Чемпионат Тбилиси 39 / Тур 5

18.10.2009 — 20.12.2009

Предыдущий тур    Следующий тур

Показать все ответы




Вопрос 81: თქვენს წინაშეა ამერიკაში დაპატენტებული ერთ–ერთი გამოგონების ფოტო. ამ გამოგონებას ორმაგი დანიშნულება აქვს, აქედან ერთი - ჰიგიენურია. 2009 წლის ოქტომბერში უგო ჩავესმა მოუწოდა თანამემამულეებს, რომ თავი შეეკავებინათ ერთი ქმედებისაგან ეროვნული რესურსების, მათ შორის ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, რითაც პრაქტიკულად აუკრძალა მათ ამ ნივთის გამოყენებაც. თქვენ კი დამისახელეთ რა ქმედება აუკრძალა ჩავესმა ვენესუელელებს. მიიღება მხოლოდ ზუსტი პასუხი.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 82: (რიგდება სურათი) 2009 წლის 3 ნოემბერს მილან–რელის ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩის წინ, ერთ–ერთმა ელექტრონულმა სპორტულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სახუმარო სტატია, სადაც დაწერა პროგნოზები, თუ რას მოიმოქმედებდნენ, ან რა ბედი ეწეოდათ ამ თამაშის შემდეგ თამაშის მონაწილე ფეხბურთელებს. მაგალითად, ამ სტატიაში ეწერა, რომ თამაშის შემდეგ ინვალიდის ჯოხებს გაცვლიდნენ ჯუზეპე ფავალი და ალფრედო დი სტეფანო, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ ორთავე ძალიან მოხუცები არიან. ასევე, ამ სტატიაში ეწერა, რომ თამაშის შემდეგ მილანის გოლკიპერი დიდა მიჩნეული იქნებოდა ახალ „პადრე პიოდ“. „პადრე პიოს“ ფოტო ახლა თქვენს წინაშეა. ამავე სტატიის მიხედვით, რა ექნებოდათ საერთო მილანის გოლკიპერს და „პადრე პიოს“?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 83: (წამყვანმაკითხვის დაწყებამდე უნდა თქვას: „ყურადღება. გთხოვთ, ზუსტად ჩაიწეროთ, რადგან ყოველ სიტყვას და ასოს დიდი მნიშვნელობა აქვს“) შეიძლება ითქვას, რომ ძველ რომში, ფრაზა – „კაცი, რომელიც ახლა აქ იმყოფება“ (Est vir qui adest) – წარმოადგენდა საკმაოდ გავრცელებულ პასუხს კითხვაზე „რა არის იქსი“ – (Quid est იქსი). თქვენ კი დამისახელეთ, თუ რასთან ასოცირდება იქსი სხვა ასევე გავრცელებული ლათინური გამოთქმის მიხედვით, თუ იქსს რომაელები თვლიდნენ ერთის მხრივ დამპყრობლად, მეორეს მხრივ კი გამათავისუფლებლად?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 84: სინგაპურელი თინეიჯერების სუბკულტურაში არსებულ არაფორმალურ სლენგში (მაგ. სმს–ების, იმეილების, ან თუნდაც წერილების წერის დროს) საკმაოდ გავრცელებული სიტყვა „იქსი“ აღინიშნება სიმბოლოებით – 2molo (წაიკითხე შემდეგნაირად – „ციფრი ორი, ლათინური მ, ლათინური ო, ლათინური ლ და ლათინური ო). 1997 წელს კი გამოვიდა რეჟისორ როჯერ სპოტისვუდის მიერ გადაღებული ცნობილი ფილმი, რომლის სათაური იქსს შეიცავს. დამისახელეთ ეს ფილმი.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 85: (რიგდება სურათი) თქვენს წინაშეა ტორსედორის ხელები. დაასახელეთ, რით არის დაკავებული ამ პროფესიის ადამიანი, თუ ერთი გადმოცემის თანახმად, ერთ–ერთი მავნე პროდუქციის საკმაოდ ცნობილ ბრენდს სახელი იმის გამო მიეცა, რომ ტორსედორების ერთ ჯგუფს ძალიან მოსწონდათ ალექსანდრე დიუმა მამა, რომლის ერთ ყველასათვის ცნობილ ნაწარმოებს მათ საგანგებოდ უკითხავდნენ, რათა საქმიანობის დროს არ მოეწყინათ.