Чемпионат Тбилиси 39 / Тур 2

18.10.2009 — 20.12.2009

Предыдущий тур    Следующий тур

Показать все ответы




Вопрос 21: რუსული გამომცემლობა «Просвещение»–ს საიტის მთავარ გვერდზე, რჩეულ ავტორთა (საიტის მესვეურთა აზრით) ექვსეულია გამოსახული, პორტრეთებითა და ნაწარმოების ნუსხით. მათ შორის არიან ჩეხოვი, გოგოლი, ჟუკოვსკი, ბარატინსკი, რადიშევი და ეს პოეტი, რომლის პორტრეტის ნაცვლად გამოსახულია პულტპერსონაჟი. დაასახელეთ ამ პერსონაჟის სახელი.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 22: თბილისის ფორუმის ერთ–ერთ თემაში, აქტიურად განიხილება რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე დამანგრეველი პროცესები. თემაში ხშირად შეხვდებით ორ მოწოდებას, ლათინურ და ინგლისურ ენებზე, რომელთა ქართული თარგმანები მხოლოდ ერთი სიტყვით განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველი ისტორიული ფრაზაა, მეორე კი – გამოგონილი. დაასახელეთ ეს გამოგონილი ფრაზა, თუ ამ მოწოდების შესრულება შეიძლება ითქვას XX საუკუნეში შექმნილი ნაწარმოების პერსონაჟთა მთავარი მიზანია.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 23: ერთ–ერთ ფანტასტიკურ ნაწარმოებში მოთხრობილია, თუ როგორ მოგზაურობს ხალხი წარსულში, დინოზავრებზე სანადიროდ. ერთ–ერთი ასეთი მოგზაურობისას, პერსონაჟი შემთხვევით სიცოცხლეს გამოასალმებს ერთ ცოცხალ არსებას, რის გამოც სახლში დაბრუნებისას ძალიან ინანებს. ერთი წუთის შემდეგ, დაასახელეთ ერიკ ბრესის და ჯონათან გრუბერის მიერ 2004 წელს გადაღებული ფილმის სახელწოდება.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 24: არტემი ლებედევს, თუ დავუჯერებთ, მონღოლეთში ხშირად შევხვდებით აბრებს, რომლებზეც კირილიცათი „კანონია“ დაწერილი. არ გეკითხებით რას გვეუბნება ეს კანონი, ან რისთის არის ის ქუჩებში გამოკრული. უბრალოდ დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ანალოგიურ შემთხვევაში შეგვიძლია ვიხილოთ საქართველოში.

Показать ответ Комментарии (3)


Вопрос 25: ერთ–ერთ ინტერნეტ საიტზე, ამ კინოეპოპეის შესახებ ვკითხულობთ: პერსონაჟმა შემქმნელებისგან სახელი და გვარი ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსისგან მიიღო, რომელსაც ეკუთვნის ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ თანამედროვე საზოგადოების წარმოშობამდე ხალხი ცხოვრობდა მშვიდობიანად, ბედნიერად და თანასწორად. მეორე პერსონაჟმა კი გვარი ფრანგი ფილოსოფოსისგან მიიღო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადმიანის ყველა უბედურებაში დამნაშავეა საზოგადოება და საკმარისია ადმიანი ამ საზოგადოებიდან გავმიჯნოთ, რომ ის არაჩვეულებრივად კეთილშობილი ხდება. არ გეკითხებით ამ პერსონაჟების გვარებს, მითხარით ამ კინოქმნილების სახელწოდება.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 26: 1955 წლის 1 დეკემბერს ქალაქ მონტგომერიში როზა პარკსმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაიდინა იმ დროისთვის შეუფერებელი საქციელი და დაპატიმრებულ იქნა. დამისახელეთ იმ ეკლესიის პასტორის გვარი, სადაც დაიწყო შეკრება ამ ფაქტით აღფოთებულ ქალაქის მოსახლეობის ნაწილმა.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 27: იტალიაში, კერძოდ კი სიციალიაში, მე–20 საუკუნის დასაწყისში ინგლისიდან შევიდა ერთგვარი თავსაბურავის ტარების მოდა. ძალიან მალე ის სიცილიელთა სამოსის შეუცვლელ ატრიბუტად იქცა და სახელიც იტალიურ ყაიდაზე გადაკეთდა. ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დამისახელეთ 1939 წლის 7 აპრილს, ქალაქ დეტროიტში დაბადებული კინორეჟისორის გვარი.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 28: როგორი პარადოქსალურიც არ უნდა მოგვეჩვენოს, მესამე რაიხის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, გერმანიის ერთ–ერთ ქალაქში სასტიკად იყო აკრძალული ანტისემიტური ლოზუნგების გამოყენება. არ გეკითხებით ამის მიზეზს, უბრალოდ დაასახელეთ ეს ქალაქი.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 29: არტურო პერეს–რევერტე, ერთ–ერთ რომანში აღწერს რა ქალაქ სევილიის არქიეპისკოპოსის საერო ინტერესებსა და გატაცებებს, აღნიშნავს, რომ "პასტორისეული ნეიტრალიტეტისა და ეკლესიის მსახურისთვის შესაფერისი სიფრთხილის გამო, ის ორი, ერთმანეთის კონკურენტი ორგანიზაციის წევრი იყო, რადგანაც მისი მე–11 მცნება ქადაგებდა: "არასოდეს ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში".

