Чемпионат Тбилиси 39 / Тур 1

18.10.2009 — 20.12.2009

Следующий тур

Показать все ответы




Вопрос 1: ცნობილია, რომ ბობ მარლის საფლავში ჩააყოლეს მისი გიტარა, ბიბლია, მარიხუანათი "დატენილი" სიგარეტი, ეთიოპიის პრინცის ნაჩუქარი ბეჭედი და კიდევ ერთი ნივთი, რომელიც ბობ მარლის გარდაცვალების ირიბი მიზეზი გახდა. საინტერესოა ისიც, რომ მომღერლის გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ ამ ნივთმა ირიბად კვლავ მიანიჭა ტკივილი ბობ მარლის თანამემამულეებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნივთი!

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 2: ლორენა ოჩოა სპორტის ამ სახეობაში ქალთა შორის პირველ ადგილს იკავებს, რაც გარკვეული მოსაზრებით პარადოქსია, ვინაიდან თავად თამაშის სახელწოდება, ერთი განმარტების თანახმად, უკიდურესად მამაკაცური სპორტის სახეობაა და მასში ქალები არ დაიშვებიან. დაასახელეთ სპორტის ეს სახეობა.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 3: თქვენს წინაშეა საკმაოდ ორიგინალური სარეკლამო პოსტერი, სადაც წაშლილია ერთ-ერთი ცხოველი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცხოველი!

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 4: 2003 წლის ნოემბერში გერმანიის ერთ ქალაქს დროებით გადაარქვეს სახელი, რითაც პატივი მიაგეს ამ ქალაქში წარმოებული პროდუქტის მეხუთე თაობას. ყურადღება შეკითხვა დაასახელეთ ამ ქალაქის მიღებული დროებითი სახელწოდება, რომელიც 1 ასოთი განსხვავდებოდა მისი რეალური სახელისაგან.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 5: ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე დგას ძვ.წ. XIII საუკუნის ძვ. ეგვიპტური ობელისკი, რომელსაც “მოწმეს” ეძახიან. თუ მიხვდით რატომ ეძახიან ამ ობელისკს ცოტა არ იყოს უცნაურ მეტსახელს, 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ადამიანი, რომლის სიკვდილის მოწმეც გახდა ეს ობელისკი დაახლოებით 1972 წლის წინ.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 6: ტევტობურგის ომში გამანადგურებელი მარცხის შემდგომ რომის იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი ძაძით მოსილი დადიოდა. იგი გერმანელებზე იმდენად გაბრაზებული იყო, რომ მის დაცვაში შემავალი გერმანელი დაცვის წევრები რომის იმპერიის მოშორებულ პროვინციებში გაუშვა სამსახუროდ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქვეყანა, სადაც მათი უმეტესობა მოხვდა ბედის ირონიის თუ იმპერატორის შავი იუმორის გამო.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 7: [მოთამაშეებს ურიგდებათ ტექსტი: 1. old blue 2. Sweet George Brown 3. Burying Black 4. Dobbin 5. ?] ჯონ სტეინბეკის რომანში “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” მთავარ გმირს, ეთან ჰოულის სულ 5 კარგი კოსტიუმი აქვს, რომელთაგანაც თითოეულს თავისი საკუთარი სახელი აქვს. მთავარი გმირის ოთხი კოსტიუმის საკუთარი სახელი თქვენ დაგირიგდათ. დაასახელეთ რა ერქვა მის მეხუთე კოსტიუმს, თუკი ამაში თქვენ მე–19 საუკუნეში დაწერილი რომანი დაგეხმარებათ.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 8: ჭეშმარიტი მუსლიმი ლოცვას, ანუ ნამაზს განბანის რიტუალით იწყებს, შემდეგ პატარა სპეციალურ ხალიჩაზე მუხლებზე დგება და ამ პოზაში იგი ემსგავსება პირველს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ხსენებული პირველის სახელწოდება!

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 9: ცნობილია რომ მას შემდეგ რაც ისლამურ სამყაროში დაიწყო მინარეთების აგება და მინარეთი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, მუეძინების თანამდებობის დაკავებისას უპირატესობა სწორედ ასეთ ადამიანებს ენიჭებოდათ, რადგანაც ამით არავითარ შემთხვევაში აღარ გაჩნდებოდა მუეძინის მხრიდან ჰარამის დარღვევის შანსი. ყურადღება შეკითხვა: რა კატეგორიის ადამიანებს ენიჭებოდას უპირატესობა?

Показать ответ Комментарии (4)


Вопрос 10: როგორც ცნობილია, მოდა ხშირად მეფეთა და დიდგვაროვანთა მიმბაძველობით ჩნდება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით სწორედ ასე გახდა პოპულარული ე.წ. "ფრიგიული ქუდიც", მას შემდეგ, რაც ერთმა ლეგენდარულმა პიროვნებამ ის “შეძენილი” ნაკლის დასაფარად გამოიყენა. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით რა შეძენილ ნაკლზეა საუბარი, დაასახელეთ ეს ლეგენდარული ადამიანი.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 11: ბრიტანელმა ბიოლოგმა და მეცნიერების პოპულარიზატორმა, რიჩარდ დოკინსმა წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანიც ათეისტთა კონსოლიდაცია და თვითლუსტრაციაა. დოკინსმა ყველა ათეისტს მოუწოდა სამკერდე ნიშნის ადგილას ატარონ ერთი სიმბოლო, რაც დოკინსის აზრით ყველა ათეისტის გამაერთიანებელი სიმბოლო გახდება ახლო მომავალში. საინტერესოა ისიც, რომ ეს სიმბოლო დოკინსმა ერთი კლასიკური ნაწარმოებიდან ისესხა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით რა ჰქვია ამ სიმბოლოს ხსენებულ კლასიკურ ნაწარმოებში?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 12: ამ სპორტსმენს ჟურნალისტები "ელვის დარტყმას" უწოდებენ, მისი ქართველი კოლეგები კი მას მოიხსენიებენ ისე, როგორც ერთმა ქართველმა კინორეჟისორმა უწოდა საკუთარი ფილმის პერსონაჟებს. ერთი წუთის შემდეგ მითხარით რა ეწოდება ხსენებულ ქართულ ფილმს?

