Вопрос 71: ამერიკული დეტექტიური ტელესერიალის "მენტალისტი" ერთ-ერთ სერიაში მთავარი გმირი პატრიკ ჯეინი უცბად ხვდება თუ ვინ არის მკვლელი და ყვირის - "ევრიკა!". მისი კოლეგისთვის ეს სიტყვა უცხო აღმოჩნდება და ის ჯეინს თარგმანს სთხოვს. დაასახელეთ აბსოლუტურად ზუსტად, თუ რა მოკლე სიტყვით უთარგმნა ჯეინმა ძველბერძნულიდან ინგლისურად სიტყვა "ევრიკა" და ნუ ეცდებით დაასწროთ ეთმანეთს - თქვენ ყველას ერთი წუთი გაქვთ.

Ответ: ბინგო

Комментарий: სიტყვა ბინგო ინგლისურენოვან სამყაროში ხშირად გამოიყენება როგორც რაიმე აღმოჩენის ან მიღებული შედეგის გამოსაცხადებლად, ისევე, როგორც ევრიკა. ამასთან, ბინგო არის ლოტოსმაგვარი თამაში, რომელშიც მოთამაშეებმა ერთმანეთს უნდა დაასწრონ ბარათების შევსება გამოცხადებული შემთხვევითი რიცხვების შესაბამისად. პიროვნება, რომელიც პირველი შესძლებს საკუთარი ბარათის შევსებას ხმამაღლა ყვირის "ბინგო".

Источник: The Mentalist, season 1, episode 11; http://www.merriam-webster.com/dictionary/bingo

Комментарии (1)

Вход в систему