Чемпионат Тбилиси 39 / Тур 4

18.10.2009 — 20.12.2009

Предыдущий тур    Следующий тур

Показать все ответы




Вопрос 61: ფრანგმა მეცნიერებმა შეისწავლეს რა 1896 წლიდან დაფიქსირებული 3260 ეს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ კაცობრიობამ მიაღწია თავისი შესაძლებლობების ზღვარს და შესაბამისად 2060 წლიდან ეს უკვე აღარ დაფიქსირდება. ამასთან დაკავშირებით, გამოითქვა ვარაუდი, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანთა მოღვაწეობის ერთი სფერო საკმაოდ მოსაწყენი გახდება. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ პერსონაჟი, რომელსაც, 1973 წელს გამოსული ჩვენთვის კარგად ცნობილი ფილმის მიხედვით ამის არაოფიციალური გაკეთება მცირე ხნით თავისუფლების აღკვეთადაც კი დაუჯდა.

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 62: 2008 წლის 14 დეკემბერს ცნობილმა ადამიანმა ეს შემთხვევა შეაფასა როგორც საზოგადოების თავისუფლების მაჩვენებელი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ შემთხვევით შთაგონებულმა ბრაზილიის პრეზიდენტმა, ერთ-ერთ სამიტზე დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ ის მაშინვე მიხვდებოდა თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდებოდა, რადგანაც დარბაზში ძალიან ცხელოდა. აი ერთმა სტამბოლურმა ფირმამ კი ამ შემთხვევის შემდეგ გააკეთა განცხადება შტატის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა დაეკმაყოფილებინა უსაზღვროდ გაზრდილი მოთხოვნა მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის ერთ კონკრეტულ მოდელზე. მაშ რა პროდუქციას უშვებს ეს ფირმა?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 63: (რიგდება მასალა) თქვენს წინაშეა სურათი, დასათაურებული სამი ინგლისური სიტყვით, რომლებიც ერთსა და იმავე ასოზე იწყება. ამ სამიდან პირველი სიტყვაა Blinding (”ვაბრმავებ”, ”დაბრმავება”), დაასახელეთ დანარჩენი ორი სიტყვა.

Показать ответ Комментарии (3)


Вопрос 64: „ბონდიანას“ ერთ-ერთ ფილმში ჯეიმს ბონდს გვერდს ორი მშვენიერი ქალბატონი, ელექტრა კინგი და ქრისმას ჯონსი უმშვებენ. ერთ ეპიზოდში ქრისმასი და ბონდი არკვევენ, რომ ელექტრა ტერორისტია, მას შემდეგ რაც ის 6 კილოგრამ პლუტონიუმს მოიპარავს. ამ ეპიზოდში ქრისმასი ბონდს ეკითხება თუ რა ურთიერთობა აქვს ელექტრასთან, ეჭვობს რა, რომ მათ შორის უბრალო ნაცნობობაზე მეტია, რაზეც ბონდი ენამახვილურად პასუხობს, ცვლის რა ერთ სიტყვაში ერთ ასოს. ბონდის პასუხის მიხედვით, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას ელექტრასთან?

Показать ответ Комментарии (2)