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 30: ამერიკელი ფანტასტის, ლარი ნივენის რომანში, აღწერილია ერთგვარი მკვრივი მატერია. იმდენად მკვრივი, რომ მასში "პატარა არსებებიც" კი იჭედებოდნენ. პატარა არსებებით შეცვლილი სიტყვა, თანამედროვე სამყაროში ერთი იტალიელის წყალობით დამკვიდრდა. დაასახელეთ ეს სიტყვა.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 31: გასული საუკუნის 70–იან წლებში, აშშ–ში გადაღებული პორნოფილმების თითქმის 90% კალიფორნიის ქალაქ სან–ფერნანდოში და მისი შემოგარენ ქალაქებში იწარმოებოდა. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ მეტსახელი, რომელსაც ეს რეგიონი დღემდე ატარებს და რომელიც კითხვის ავტორისათვის სულ სხვა ინდუსტრიასთან ასოცირდება.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 32: ძველი ეგვიპტური ქალაქის, ტანისის სახელწოდება ებრაულად ჟღერს როგორც – ცოან. ერთი წუთის შემდეგ მითხარით, ვის მოიხსენიებენ ებრაელები სიტყვით ცოანიმ (Tso’anim).

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 33: [გუნდებს ურიგდებათ სარეკლამო პოსტერი] ერთი წუთის შემდეგ მითხარით, რომელ დღესთან დაკავშირებით გამოუშვა გინესმა ეს სარეკლამო პოსტერი.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 34: 1822 წელს, საფრანგეთის პატარა სოფელ ბლენვილ–კრემონში დაიბადა ვინმე დელფინა კუტურიე. 1839 წლის 7 აგვისტოს, მადმუაზელ დელფინა ცოლად მიყვება, მეზობელ სოფელში მცხოვრებ ქირურგს, ეჟენ დელამერს. 1848 წლის 7 მარტს დელფინა დელამერის სიცოცხლე ტრაგიკულად სრულდება. დაასახელეთ ორი სიტყვა, რომელიც სახელისა და გვარის გარდა გამოსახულია დელფინა დელამერის საფლავზე.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 35: ამ ადამიანის სახელში, ბგერა “დ” ორჯერ ფიგურირებს. ამიტომ ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, ეს ჩვეულებრივი ხელმოწერაა და მეტი არაფერი. დაასახელეთ ეს, ორი სიტყვით.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 36: ტერი პრეტჩეტის ნაწარმოებებში არის ორგანიზაცია, რომლის ძირითადი დანიშნულება ანტირელიგიური ქმედებების აღმოფხვრა გახლავთ. ორგანიზაცია იყოფა ორ ქვეგანყოფილებად, რომელთაგან პირველის წევრები, მეორისაგან განსხვავებით, საკუთარ მიზანს, ადამიანის გარე ფაქტორებზე ზეგავლენით აღწევენ.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 37: ძალიან გთხოვთ სწორი პასუხის გამოცხადების შემდეგ ტაშს ნუ დამიკრავთ :) დაასახელეთ გასული საუკუნის 70–იან წლებში შექმნილი ნაწარმოები, რომლის შექმნისას, როგორც ამბობენ, აკუსტიკური ეფექტის მისაღებად გამოიყენებულ იქნა ძველი ეკლესიის ხის იატაკი.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 38: გოგოლის ნეშთის გადასვენების დროს, ცხედარი გადაბრუნებულ მდგომარეობაში, ხოლო კუბოს სახურავის შიდა მხარეს კი ნაკაწრები აღმოაჩინეს. ეს საინტერესო ფაქტი მოყვანილია ვიკიპედიის სტატიაში, რომელშიც აგრეთვე ილუსტრაციის სახით წარმოდგენილია ჯონ კოლიერის ნახატი “მძინარე მზეთუნახავი”. თქვენ კი უნდა დაასახელოთ მდინარე, რომლის სახელწოდებაც ფაქტიურად ფიგურირებს სტატიის სათაურში.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 39: როგორც ცნობილია, ოპერაციული სისტემა ლინუქის მოყვარულთა შორის, გავრცელებულია გამოთქმა Windows Must Die (ვინდოუსი უნდა მოკვდეს). შესაძლოა ამან განაპირობა ის მეტსახელი, რომლითაც ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ ერთ ცნობილ კომპანიას. დაასახელეთ ეს სახუმარო სახელი, თუ იგი მხოლოდ პირველი ორი ასოთი განსხვავდება ორიგინალისგან.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 40: არსებობდა, თუ არა დანამდვილებით არ ვიცი. მაგრამ ამბობენ, რომ ის ერთ–ერთ ავსტრიულ ოჯახში ცხოვრობდა და სახელად ტიბლსი ერქვა. ერთი წუთის შემდეგ, მითხარით ამ ოჯახის გვარი.

Показать ответ Комментарии (1)

Предыдущий тур    Следующий тур

ჯერ-ჯერობით დავით რაფავას

ჯერ-ჯერობით დავით რაფავას ტური საუკეთესო იყო

მადლობა, თამუნა!

მადლობა, თამუნა!

კომენტარი

ყოველი კითხვა ძირითადად ცოდნაზეა ორიენტირებული. ამაში არც არაფერია ცუდი. თუმცა, უფრო გამახარებდა შიგადაშიგ, მხოლოდ ლოგიკაზე აგებული კითხვებიც! წარმატებები!!! (ეს კითხვები ჩემთვის ისედაც ცნობილი იყო და მადლობა ამისთვის ელერდაშვილს და მის ბლოგს).
პირველი ტურის კითხვები განსაკუთრებით მომწონს!!! მადლობთ მიღებული სიამოვნებისთვის!

Вход в систему