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 86: 2001 წელს ამერიკელმა ეკონომისტებმა დონაჰიუმ და ლევიტმა გამოაქვეყნეს სკანდალური სტატია, რომელშიც აჩვენეს, რომ 1990–იან წლებში აშშ–ში დანაშაულის შემცირება გამოიწვია 1973 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქმეზე როუ ვეიდის წინააღმდეგ. მე მიმაჩნია, რომ ასეთი ჰიპოთეზა მიზანთროპულია, თუმცა ვაღიარებ, რომ მასში შეიძლება იყოს სიმართლის ჩანასახიც. თქვენ კი ერთი წუთის შემდეგ დამისახელეთ რისი კეთების ნება დართო უზენაესმა სასამართლომ ამერიკელებს, თუ, ერთი ანეკდოტის მიხედვით, ამის გაკეთებამდე როგორც მინიმუმ ორი სხვა ქმედება უნდა ჩაიდინო.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 87: როგორც ცნობილია, მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკაში ჩასული მიგრანტები ჯერ ელისის კუნძულზე ჩერდებოდნენ და მხოლოდ შემდეგ მიაშურებდნენ სასურველ ქალაქებს. ერთ–ერთი, სავარაუდოდ არასწორი, მაგრამ მაინც საინტერესო ვერსიის მიხედვით, კუნძულ ელისზე ჩასულ ემიგრანტებს შუბლზე აკრავდნენ შტამპს, სადაც მითითებული იყო თუ რომელი ქალაქი წარმოადგენდა მათ საბოლოო დანიშნულებას. ამერიკაში გავრცელებულია ანეკდოტი, რომ სწორედ ამ პრაქტიკით არის გამოწვეული ის, რომ ამერიკაში მცხოვრები ერთი ეროვნების წარმომადგენლებს ხშირად ჰქვიათ ერთი კონკრეტული სახელი. თუ თქვენ მიხვდით, რომელი ქალაქი წარმოადგენდა ამ ეროვნების ადამიანების საბოლოო დანიშნულების საკმაოდ პოპულარულ პუნქტს, არ გაგიჭირდებათ დაასახელოთ თუ როგორი შტამპი უკეთდებოდათ ამ ადამიანებს შუბლზე, ზემოთ აღნიშნული ხუმრობის მიხედვით. პასუხის დაწერისას გამოიყენეთ ლათინური ასოები.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 88: ჰარვარდის სამედიცინო კოლეჯის ამერიკელმა პროფესორმა ჯორჯ ვეილანტმა ჩაატარა საინტერესო კვლევა, რომელშიც დაასკვნა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც იკავებენ ნეგატიურ ემოციებს, სამჯერ ნაკლები შანსი აქვთ მიაღწიონ წარმატებას პროფესიულ და პირად ცხოვრებაში, ვიდრე მათ, ვინც ემოციურად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს. სტატია ამ გამოკვლევის შესახებ ინტერნეტ ჟურნალში „ვოკრუგ სვეტა“ დასათაურებული იყო ისევე, როგორც 1929 წელს გამოსული ცნობილი რომანი. დაასახელეთ როგორც ეს რომანი, ისე მისი ავტორი.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 89: ინგვარ კამპარდმა, რომელიც დაიბადა ფერმაზე სახელად ელმტარიდი, სოფელ აგუნარიდის მახლობლად, 1943 წელს 17 წლის ასაკში შექმნა ის, რის პროდუქციასაც დღეს, სხვათა შორის, აქტიურად იყენებენ კომპიუტერულ თამაშ სიმს2–შიც. დამისახელეთ რა შექმნა მან.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 90: (რიგდება სურათი) 2009 წლის 1 აპრილს ინტერნეტ კომპანია გუგლმა თავის საწყის გვერდზე გამოიტანა ლოგო, რომლის ფრაგმენტსაც ახლა თქვენ ხედავთ. დაასახელეთ, ვისი დაბადების დღის აღსანიშნავი იყო ეს ლოგო.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 91: [კითხვაში ცვლილებებია] შარშან, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ერთმა მსხვილმა ქართულმა კომპანიამ ახალი პროდუქტის მოწოდების დაწყება აღნიშნა აქციით “მომავალი 82-ის გარეშე”, რაც პირველი შეხედვით შეიძლება პაციფისტურ ლოზუნგად მოგეჩვენოთ. მსგავსობის გამო შუა საუკუნეებში 50-ს უწოდებდნენ “თეთრ 82-ს”. 29+50 ცნობილ ტრიადაში მესამეა. ხოლო ამ ტრიადის ყველაზე სასურველი, პირველი წევრი არაა უცხო ცნობილი ქართველისთვის, გვარად 50ძე. დაასახელეთ ეს ქართველი.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 92: რუსული გასართობი გადაცემის «Хорошие шутки»-ს ერთ-ერთი კონკურსის მიხედვით, მონაწილე გუნდის წარმომადგენელმა თანაგუნდელებს უნდა აუხსნას იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებსაც ეკრანზე მხოლოდ ის ხედავს. ჯგუფ «Фабрика» ს ერთ-ერთმა მომღერალმა, წაიკითხა რა ეკრანზე ნობელიანტის სახელი და გვარი, ჯგუფის დანარჩენ ორ წევრს გაკვირვებულმა აცნობა, რომ აქამდე არ სმენია ამ გასართობი გადაცემის შესახებ. რა ეწერა ეკრანზე?