Вопрос 65: A-ს და B-ს შორის არსებულ კავშირზე მეცნიერები უძველესი დროიდან წერდნენ. მიუხედავად სხვადასხვა ინტერპრეტაციებისა თუ მეცნიერული დისკუსიებისა, ზოგადად ფართო მასებისთვის ცნობილია, რომ A-ს მოსდევს B, და რომ არ იყოს A, არ იქნებოდა არც B. ამის საპირისპიროდ კი, სამედიცინო წრეებში გავრცელებული ხუმრობის თანახმად, შემთხვევა, როდესაც ექიმი უკან მოსდევს პაციენტის კუბოს, არის შემთხვევა, როდესაც B-ს მოსდევს A, და არა პირიქით. დაასახელეთ A და B სწორი თანამიმდევრობით.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 66: ამ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ქალაქ ნანტერეში ძაღლმა სკუბიმ სხვა ხალხის თანდასწრებით მრისხანედ უყეფა ერთ პიროვნებას. ამ შემთხვევის შემდეგ ფრანგმა ტომას კასუტომ მადლობა გადაუხადა ძაღლს ”კარგი ქცევისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის” და განაცხადა, რომ იგი პრაქტიკულად დარწმუნებული იყო, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ძაღლი ამას აკეთებდა. მაშ რა გააკეთა ძაღლმა სკუბიმ?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 67: 2008 წლის მარტს გაზეთ La Provence-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში 85 წლის ვინმე წლის ვინმე ხორსტ რიპერი საუბრობს იმ უდიდეს წუხილზე რომელსაც ის ნახევარ საუკუნეზე მეტია ატარებს და საბოლოოდ გადაწყვიტა ეღიარებინა. მისი თქმით, ასრულებდა რა თავის მოვალეობას, პატრულირებდა ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე და განახორციელა ის, რაც იმ მომენტში მისთვის უბრალოდ მისი მორიგი წარმატება იყო. მან მხოლოდ მოგვიანებით გაიგო რა, თუ რა ჩაიდინა, რამაც მისი შოკირება გამოწვია. თუ რიპერის აღიარებას დავუჯერებთ, შეგვიძლია ჩათვალოთ, რომ პასუხი გაეცა ერთ არცთუ პატარა მნიშვნელობის კითხვას, რომელიც ჩვენს პლანეტაზე უამრავ ადამიანს აგერ უკვე 65 წელია აწუხებს. მაშ რა კითხვას გაეცა პასუხი ხორსტ რიპერის აღიარების შედეგად?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 68: (რიგდება მასალა) თქვენს წინაშეა სურათი, რომელსაც კითხვის ავტორი ერთ-ერთი ვებ გერდზე წააწყდა. სურათზე თქვენ ხედავთ ორ ობიექტს, რომელთაგანაც ერთზე მე წავშალე წარწერა. სახელწოდება, რომლითაც დასათაურებულია ეს სურათი, წარმოადგენს მეცნიერების კვლევის ობიექტს. ზუსტად ანალოგიური სათაურით ვიკიპედიაში შეიძლება იპოვოთ სტატია, რომელიც ამ საკვლევი ობიექტის შესახებ მოგვითხრობს. დაასახელეთ სურათის სათაური.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 69: ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ქალაქში მტრედმა სახელად უინსტონი, ერთ ოფისიდან მეორემდე გაიფრინა 80 კმ ფეხზე მიბმული 4 გიგაბაიტიანი ე.წ. მემორი ქარდ-ით, მეხსიერების ბარათით. ფრენას მან მოანდომა 68 წუთი, ხოლო ბარათიდან ინფორმაციის გადმოკოპირების ჩათვლით ამ პროცესმა სულ 126,57 წუთს გასტანა. ეს ფრენა იყო ორგანიზებული ერთი ადგილობრივი კომპანიის მიერ და მას კონკრეტული მიზანი გააჩნდა. რა ფაქტი იქნა დამტკიცებული კომპანიის მიერ ამ ფრენის შედეგად?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 70: 2004 წლის 11 მარტს მადრიდში მოხდა ტერორისტული აქტი, რომელმაც ერთი მონაცემებით 191 ადამიანი იმსხვერპლა. თავდაპირველად ტერაქტის განმხორციელებლად მიჩნეული იქნა ეტა, თუმცა მოგვიანებით ეს ტერაქტი ისლამისტურ დაჯგუფებებთან იქნა დაკავშირებული. კერძოდ, გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს დღე შემთხვევით არ იყო შერჩეული და მას ამ ტერაქტების ორგანიზატორი ისლამისტური დაჯგუფებებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნდა. ეს ტერაქტები დაკავშირებულ იქნა ადრე მომხდარ სხვა, თითოეული ჩვენთაგანისთვის ცნობილ მოვლენასთან, და მოსაზრების არგუმენტირებისთვის გაკეთებული იქნა ერთი საკმაოდ მარტივი კალკულაცია. