Вопрос 70: 2004 წლის 11 მარტს მადრიდში მოხდა ტერორისტული აქტი, რომელმაც ერთი მონაცემებით 191 ადამიანი იმსხვერპლა. თავდაპირველად ტერაქტის განმხორციელებლად მიჩნეული იქნა ეტა, თუმცა მოგვიანებით ეს ტერაქტი ისლამისტურ დაჯგუფებებთან იქნა დაკავშირებული. კერძოდ, გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს დღე შემთხვევით არ იყო შერჩეული და მას ამ ტერაქტების ორგანიზატორი ისლამისტური დაჯგუფებებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნდა. ეს ტერაქტები დაკავშირებულ იქნა ადრე მომხდარ სხვა, თითოეული ჩვენთაგანისთვის ცნობილ მოვლენასთან, და მოსაზრების არგუმენტირებისთვის გაკეთებული იქნა ერთი საკმაოდ მარტივი კალკულაცია. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ, თუ რა ფაქტი იქნა დაფიქსირებული ამ კალკულაციის შედეგად, რაც ამ მოსაზრების მხარდაჭერთა აზრით მადრიდის ტერორისტულ აქტებში ალ-ქაედას ბრალზე პირდაპირ მიუთითებდა.
Ответ: 2001წ 11 სექტემბრის მოვლენებიდან მადრიდის მოვლენებამდე ზუსტად 911 დღე იყო გასული
Комментарий: ეს ტერორისტული აქტი დაკავშირებული იქნა 2001 წლის, 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტთან, რომელსაც ინგლისურად მოკლედ NINE-ONE-ONE, ანუ ცხრა ერთი ერთს უწოდებენ, ხოლო კალკულაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ტერაქტიდან მადრიდის ტერაქტამდე 911 დღე იყო გასული.
Источник: http://www.snopes.com/rumors/madrid.asp; http://en.wikipedia.org/wiki/2004_Madrid_train_bombings
Комментарии (1)