Вопрос 95: ერთი პროექტის აღწერისას კითხვის ავტორს მოჰყავდა ორი სატრანსპორტო სქემის შედარება: ერთში კასპიის ზღვის გადაკვეთა ხდებოდა ტანკერის, ხოლო მეორეში კი – ბორნის მეშვეობით. დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ სიძვირის მიუხედავად, მეორე სქემას გააჩნია ბევრი უპირატესობა პირველთან შედარებით: სისწრაფე, დანაკარგების ნაკლებობა და სხვა. იმ თავის სათაური, რომელშიც ხდებოდა ეს შედარება, დაემთხვა 2004 წლის ფილმის სახელწოდების ქართულ თარგმანს. დაასახელეთ ეს ფილმი კითხვაში მოხსენიებული ორი სიტყვით.
Ответ: „ბორნის უპირატესობა“
Комментарий: ასე ითარგმნება ქართულად ფილმის “The Bourne Supremacy” სახელწოდება.
Источник: http://www.imdb.com/title/tt0372183/; http://avoe.ge/movies/one.php?mid=4127
Комментарии (1)