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ, თუ რა ფაქტი იქნა დაფიქსირებული ამ კალკულაციის შედეგად, რაც ამ მოსაზრების მხარდაჭერთა აზრით მადრიდის ტერორისტულ აქტებში ალ-ქაედას ბრალზე პირდაპირ მიუთითებდა.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 71: ამერიკული დეტექტიური ტელესერიალის "მენტალისტი" ერთ-ერთ სერიაში მთავარი გმირი პატრიკ ჯეინი უცბად ხვდება თუ ვინ არის მკვლელი და ყვირის - "ევრიკა!". მისი კოლეგისთვის ეს სიტყვა უცხო აღმოჩნდება და ის ჯეინს თარგმანს სთხოვს. დაასახელეთ აბსოლუტურად ზუსტად, თუ რა მოკლე სიტყვით უთარგმნა ჯეინმა ძველბერძნულიდან ინგლისურად სიტყვა "ევრიკა" და ნუ ეცდებით დაასწროთ ეთმანეთს - თქვენ ყველას ერთი წუთი გაქვთ.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 72: დევიდ უებერის ფანტასტიკური საგა, რომლის მთავარი გმირია ადმირალი ჰონორ ჰარინგტონი, აგებულია ევროპის ერთ-ერთ ისტორიულ პერიოდზე, კერძოდ კი მილიტარულ დაპირისპირებას ორ ევროპულ ქვეყანას შორის. ამასთან პარალელები საკმაოდ მკვეთრია. საგაში დაპირისპირებულ ორ ძირითად სახელმწიფოთა შორის ერთ-ერთის ფაქტობრივი მმართველია ადამიანი, რომლის სახელია რობერტ სტენტონი, თუმცა ასე ფორმალურად მას წიგნში იშვიათად ახსენებენ. დაასახელეთ ამ პერსონაჟის გვარი.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 73: ლონდონის „ჩელსი“-ს ამჟამინდელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იხსენებდა, თუ როგორ ჰკითხა ერთხელ თანაგუნდელს, დიდ ჰოლანდიელ ფეხბურთელ მარკო ვან ბასტენს, თუ როგორ უნდა მიეწოდებინა მისთვის ბურთი. ვან ბასტენმა უპასუხა - უბრალოდ პასი მომაწოდე და შემდეგ გამოიქეცი... რისთვის?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 74: 1990 წელს, შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტების ჯგუფმა შეადგინა დოკუმენტი, რომელიც გამოხატავდა მოთხოვნებს ინჟინრებისა და ტექნიკოსების მოვალეობების მიმართ. აი რამდენიმე ციტატა: „მე ვაღიარებ პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებებზე და არ ვთავისუფლდები მისგან; ჩემი პროექტების არჩევისა და განხორციელებისას მე ყურადღებით გავითვალისწინებ მათ კონტექსტსა და შედეგებს... მე განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ სამხედრო პროექტებს; მე არ დავუშვებ, რომ რაიმე არაპროფესიულ ინტერესებმა მაჯობონ“. იპოვეთ ანალოგია და აბსოლუტურად ზუსტად დამისახელეთ ამ დოკუმენტის სახელწოდება.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 75: ფრანგი ჟურნალისტი, მწერალი და მხატვარი ალფონს ალე ცნობილი იყო თავისი ექსცენტრულობით, რასაც თვითონვე აღიარებდა და არც ცდილობდა თავი გაესაღებინა ფილოსოფოსად ან ნოვატორად. მისი სურათების სახელები, ისევე როგორც თავად სურათები, მეტად უცნაური იყო. სათაურებს თუ დავუჯერებთ, მისი ერთ-ერთი ცნობილი სურათი მოგვითხრობს წითელი ზღვის სანაპიროზე სასულიერო პირების მიერ გარკვეული ბოსტნეულის მოსავლის აღების შესახებ, ხოლო მეორე კი ბრძოლაზე, რომელიც გამოქვაბულში გაიმართა გარკვეული რასის წარმომადგენელთა შორის. დაასახელეთ ბევრად უფრო ცნობილი მხატვარი, რომლის ცნობილი ნაწარმოებები ალფონს ალემ არ ორი სურათით იწინასწარმეტყველა.

