Вопрос 54: თავის ერთ–ერთ წიგნში ბრიტანელი ისტორიკოსი [და კავკასიოლოგი] დევიდ ლენგი მიმართავს ორი ლეგენდარული მეფის შედარებით დახასიათებას. ორივე მოღვაწეობდა ერთ და იმავე ეპოქაში, ორივე ისტორიაში შევიდა როგორც კეთილი და სამართლიანი მმართველი და, ამავე დროს, ორივეს სახელი შიშის ზარს სცემდა მტერს. ამავე ტექსტში ავტორი ახსენებს პიროვნებას, რომელიც ერთ–ერთმა მეფემ, ლენგის აზრით, სამართლიანად დასაჯა სიკვდილით. კითხვა: დაასახელეთ სიკდილით დასჯილის სახელი!

Ответ: ვარსქენ პიტიახში

Комментарий: ქართველოლოგი ლენგი, თავის წიგნში „ქართველები“ ადარებს მეფე არტურს და ვახტანგ გორგასალს. როგორც ცნობილია 484 წელს ვახტანგ გორგასლის ბრძანებით ღალატისათვის სიკვდილით დასაჯეს ქართლის პიტიახში ვარსქენი.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Lang,_David_Marshall

Комментарии (4)

Вход в систему