Показать ответ Комментарии (3)


Вопрос 13: მათემატიკოს კონფოროვიჩის ნაშრომში „იქსის მათემატიკა“ არის ასეთი ციტატა: „ძველი ხალხები გამოსახავდნენ გარშემო არსებულ ხილულ სამყაროს წრის ან კონცენტრირებული წრეების საშუალებით. გარდაცვლილთა უხილავ სამყაროს კი – სპირალის ან იქსის სახით. ყურადღება შეკითხვა: რა არის შეკითხვაში შეცვლილი იქსით?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 14: ამერიკულ სერიალში "ექვსი ფუტი მიწის ქვეშ" მოთხრობილია დამკრძალავი ბიუროს მეპატრონე ოჯახის ისტორია, სადაც თითოეული სერია იწყება ვიღაცის სიკვდილით. კინოკრიტიკოსთა და სოციოლოგთა შეფასებით თითოეული სერია ამერიკელ მაყურებელს ეუბნება იმას, რასაც გაიგონებდით ძველ რომში ტრიუმფის დროს. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ თქვენს ფურცლებზე ის, რასაც გაიგონებდით ძველ რომში ტრიუმფის დროს.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 15: მარსელ პრუსტის რომანში „სვანის მიმართულებით“ ერთ–ერთი პერსონაჟი, ბიცოლა ლეონია სვამს შეკითხვას, რის შემდეგაც მას ატყობინებენ, რომ გარდაიცვალა მადამ რუსსო. XX საუკუნეში ეს შეკითხვა დასვა ერთმა ამერიკელმა მწერალმაც. ყურადღება შეკითხვა: დასვით ეს შეკითხვა თქვენც, თქვენსავე ფურცლებზე.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 16: ანატოლი ბელკინი სერგეი მიხალკოვს კარგ პოეტად მიიჩნევს, თუმცა მას მაინც ვერ პატიობს ერთ რამეს, ლექსის გადაკეთებას. ბელკინის აზრით მიხალკოვმა საკუთარ ლექსს ერთი კონკრეტული ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარა. ოპერაცია, რომლის სახელწოდებაც მოცემულ კონტექსტში ორაზროვნად შეესიტყვება თავად ლექსის გადაკეთების ფაქტს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ოპერაციის სამედიცინო სახელწოდება.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 17: [შეკითხვაში არის ცვლილება] მე–16 საუკუნის კასტილიაში სატელევიზიო ანძები მეზობელი ჰოლანდიიდან შემოსულ ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოდგენდა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ იმ ეპოქის ადგილობრივ მოსახლეობას ისინი გოლიათები ეგონა. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში "სატელევიზიო ანძებით"?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 18: ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული წერდა: „პოეტი ვარ და ეს მეტი კი არაფერია, ერთი იქსით მეტი ვარ თქვენზეო“. ძვ. ეგვიპტელთა ცხოვრებაში უმთავრესი პერიოდული მოვლენა გამოწვეული იყო ისიდას ერთი იქსით. ყურადღება შეკითხვა: მითხარით რა შევცვალე მე შეკითხვაში იქსით?

Показать ответ Комментарии (4)


Вопрос 19: 1996 წელს ჰესბოლამ ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე მიიტანა თავდასხმა. ამის საპასუხოდ ისრაელის საჰაერო ძალები რამდენიმე დღის განმავლობაში ბომბავდნენ ლიბანს. განრისხებული ებრაელების მიერ ლიბანში ჩაგდებულ ჭურვებს ჟურნალისტებმა ერთი ცნობილი რომანის სათაური უწოდეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ რომანის ავტორი.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 20: 1996 წელს ნორა ეფრონმა ჰოლივუდში გადაიღო ფილმი, რომლის მთავარი პერსონაჟი სახელად იქსი არის იგრეკი. 2009 წლის 25 ივნისის შემდეგ მთელს მსოფლიოში მრავალი მილიონი ადამიანი კი თავს იმშვიდებს იმით, რომ იქსი გახდა იგრეკი. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ იქსიც და იგრეკიც სწორი თანამიმდევრობით.

Показать ответ Комментарии (1)

Следующий тур

ჯერ-ჯერობით დავით რაფავას

ჯერ-ჯერობით დავით რაფავას ტური საუკეთესო იყო

მადლობა, თამუნა!

მადლობა, თამუნა!

კომენტარი

ყოველი კითხვა ძირითადად ცოდნაზეა ორიენტირებული. ამაში არც არაფერია ცუდი. თუმცა, უფრო გამახარებდა შიგადაშიგ, მხოლოდ ლოგიკაზე აგებული კითხვებიც! წარმატებები!!! (ეს კითხვები ჩემთვის ისედაც ცნობილი იყო და მადლობა ამისთვის ელერდაშვილს და მის ბლოგს).
პირველი ტურის კითხვები განსაკუთრებით მომწონს!!! მადლობთ მიღებული სიამოვნებისთვის!

Вход в систему