Показать ответ Комментарии (7)


Вопрос 76: ინგლისელი ფნატასტი ტერი პრეთჩეტი ცნობილია ძირითადად თავისი საგით ე.წ. ბრტყელი სამყაროს - Discworld - შესახებ. ამ საგის მოქმედების დიდი ნაწილი მიმდინარეობს ქალაქ ანხ-მორპორკში, რომელიც ნიუ-იორკისა ან ლონდონის მაგვარ მეგაპოლისს წარმოადგენს. ქალაქში ადამიანებთან ერთად სხვადასხვა ზღაპრული რასის წარმომადგენლები ცხოვრობენ - გნომები, ვამპირები, გობლინები და ა.შ. ანხ-მორპორკის ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა, მიუხედავად თავისი ზღაპრულობისა, დასახელებით პრაქტიკულად ემთხვევა რეალურად არსებულ საქალაქო ტრასპორტს. მე არ გეკითხებით ტრანსპორტის თუ სახეობაზეა ლაპარაკი, დაასახელეთ თუ რომელი ზღაპრული რასის წარმომადგენლები არიან ამ ტრანსპორტის "მძღოლები".

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 77: ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბარბრა სტრაიზენდს ეს კაი ხანია არ ჰქონია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სიმბოლურად ინახებოდა მის სამზარეულოში, სანამ 2009 წლის ოქტომბერში ეს აუქციონზე იყიდა ვინმე დევიდ დევისმა. მაშ რა არის ეს?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 78: ცნობილი რუსი აღმოსავლეთმცოდნე-კორეისტი ანდრეი ლანკოვი თავის ვებ-გვერდზე კორეული ენის ერთ საინტერესო ასპექტს აღნიშნავს. ის წერს, რომ ეს ზედსართავი, განსხვავებით ყველა სხვა ენისგან, კორეულად ორი სხვადასხვა სიტყვით ითარგმნება. ამ ზედსართავის გამოყენებისას ნებისმიერი კორეელი უნებლიედ ხაზს უსვამს თავის პოლიტიკურ მიდრეკილებებს. მაშ რა ზედსართავზეა ლაპარაკი?

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 79: (რიგდება მასალა) თქვენს წინაშეა შეტლანდური პონი მეიფლაუერი, რომელიც 2009 წლის მარტში ინგლისელ გადასახადების გადამხდელებს დაახლოებით 8000 გირვანქა სტერლინგი დაუჯდა - სწორად ეს იყო მეხანძრეთა რაზმის ოთხჯერ ტყუილად გამოძახების საფასური. მე არ გეკითხვებით, თუ რა იყო ამ გამოძახებების მიზეზი, უბრალოდ მითხარით, რა თავისებურება ახასიათებს საუთჰემპტონის მიმდებარე იმ ტერიტორიებს, სადაც ეს პონი გაყავთ ხოლმე საძოვარზე, სხვა პონიებთან ერთად.

Показать ответ Комментарии (1)


Вопрос 80: (რიგდება მასალა) ამერიკელმა ფრედ ბენენსონმა წამოიწყო მეტად უცნაური ინტერნეტ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ერთ-ერთი ცნობილი რომანის ე.წ. ემოჯი-ზე - იაპონურ სმაილიკების/ემოტიკონების ენაზე თარგმნას. თქვენთვის დარიგებულ მასალაში მოყვანილია ამ რომანის პირველი ფრაზა ემოჯის სიმბოლოებით. მე არ გეკითხებით თუ როგორ ჟღერს ეს ფრაზა ორიგინალში. მითხარით, თუ რას წარმოადგენს პირველი სიმბოლო "თარგმანში".

Показать ответ Комментарии (1)

Предыдущий тур    Следующий тур

ჯერ-ჯერობით დავით რაფავას

ჯერ-ჯერობით დავით რაფავას ტური საუკეთესო იყო

მადლობა, თამუნა!

მადლობა, თამუნა!

კომენტარი

ყოველი კითხვა ძირითადად ცოდნაზეა ორიენტირებული. ამაში არც არაფერია ცუდი. თუმცა, უფრო გამახარებდა შიგადაშიგ, მხოლოდ ლოგიკაზე აგებული კითხვებიც! წარმატებები!!! (ეს კითხვები ჩემთვის ისედაც ცნობილი იყო და მადლობა ამისთვის ელერდაშვილს და მის ბლოგს).
პირველი ტურის კითხვები განსაკუთრებით მომწონს!!! მადლობთ მიღებული სიამოვნებისთვის!

Вход в систему