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 93: კითხვის ავტორის ბავშვობის წლებისგან განსხვავებით, დღევანდელ საქართველოში Z გაუქმებულია, ხოლო B, C და P თავიდან გაერთიანებულია და მხოლოდ ბოლოსკენ ხდება მათი გაყოფა. BW-ს და CW-ს გამაფრთხილებელი ნიშნები დარიგებულ მასალაშია მოცემული. ხოლო “ZW” წარმოადგენს სტატიის სათაურს ბაზით ნადირობის შესახებ. დაასახელეთ ეს სათაური ორი ქართული სიტყვით.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 94: ბევრმა არ იცის, რომ ეს ცნობილი ადამიანი დაიბადა 1964 წლის 16 თებერვალს ქალაქ სალვადორში. თუმცა, მისი შვილის დაბადების შესახებ ბევრმა თქვენგანმა მილიონობით სხვა ადამიანთან ერთად მისი დაბადებიდან უკვე სამი დღის შემდეგ, 9 ივლისს შეიტყო, მამამისის მიერ დალასში ჩადენილი ქმედების წყალობით, რომელსაც შემდგომში არაერთმა ადამიანმა მიბაძა. დაასახელეთ ამ ცნობილი ადამიანის მეტსახელი.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 95: ერთი პროექტის აღწერისას კითხვის ავტორს მოჰყავდა ორი სატრანსპორტო სქემის შედარება: ერთში კასპიის ზღვის გადაკვეთა ხდებოდა ტანკერის, ხოლო მეორეში კი – ბორნის მეშვეობით. დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ სიძვირის მიუხედავად, მეორე სქემას გააჩნია ბევრი უპირატესობა პირველთან შედარებით: სისწრაფე, დანაკარგების ნაკლებობა და სხვა. იმ თავის სათაური, რომელშიც ხდებოდა ეს შედარება, დაემთხვა 2004 წლის ფილმის სახელწოდების ქართულ თარგმანს. დაასახელეთ ეს ფილმი კითხვაში მოხსენიებული ორი სიტყვით.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 96: [რიგდება მასალა] თქვენს წინაშეა Facebook-ის სადისკუსიო ჯგუფის „ბლატნოი ნომრების“ ფოტომასალის მცირე ნაწილი. ზოგიერთი ნომერი აღნიშნავს ავტომობილის მოდელს, ზოგში სავარაუდოდ მანქანის პატრონის სახელია დაშიფრული (ანკასი, თიკასი), ზოგში კი უბრალოდ სიტყვები (ნაპასი, ბოტასი). ქვემოთ მოყვანილი ავტომობილის სურათი აღდგენილია მონაყოლის მიხედვით. მისი სანომრე ნიშანი უდაოდ გამორჩეულია, რადგან სხვა ნომრებთან შედარებით შეიცავს უფრო მეტ ინფორმაციას. აღადგინეთ ნიშანზე წაშლილი სამი ციფრი.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 97: ერთი ჟურნალის ა.წ. მაისის ნომერში მოყვანილია რუსულ მედიაში აპრილის განმავლობაში ე.წ. „კრიზისის მეორე ტალღის“ მოლოდინში ყველაზე ხშირად მოხსენიებული სიტყვების რეიტინგი. პირველი ხუთი სიტყვიდან ოთხი დაკავშირებულია კრიზისთან. სიტყვა „კრიზისი“ მოხსენიებულია ყველაზე ხშირად – 190712-ჯერ, შემდეგ – „ბანკი“ და „ავტომობილი“, ხოლო მეხუთე ადგილზე მყოფი სიტყვა მოხსენიებულია 46794-ჯერ. დაასახელეთ ეს რთული ზედსართავი, თუ ის ნახსენებია ამ რეიტინგში სიტყვა „კრიზისის“ კომენტარში, როგორც პოზიტიური ტენდენციის ნიშანი.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 98: ამ ბუჩქის ლათინური სახელწოდებაა Staphylea, რაც ნიშნავს „ყურძნის მტევანს“, ინგლისურად მისი სახელწოდება ნიშნავს „ბუშტოვან თხილს“, მაგრამ ის არც ვაზისებრთა და არც თხილისებრთა ოჯახს არ მიეკუთვნება. მისი კოლხური სახეობის ნაყოფს ჩვენ ვიყენებთ საკვებად. ამერიკელ ოსკაროსანს თავისი ოსკაროსანი შვილის გვარი რომ აეღო, მისი ახალი სახელი და გვარი გაიჟღერებდა ისევე, როგორც ნახსენები მცენარის ქართული სახელწოდება. დაასახელეთ ეს მცენარე.

