფიურ დისკუსიებს მართავდა. დაასახელეთ იქსი და იგრეკი.
Показать ответ Комментарии (2)Вопрос 109: ვინძორის სასახლეში ინახება ესკიზი, რომელიც ლეონარდო და ვინჩიმ დახატა ჯინევრა დე ბენჩის პორტრეტისათვის. ამ ნახატზე ჯინევრას სხეულის გარკვეული ნაწილებია გამოსახული. მკვლევართა აზრით, სწორედ ეს ნახატი იქცა 1948 წელს შთაგონების წყაროდ სხვა მხატვრისათვის. დაასახელეთ ეს მხატვარი.
Показать ответ Комментарии (15)Вопрос 110: ერთი რესტორანი წარმოადგენს ობსერვატორიას, რომელშიც სადილის დროს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ტელესკოპებით ისარგებლონ. შეიძლება ითქვას, რომ ამ რესტორანში იქსი შერწყმულია იგრექთან. დაასახელეთ იქსი და იგრეკი, თუ ისინი მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან.
Показать ответ Комментарии (4)Вопрос 111: დადგინდა, რომ მეგაპოლისების მაცხოვრებლები ამის მოლოდინში ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ ნახევარ წელიწადს ატარებენ. დაასახელეთ იგი, თუ ცნობილია, რომ იგი განლაგებულია გარკვეული განაწილების შუაში და ტერმინი, რომელიც დღეს-დღეობით ამ განაწილების აღსანიშნავად გამოიყენება, მეცნიერებაში 1671-1672 წლებში ნიუტონის მიერ იქნა შემოტანილი.
Показать ответ Комментарии (1)Вопрос 112: 1951 წელს ნადირობაზე გამართულ გაცხარებულ კამათს სარეკორდო შედეგი მოყვა და შეიქმნა ის, რაც თქვენთვის ყველასათვის კარგად არის ცნობილი. მე არ გეკითხებით ვინ იყვნენ კამათის მხარეები. დამისახელეთ პიროვნება, რომლის დაარსებულ დაწესებულებასაც ხელმძღვანელობდა ერთერთი მოკამათე.
Показать ответ Комментарии (1)Вопрос 113: პელეს წიგნის “მე - პელე“ გამოსვლის შემდეგ ბრაზიალიური ტორსიდას მრავალმა წევრმა ამის კეთება დაიწყო. ამ მოვლენის გამო პელე დააჯილდოვეს ოქროს მედლით, რომელიც ალბათ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი იყო. თუ თქვენ მიხვდით, რის კეთება დაიწყეს ტორსიდას წარმომადგენლებმა, არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრაც, რა უწყებამ გადასცა პელეს ეს ჯილდო. ახლა კი ყურადღება, დამისახელეთ საქართველოს ანალოგიური უწყების ხელმძღვანელი, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ თანამდებობა სწორედ ამის კეთების გაცილებით უფრო გაფართოვებული ვარიანტის განსახორციელებლად დასტოვა.
Показать ответ Комментарии (1)Вопрос 114: თავად მისი აშენება დაახლოებით 7 მილიონი დოლარ დაჯდა, ხოლო იმ პროდუქტის შექმნა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანისათვის კარგად არის ცნობილი, და რომელიც მის ისტორიას აღწერს, დაახლოებით 30-ჯერ მეტი. აგრეთვე ცნობილია, რომ მან პირველმა გამოიყენა ერთი ამერიკელის მიერ შქმნილი სისტემის მე-15 და მე-19 ელემენტების კომბინაცია. დაასახელეთ ზემოხსენებული პროდუქტის შემქმნელი.
Показать ответ Комментарии (2)Вопрос 115: ცრემლის მოდენა ბევრ რამეს შეუძლია. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენთაგანს ერთხელ მაინც უტირია ხახვის, ან თუნდაც მდოგვისაგან. ახლა კი დამისახელეთ მეტროს სადგური და „ფრინველი“, რომელთა გამოც, ყველასთვის ცნობილი წყაროს მიხედვით, ერთ კაცს მაინც მოსდგომია თვალზე ცრემლი.
