Вопрос 82: (რიგდება სურათი) 2009 წლის 3 ნოემბერს მილან–რელის ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩის წინ, ერთ–ერთმა ელექტრონულმა სპორტულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სახუმარო სტატია, სადაც დაწერა პროგნოზები, თუ რას მოიმოქმედებდნენ, ან რა ბედი ეწეოდათ ამ თამაშის შემდეგ თამაშის მონაწილე ფეხბურთელებს. მაგალითად, ამ სტატიაში ეწერა, რომ თამაშის შემდეგ ინვალიდის ჯოხებს გაცვლიდნენ ჯუზეპე ფავალი და ალფრედო დი სტეფანო, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ ორთავე ძალიან მოხუცები არიან. ასევე, ამ სტატიაში ეწერა, რომ თამაშის შემდეგ მილანის გოლკიპერი დიდა მიჩნეული იქნებოდა ახალ „პადრე პიოდ“. „პადრე პიოს“ ფოტო ახლა თქვენს წინაშეა. ამავე სტატიის მიხედვით, რა ექნებოდათ საერთო მილანის გოლკიპერს და „პადრე პიოს“?

Ответ: გახვრეტილი ხელები

Комментарий: პადრე პიომ ხალხს რამდენჯერმე აჩვენა ხელებზე წარმოქმნილი ხვრელები (სავარაუდოდ, ლურსმნებისგან). გამოცემა გოლ.კომ–მა იხუმრა, რომ დიდასაც ხვრელები ექნება ხელებში და ამიტომ იქნება მიჩნეული პადრე პიო–დ. სურათი მე ისე გადავჭერი, რომ თქვენ ხვრელის ნაწილი გეხილათ. ჩაითვლება აზრის მიხედვით.

Источник: http://en.wikipedia.org/wiki/Pio_of_Pietrelcina; http://www.dailymail.co.uk/news/article-524671/Body-controversial-saint-Padre-Pio-exhumed-public-display-40-years-death.html; http://www.goal.com/en-us/news/86/italy/2009/11/03/1601360/top-10-things-milan-real-madrid-players-will-do-after

Комментарии (1)

Вход в систему