Показать ответ Комментарии (3)


Вопрос 99: ეხლა თქვენ დაგირიგდებათ იოგას სკოლების ქსელის ლოგო, რომელზეც გამოსახულია გოგონა კლასიკურ პოზაში „ნატარაჯასანა“. [რიგდება მასალა] ჩემი ვარაუდით, ეს ლოგო შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს იმ ქვეყნის სამხრეთ სანაპიროს მაცხოვრებელთათვის, სადაც გავრცელებულია ეს ქსელი. მე არ გეკითხებით, რას ნიშნავს სანსკრიტზე „ნატარაჯასანა“; დაასახელეთ ნახსენები ქვეყანა.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 100: ეს ნაწარმოები შედის სხვადასხვა თანამედროვე ავტორის მიერ შექმნილი იშვიათი ჟანრის ნაწარმოებების ციკლში და დღეისათვის ამ ციკლის უკანასკნელი ნაწარმოებია. ყველა თქვენთაგანს მოსმენილი აქვს ამ ნაწარმოების დასაწყისი, მაგრამ მისი დასასრული თქვენთვის ჯერ უცნობია. მიუხედავად ამისა, გთხოვთ დაასახელოთ ამ ნაწარმოების ბოლო სიტყვა.

Показать ответ Комментарии (1)

Предыдущий тур    Следующий тур

ჯერ-ჯერობით დავით რაფავას

ჯერ-ჯერობით დავით რაფავას ტური საუკეთესო იყო

მადლობა, თამუნა!

მადლობა, თამუნა!

კომენტარი

ყოველი კითხვა ძირითადად ცოდნაზეა ორიენტირებული. ამაში არც არაფერია ცუდი. თუმცა, უფრო გამახარებდა შიგადაშიგ, მხოლოდ ლოგიკაზე აგებული კითხვებიც! წარმატებები!!! (ეს კითხვები ჩემთვის ისედაც ცნობილი იყო და მადლობა ამისთვის ელერდაშვილს და მის ბლოგს).
პირველი ტურის კითხვები განსაკუთრებით მომწონს!!! მადლობთ მიღებული სიამოვნებისთვის!

Вход в систему