Показать ответ Комментарии (1)Вопрос 116: [რიგდება მასალა: "შედგა სესია, როგორც წესია შედეგი ისევ უარესია უცხო ტომები შემოგვესია აქ რომ თესია პრომეთესია მოდის მესია უმაგრესია მოაქვს ტერორი და აგრესია უკვე რამდენი დაგვიკვნესია დღეს ჩრდილში ყოფნა უკეთესია...“] კოტე ყუბანეიშვილის ამ ლექსს დაბოლოება ჩამოვაჭერით. დამისახელეთ ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული დასახლება, რომელშიც აღნიშნული სესია შედგა, და რომლის დასახელებაც ამ ლექსის სათაურში შედის.
Показать ответ Комментарии (1)Вопрос 117: ქართულ ვიკიპედიაში უცხოური ენიდან შემოსული ეს სიტყვა შემდეგნაირად არის განმარტებული: „ქვითკირის მაღალი, მრგვალი ნაგებობა, რომელიც სიმტკიცისათვის ციხესიმაგრის გალავანში ადგილ-ადგილ არის დატანებული. აგრეთვე ხიდისა და წყალსაშვები ჰიდროტექნიკური ნაგებობის (კაშხალის, წყალსაგდების, წყალსაღებისა და სხვა) საყრდენი”. თუ თქვენ მიხვდით რა სიტყვაზეა საუბარი, დაასახელეთ ქალაქი, რომელშიც სულ მალე დასახელებაში ამ სიტყვის მქონე ობიექტის გახსნა უნდა შედგეს.
Показать ответ КомментарииВопрос 118: [რიგდება მასალა: noch] [წამკითხველს: ხაზი გაესვას კაპიტალიზაციას] იმას რაც თქვენ დაგირიგდათ, კავშირი არ აქვს არც „ღამის გუშაგთან“ და არც „კაბირიას ღამეებთან“. უბრალოდ ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით, კაპიტალიზაციის გათვალისწინებით, შეიძლება დახასიათდეს ერთი ყველასათვის ცნობილი სუბსტანციის შემადგენლობა. დაასახელეთ ეს სუბსტანცია, თუ მასთან ყველა თქვენთაგანს დღეს აუცილებლად ჰქონდა შეხება.
Показать ответ Комментарии (1)Вопрос 119: 2001 წლის მიწურულს უელსში განათლების დეპარტამენტის ბრძანებით სამსახურიდან დათხოვნილი იქნა უმცროსი კლასების მასწავლებელი. მას ბრალად ბავშვების ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ფსიქიკისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება ედებოდა. სახლში მისული ბავშვები მწარედ ტიროდნენ. თუმცა მასწავლებელს არც ვინმესთვის შეურაცხყოფა მიუყენებია და არც ტყუილი უთქვავს, მშობლებისაგან მასზე მრავალი საჩივარი შემოვიდა. მაშ რა „მწარე“ სიმართლე აუწყა მასწავლებელმა ბავშვებს?
Показать ответ Комментарии (1)Вопрос 120: 1995 წელი იაპონელებისთვის გარდამტეხად შეიძება ჩაითვალოს: პირველად ისტორიაში იაპონელებმა მოიხმარეს მეტი X, ვიდრე Y. დაასახელეთ X და Y, თუკი მათი ნარევი ჩვენში ძირითადად სამგლოვიარო სუფრებზე შეგვიძლია ვიხილოთ.
Показать ответ Комментарии (3)
ჯერ-ჯერობით დავით რაფავას
ჯერ-ჯერობით დავით რაფავას ტური საუკეთესო იყო
მადლობა, თამუნა!
მადლობა, თამუნა!
კომენტარი
ყოველი კითხვა ძირითადად ცოდნაზეა ორიენტირებული. ამაში არც არაფერია ცუდი. თუმცა, უფრო გამახარებდა შიგადაშიგ, მხოლოდ ლოგიკაზე აგებული კითხვებიც! წარმატებები!!! (ეს კითხვები ჩემთვის ისედაც ცნობილი იყო და მადლობა ამისთვის ელერდაშვილს და მის ბლოგს).
პირველი ტურის კითხვები განსაკუთრებით მომწონს!!! მადლობთ მიღებული სიამოვნებისთვის!