Вопрос 11: ბრიტანელმა ბიოლოგმა და მეცნიერების პოპულარიზატორმა, რიჩარდ დოკინსმა წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანიც ათეისტთა კონსოლიდაცია და თვითლუსტრაციაა. დოკინსმა ყველა ათეისტს მოუწოდა სამკერდე ნიშნის ადგილას ატარონ ერთი სიმბოლო, რაც დოკინსის აზრით ყველა ათეისტის გამაერთიანებელი სიმბოლო გახდება ახლო მომავალში. საინტერესოა ისიც, რომ ეს სიმბოლო დოკინსმა ერთი კლასიკური ნაწარმოებიდან ისესხა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით რა ჰქვია ამ სიმბოლოს ხსენებულ კლასიკურ ნაწარმოებში?

Ответ: ალისფერი ასო

Комментарий: საუბარია ნათანიელ ჰოტორნის რომანზე „ალისფერი ასო“, სადაც ალისფერი A მეუღლის ღალატს, ანუ ადიულტერს აღნიშნავს. რიჩარდ დოკინსმა კი ალისფერი ასო ათეისტთა სიმბოლოდ დაასახელა

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Out_Campaign

Комментарии (1)

Вход в систему