Вопрос 114: თავად მისი აშენება დაახლოებით 7 მილიონი დოლარ დაჯდა, ხოლო იმ პროდუქტის შექმნა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანისათვის კარგად არის ცნობილი, და რომელიც მის ისტორიას აღწერს, დაახლოებით 30-ჯერ მეტი. აგრეთვე ცნობილია, რომ მან პირველმა გამოიყენა ერთი ამერიკელის მიერ შქმნილი სისტემის მე-15 და მე-19 ელემენტების კომბინაცია. დაასახელეთ ზემოხსენებული პროდუქტის შემქმნელი.
Ответ: ჯეიმს ქემერონი
Комментарий: „ტიტანიკის“ აშენებაში დაიხარჯა დაახლოებით 7 მილიონი დოლარი, ფილმის შექმნაში - დაახლოებით 30-ჯერ მეტი. ინფლაციის გათვალისწინებით ეს არც ისე გასაკვირია. ცნობილია, რომ „ტიტანიკი“ იყო პირველი გემი, რომელმაც ეთერში გადასცა სიგნალი „SOS“. შესაბამისად, „O“ და „S“ ანბანის მე-15 და მე-19 ასოებს წარმოადგენენ.
Источник: http://www.hemmy.net/2006/04/30/50-interesting-facts/
Комментарии (2)