Вопрос 57: 2009 წლის 5 აგვისტოს ინგლისურენოვან ინტერნეტ–ჟურნალში „Forbes.com“ გამოქვეყნდა [დმიტრი სიდოროვის] სტატია (ინგლისურად), რომელიც ეხებოდა რუსეთის გაზრდილ გავლენას საერთაშორისო სარბიელზე და მის ზღვარგადასულ თავხედობას საქართველოსათან და უკრაინასთან ურთიერთობებში. სტატიის სათაური ზუსტად ემთხვეოდა 1980 წელს ირვინ კერშნერის მიერ გადაღებული გახმაურებული ფილმის სახელწოდებას, ოღონდაც სტატიის ავტორმა ფილმის სახელწოდებაში ჩაამატა ერთი სიტყვა. კითხვა: რა სიტყვა?

Ответ: ბოროტების

Комментарий: ირვის კერშნერის ფილმს ეწოდებოდა The Empire Strikes Back („ვარსკვლავური ომების“ მეორე ფილმი). სიდოროვმა სათაურში ჩაამატა სიტყვა Evil (ბოროტი) და მიიღო The Evil Empire Strikes Back. „ბოროტების იმპერია“ რონალდ რეიგანმა 1983 წელს უწოდა საბჭოთა კავშირს (რუსეთს).

Источник: http://www.forbes.com/2009/08/04/trust-but-verify-russia-kremlin-opinions-contributors-obama-putin.html; http://en.wikipedia.org/wiki/Evil_empire

Комментарии (1)

Вход в систему